ჩინეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთის და სამხრეთ ჩინეთის ზღვები.  
 
სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთის და სამხრეთ ჩინეთის ზღვები.  
  
'''ფართობი''' — 9,6 მლნ. კმ2.  
+
'''ფართობი''' — 9,6 მლნ. კმ<sup>2</sup>.  
  
 
'''მოსახლეობა''' — 1,354 მლრდ. კაცი (2012).  
 
'''მოსახლეობა''' — 1,354 მლრდ. კაცი (2012).  

17:08, 24 თებერვალი 2018-ის ვერსია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშა

ჩინეთი (China – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) — სახელმწიფო ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთის და სამხრეთ ჩინეთის ზღვები.

ფართობი — 9,6 მლნ. კმ2.

მოსახლეობა — 1,354 მლრდ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა — ჩინური.

დედაქალაქი — ქ. პეკინი.

ადმინისტრაციულად იყოფა: 23 პროვინციად (ტაივანის ჩათვლით), 5 ავტონომიურ რაიონად, 4 ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქად და სიანგანის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონად.

უმაღლესი ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო – სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრება.

სახელმწიფოს მეთაურია ამ კრების მიერ არჩეული თავმჯდომარე.

აღმასრულებელი ორგანო — სახელმწიფო საბჭო (მთავრობა).

1911 წელს შეიქმნა ჩინეთის რესპუბლიკა. 1949 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ბირთვული სახელმწიფო. ჩინეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ფლობს ნედლეულის მნიშვნელოვან მარაგს.

მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, საფეიქრო მრეწველობა.

განვითარებულია: მეტალურგია, ქვანახშირის, ნავთობის მოპოვება, სამხედრო მრეწველობა.

წარმატებით ხორციელდება კოსმოსური კვლევა. სოფლის მეურნეობა ძირითადად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას კვების პროდუქტებზე. ჩინეთს უჭირავს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი მსოფლიოში მარცვლეულის, ბამბის, ხორცის, ბრინჯის წარმოებაში.

მის ტერიტორიაზე განთავსებულია 116 საზღვაო პორტი, მათგან უმსხვილესია: შანხაი, დალიანი, გაოსიუნი, ცინდაო, ნანკინი, გუანჩჯოუ.

110-ზე მეტი აეროპორტი, მათგან 58-ს შეუძლია მიიღოს მძიმე ლაინერები.

შეიარაღებული ძალები (სახალხო-განმათავისუფლებელი არმია) საერთო შემადგენლობით 2,2 მლნ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 1,6 მლნ, სამხედრო-საჰაერო 0,4 მლნ და სამხედრო-საზღვაო 0,2 მლნ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები