სასანგრე ტანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სასანგრე ტანკი''' – მრავალფუნქციური დაჯავშნული მანქანა სა...)

14:59, 15 მარტი 2018-ის ვერსია

სასანგრე ტანკი – მრავალფუნქციური დაჯავშნული მანქანა საინჟინრო სამუშაოების საწარმოებლად მოწინააღმდეგის საცეცხლე ზემოქმედების ზონაში. გამოიყენება არაფეთქებადი და ფეთქებადი დაბრკოლებების გადასალახავად და მოსაწყობად, საკოლონე გზების გასაყვანად, მიწის სამუშაოების, ტვირთის აწევის და სხვა სამუშაოების შესასრულებლად. ჩვეულებრივ წარმოადგენს ტანკის შასის, მასზე დამონტაჟებული მუშა მოწყობილობით (ბულდოზერი, ნაღმების დანისებრი ტრალი, ამწე და საბურღი მოწყობილობა, დანაღმულ ველებში გასასვლელების გასაყვანი და დისტანციური დანაღმვის მოწყობილობები, ისარი ჩვეულებრივი, მრავალმიზნობრივი ჩატვირთვის ჩამჩით, ჰიდროჩაქუჩი, შესადუღებელ-საჭრელი საშუალებები და სხვა). შეიარაღებაზეა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების არმიებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები