ოსირისი
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
ოსირისის დაკავშირება მიცვალებულთა კულტთან პირველად V დინასტიის დასასრულის დიდგვაროვანი მოხელეების სამარხების წარწერებში ხდება. ტექსტებში, რომლებშიც გადმოცემულია მიცვალებულების ვედრება, რომ მათი მგზავრობა „დასავლეთისაკენ“ მშვიდობიანი იყოს, და დღესასწაულების დროს ყოველთვის მიიღონ შესაწირი, ძველ მიცვალებულთა ღმერთთან, [[ანუბისი|ანუბისთან]] ერთად ოსირისიც ჩნდება. VI დინასტიის დასაწყისისათვის ის უკვე მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს მიცვალებულთა ლოცვებში. თავდაპირველად ოსირისს მოიხსენიებდნენ, როგორც „[[ბუსირისი]]ს ბატონს“, ცოტა მოგვიანებით ის შეერწყა [[აბიდოსი]]ს მიცვალებულთა ღმერთს, ხენტიიმენტიუს (რომელიც მან შთანთქა), და მიიღო მისი [[ეპითეტი|ეპითეტები]] „აბიდოსის ბატონი“ და „დასავლეთის ბატონი“. ამის შემდეგ ოსირისი თანდათად სულ უფრო დიდი ღვთაება ხდება. მას აიგივებენ ყველა ძველ, მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებულ ღვთაებასთან – „გზების გამხსნელ“ უპუატთან, [[მემფისი]]ს სოკართან, და [[საიქიო]] სამყაროს ერთპიროვნული ბატონი ხდება. ის იკავებს უძველესი მიცვალებულთა ღმერთის და საიქიოს ბატონის, ანუბისის ადგილს, რომელსაც მიცვალებულთა კულტის [[რიტუალი|რიტუალების]] ზედამხედველის და მთავარი მებალზამის შედარებით მოკრძალებული როლი დარჩა, ოსირისი კი საიქიო სამყაროს მეფედ გადაიქცა, რასაც მისი სამეფო ინსიგნიებიც ადასტურებს. ამის შემდეგ ბუნებრივად მოხდა გარდაცვლილი [[ფარაონი]]ს ოსირისთან გაიგივება. | ოსირისის დაკავშირება მიცვალებულთა კულტთან პირველად V დინასტიის დასასრულის დიდგვაროვანი მოხელეების სამარხების წარწერებში ხდება. ტექსტებში, რომლებშიც გადმოცემულია მიცვალებულების ვედრება, რომ მათი მგზავრობა „დასავლეთისაკენ“ მშვიდობიანი იყოს, და დღესასწაულების დროს ყოველთვის მიიღონ შესაწირი, ძველ მიცვალებულთა ღმერთთან, [[ანუბისი|ანუბისთან]] ერთად ოსირისიც ჩნდება. VI დინასტიის დასაწყისისათვის ის უკვე მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს მიცვალებულთა ლოცვებში. თავდაპირველად ოსირისს მოიხსენიებდნენ, როგორც „[[ბუსირისი]]ს ბატონს“, ცოტა მოგვიანებით ის შეერწყა [[აბიდოსი]]ს მიცვალებულთა ღმერთს, ხენტიიმენტიუს (რომელიც მან შთანთქა), და მიიღო მისი [[ეპითეტი|ეპითეტები]] „აბიდოსის ბატონი“ და „დასავლეთის ბატონი“. ამის შემდეგ ოსირისი თანდათად სულ უფრო დიდი ღვთაება ხდება. მას აიგივებენ ყველა ძველ, მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებულ ღვთაებასთან – „გზების გამხსნელ“ უპუატთან, [[მემფისი]]ს სოკართან, და [[საიქიო]] სამყაროს ერთპიროვნული ბატონი ხდება. ის იკავებს უძველესი მიცვალებულთა ღმერთის და საიქიოს ბატონის, ანუბისის ადგილს, რომელსაც მიცვალებულთა კულტის [[რიტუალი|რიტუალების]] ზედამხედველის და მთავარი მებალზამის შედარებით მოკრძალებული როლი დარჩა, ოსირისი კი საიქიო სამყაროს მეფედ გადაიქცა, რასაც მისი სამეფო ინსიგნიებიც ადასტურებს. ამის შემდეგ ბუნებრივად მოხდა გარდაცვლილი [[ფარაონი]]ს ოსირისთან გაიგივება. | ||
− | + | [[ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი|პირველი გარდამავალი პერიოდი]]ს შემდეგ, როცა მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებულმა წარმოდგენებმა სერიოზული დემოკრატიზაცია განიცადა, ოსირისთან წარჩინებული ეგვიპტელების გაიგივებაც ხდებოდა, ახალი სამეფოს შემდეგ კი ეს ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის, ვისაც მუმიფიცირებასთან და დაკრძალვის შესაბამის რიტუალებთან დაკავშირებული ხარჯების გაღება შეეძლო. ღმერთები, რომლებიც ოსირისთან ერთად ერთ ოჯახს ქმნიდნენ, იყვნენ სეტხი (მისი ძმა), ისიდა (მისი და და ცოლი, ნეფტიდა (მისი და), ხორი (მისი ვაჟიშვილი). თანდათან ამ ჯგუფთან დაკავშირებული მითი, რომელიც სამეფო ძალაუფლების მემკვიდრეობითობას დაუკავშირდა (გარდაცვლილი ფარაონი ყოველთვის ოსირისთან ასოცირდებოდა, მისი მემკვიდრე კი ხორთან), რეალურად ეგვიპტის მთავარი მითი გახდა, რომელიც სამეფო ძალაუფლების მემკვიდრეობითობასთან იყო დაკავშირებული. | |
ეგვიპტურ ტრადიციაში ოსირისის მითი არასოდეს ყოფილა დაფიქსირებული, როგორც ერთი მთლიანი ამბავი (ყოველ შემთხვევაში, ასეთ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია), მაგრამ მითზე ალუზიები მრავლად არის გაბნეული სხვადასხვა ტექსტში. ეს ალუზიები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ოსირისის მითიოლოგიურ ტრადიციაში წარმოიდგინებოდა არა როგორც ერთი მთლიანი ამბავი, არამედ როგორც მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებული ცალკეული სცენების კრებული. ოსირისის მითის „სრული“ ვერსია მოთხრობილია დიოდორესთან, და განსაკუთრებით, [[პლუტარქე]]სთან, მაგრამ ამბისათვის დასრულებული სახის მიცემის მცდელობამ ორივე ავტორი საკმაოდ შორს წაიყვანა ეგვიპტური ორიგინალისაგან. | ეგვიპტურ ტრადიციაში ოსირისის მითი არასოდეს ყოფილა დაფიქსირებული, როგორც ერთი მთლიანი ამბავი (ყოველ შემთხვევაში, ასეთ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია), მაგრამ მითზე ალუზიები მრავლად არის გაბნეული სხვადასხვა ტექსტში. ეს ალუზიები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ოსირისის მითიოლოგიურ ტრადიციაში წარმოიდგინებოდა არა როგორც ერთი მთლიანი ამბავი, არამედ როგორც მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებული ცალკეული სცენების კრებული. ოსირისის მითის „სრული“ ვერსია მოთხრობილია დიოდორესთან, და განსაკუთრებით, [[პლუტარქე]]სთან, მაგრამ ამბისათვის დასრულებული სახის მიცემის მცდელობამ ორივე ავტორი საკმაოდ შორს წაიყვანა ეგვიპტური ორიგინალისაგან. | ||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
პლუტარქეს ვერსიის ძირითადი ხაზი ემთხვევა ეგვიპტური ტექსტების მონაცემებს, და ის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მას მოთხრობილი აქვს მითის წინაისტორია. მაგრამ უკვე საკუთრივ მითის ამბავი ეგვიპტურ ტექსტებში გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. მითის უძველესი ვარიანტი პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. ეგვიპტის მეფე ოსირისი მოკლა ძმამ, სეტხმა. ისიდამ და ნეფტიდამ მოძებნეს მისი სხეული, და ისიდამ, როგორც დიდმა ჯადოსანმა, მაგიური შელოცვებით ცოტა ხნით გააცოცხლა – ოსირისი და ჩაისახა მისგან შვილი, ხორი, რომელიც დელტაში, დამალულ ადგილას გაზარდა. ჰელიოპოლისში იკრიბებიან ღმერთები გების მეთაურობით. ისინი ადანაშაულებენ სეტხს, მაგრამ ის ყველაფერს უარყოფს. ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ღმერთები ასახელებენ ხორს. აქვე მოთხრობილია ხორის თვალის შესახებ, რომელსაც სეტხი ორთაბრძოლის დროს ართმევს ხორს, მაგრამ საბოლოოდ ხორი თავის თვალს იბრუნებს. ეს ვარიანტი ახლოსაა პლუტარქესთან. | პლუტარქეს ვერსიის ძირითადი ხაზი ემთხვევა ეგვიპტური ტექსტების მონაცემებს, და ის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მას მოთხრობილი აქვს მითის წინაისტორია. მაგრამ უკვე საკუთრივ მითის ამბავი ეგვიპტურ ტექსტებში გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. მითის უძველესი ვარიანტი პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. ეგვიპტის მეფე ოსირისი მოკლა ძმამ, სეტხმა. ისიდამ და ნეფტიდამ მოძებნეს მისი სხეული, და ისიდამ, როგორც დიდმა ჯადოსანმა, მაგიური შელოცვებით ცოტა ხნით გააცოცხლა – ოსირისი და ჩაისახა მისგან შვილი, ხორი, რომელიც დელტაში, დამალულ ადგილას გაზარდა. ჰელიოპოლისში იკრიბებიან ღმერთები გების მეთაურობით. ისინი ადანაშაულებენ სეტხს, მაგრამ ის ყველაფერს უარყოფს. ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ღმერთები ასახელებენ ხორს. აქვე მოთხრობილია ხორის თვალის შესახებ, რომელსაც სეტხი ორთაბრძოლის დროს ართმევს ხორს, მაგრამ საბოლოოდ ხორი თავის თვალს იბრუნებს. ეს ვარიანტი ახლოსაა პლუტარქესთან. | ||
− | მემფისის თეოლოგიური ტრაქტატის პოლიტიკურ ნაწილში მოცემულია მითის მეორე ვარიანტი. აქ არაფერია ნათქვამი ოსირისის მკვლელობაზე. ხორი და სეტხი დავობენ მემკვიდრეობაზე (ეგვიპტის ტახტზე), რომელსაც გები საბოლოოდ ხორს მიანიჭებს, როგორც თავისი უფროსი ვაჟიშვილის ვაჟს. ოსირისი იხრჩობა მემფისის სიახლოვეს, ხორს, ისიდასა და ნეფტიდას ამოაქვთ მისი სხეული წყლიდან. ოსირისი მითში არ წარმოგვიდგება, როგორც გმირი, რომელიც ამარცხებს მტერს. მისი როლი პასიურია. მას ესაჭიროება დახმარება, რომ აღსდგეს მკვდრეთით მაგიური ძალით, და ამას მის გვერდით მყოფი ისიდა ახერხებს, მისი შვილი ხორი კი შურს იძიებს სეტხზე. სწორედ ამიტომ იყო ცოცხალი ფარაონი იდენტიფიცირებული ხორთან. ცოცხალი ფარაონი არასოდეს არ არის იდენტიფიცირებული ოსირისთან, გარდაცვლილი კი ხორთან, რაც ასევე ავლენს ოსირისის პასიურ ბუნებას. ამიტომ ოსირისის „მკვდრეთით აღდგენა“ ძალიან პირობითია. ის სამუდამოდ რჩება საიქიოში, და ტახტზე ცვლის ხორი. | + | მემფისის თეოლოგიური ტრაქტატის პოლიტიკურ ნაწილში მოცემულია მითის მეორე ვარიანტი. აქ არაფერია ნათქვამი ოსირისის მკვლელობაზე. [[ხორი და სეტხი]] დავობენ მემკვიდრეობაზე (ეგვიპტის ტახტზე), რომელსაც გები საბოლოოდ ხორს მიანიჭებს, როგორც თავისი უფროსი ვაჟიშვილის ვაჟს. ოსირისი იხრჩობა მემფისის სიახლოვეს, ხორს, ისიდასა და ნეფტიდას ამოაქვთ მისი სხეული წყლიდან. ოსირისი მითში არ წარმოგვიდგება, როგორც გმირი, რომელიც ამარცხებს მტერს. მისი როლი პასიურია. მას ესაჭიროება დახმარება, რომ აღსდგეს მკვდრეთით მაგიური ძალით, და ამას მის გვერდით მყოფი ისიდა ახერხებს, მისი შვილი ხორი კი შურს იძიებს სეტხზე. სწორედ ამიტომ იყო ცოცხალი ფარაონი იდენტიფიცირებული ხორთან. ცოცხალი ფარაონი არასოდეს არ არის იდენტიფიცირებული ოსირისთან, გარდაცვლილი კი ხორთან, რაც ასევე ავლენს ოსირისის პასიურ ბუნებას. ამიტომ ოსირისის „მკვდრეთით აღდგენა“ ძალიან პირობითია. ის სამუდამოდ რჩება საიქიოში, და ტახტზე ცვლის ხორი. |
ბერძნულ-რომაულ პერიოდში, როცა ისიდა და ოსირისი ძალიან პოპურალური ხდებიან, მნიშვნელოვანი ხდება ოსირისის, როგორც მცენარეული ღმერთის ასპექტი. მიჩნეულია, რომ კონფლიქტში სეტხსა და ოსირისს შორის ასახულია ეგვიპტელისათვის ძალიან თვალსაჩინო ბრძოლა ერთი მხრივ ნილოსის დაბლობის შავ, ნაყოფიერ მიწას შორის, („კემეტი“, „შავი მიწა“, „ეგვიპტე“) და მეორე მხრივ უდაბნოს სასტიკ სიმხურვალესა და [[ქვიშა]]ს შორის (ეგვ. džrt „დეშერეტ“, „წითელი მიწა“, „უდაბნო“), ან ნილოსის სასურველ, ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს მოსულ, ნაყოფიერების მომტან ადიდებას (ოსირისი) და წინასწარ განუსაზღვრავ, არასასურველ, დამანგრეველ უდაბნოს ქვიშიან შტორმს (სეტხი) შორის. | ბერძნულ-რომაულ პერიოდში, როცა ისიდა და ოსირისი ძალიან პოპურალური ხდებიან, მნიშვნელოვანი ხდება ოსირისის, როგორც მცენარეული ღმერთის ასპექტი. მიჩნეულია, რომ კონფლიქტში სეტხსა და ოსირისს შორის ასახულია ეგვიპტელისათვის ძალიან თვალსაჩინო ბრძოლა ერთი მხრივ ნილოსის დაბლობის შავ, ნაყოფიერ მიწას შორის, („კემეტი“, „შავი მიწა“, „ეგვიპტე“) და მეორე მხრივ უდაბნოს სასტიკ სიმხურვალესა და [[ქვიშა]]ს შორის (ეგვ. džrt „დეშერეტ“, „წითელი მიწა“, „უდაბნო“), ან ნილოსის სასურველ, ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს მოსულ, ნაყოფიერების მომტან ადიდებას (ოსირისი) და წინასწარ განუსაზღვრავ, არასასურველ, დამანგრეველ უდაბნოს ქვიშიან შტორმს (სეტხი) შორის. |
მიმდინარე ცვლილება 03:16, 22 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ოსირისი – ეგვიპტის უძველესი დიდი ღვთაება. ჰელიოპოლისის კოსმოგონიური სისტემის თანახმად, ღმერთების მესამე თაობას მიეკუთვნებოდა (იყო გების და ნუტის ერთ-ერთი შვილი). მისი ძმა იყო სეტხი, დები – ნეფტიდა და ისიდა, რომელიც იმავდროულად მისი ცოლიც იყო.
ოსირისის კულტის განვითარების ადრეული საფეხურები ბუნდოვანია. სავარაუდოდ, უძველესი დროიდან იყო აღმოსავლეთ დელტის ლოკალური ხთონიური ღვთაება, ასოცირებული სოფლის მეურნეობასთან და ბუნების ყოველწლიურ ციკლთან. ასეთ შემთხვევაში, იყო იდეალური არჩევანი თავისი მომავალი როლისათვის, რადგან მის მკვდრეთით აღდგენასთან დაკავშირებულ მითებში თითქოს არეკლილი იყო ეგვიპტის მიწის ყოველწლიური შევსება ახალი სასიცოცხლო ძალით ნილოსის ადიდების შემდეგ.
ოსირისის დაკავშირება მიცვალებულთა კულტთან პირველად V დინასტიის დასასრულის დიდგვაროვანი მოხელეების სამარხების წარწერებში ხდება. ტექსტებში, რომლებშიც გადმოცემულია მიცვალებულების ვედრება, რომ მათი მგზავრობა „დასავლეთისაკენ“ მშვიდობიანი იყოს, და დღესასწაულების დროს ყოველთვის მიიღონ შესაწირი, ძველ მიცვალებულთა ღმერთთან, ანუბისთან ერთად ოსირისიც ჩნდება. VI დინასტიის დასაწყისისათვის ის უკვე მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს მიცვალებულთა ლოცვებში. თავდაპირველად ოსირისს მოიხსენიებდნენ, როგორც „ბუსირისის ბატონს“, ცოტა მოგვიანებით ის შეერწყა აბიდოსის მიცვალებულთა ღმერთს, ხენტიიმენტიუს (რომელიც მან შთანთქა), და მიიღო მისი ეპითეტები „აბიდოსის ბატონი“ და „დასავლეთის ბატონი“. ამის შემდეგ ოსირისი თანდათად სულ უფრო დიდი ღვთაება ხდება. მას აიგივებენ ყველა ძველ, მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებულ ღვთაებასთან – „გზების გამხსნელ“ უპუატთან, მემფისის სოკართან, და საიქიო სამყაროს ერთპიროვნული ბატონი ხდება. ის იკავებს უძველესი მიცვალებულთა ღმერთის და საიქიოს ბატონის, ანუბისის ადგილს, რომელსაც მიცვალებულთა კულტის რიტუალების ზედამხედველის და მთავარი მებალზამის შედარებით მოკრძალებული როლი დარჩა, ოსირისი კი საიქიო სამყაროს მეფედ გადაიქცა, რასაც მისი სამეფო ინსიგნიებიც ადასტურებს. ამის შემდეგ ბუნებრივად მოხდა გარდაცვლილი ფარაონის ოსირისთან გაიგივება.
პირველი გარდამავალი პერიოდის შემდეგ, როცა მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებულმა წარმოდგენებმა სერიოზული დემოკრატიზაცია განიცადა, ოსირისთან წარჩინებული ეგვიპტელების გაიგივებაც ხდებოდა, ახალი სამეფოს შემდეგ კი ეს ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის, ვისაც მუმიფიცირებასთან და დაკრძალვის შესაბამის რიტუალებთან დაკავშირებული ხარჯების გაღება შეეძლო. ღმერთები, რომლებიც ოსირისთან ერთად ერთ ოჯახს ქმნიდნენ, იყვნენ სეტხი (მისი ძმა), ისიდა (მისი და და ცოლი, ნეფტიდა (მისი და), ხორი (მისი ვაჟიშვილი). თანდათან ამ ჯგუფთან დაკავშირებული მითი, რომელიც სამეფო ძალაუფლების მემკვიდრეობითობას დაუკავშირდა (გარდაცვლილი ფარაონი ყოველთვის ოსირისთან ასოცირდებოდა, მისი მემკვიდრე კი ხორთან), რეალურად ეგვიპტის მთავარი მითი გახდა, რომელიც სამეფო ძალაუფლების მემკვიდრეობითობასთან იყო დაკავშირებული.
ეგვიპტურ ტრადიციაში ოსირისის მითი არასოდეს ყოფილა დაფიქსირებული, როგორც ერთი მთლიანი ამბავი (ყოველ შემთხვევაში, ასეთ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია), მაგრამ მითზე ალუზიები მრავლად არის გაბნეული სხვადასხვა ტექსტში. ეს ალუზიები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ოსირისის მითიოლოგიურ ტრადიციაში წარმოიდგინებოდა არა როგორც ერთი მთლიანი ამბავი, არამედ როგორც მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებული ცალკეული სცენების კრებული. ოსირისის მითის „სრული“ ვერსია მოთხრობილია დიოდორესთან, და განსაკუთრებით, პლუტარქესთან, მაგრამ ამბისათვის დასრულებული სახის მიცემის მცდელობამ ორივე ავტორი საკმაოდ შორს წაიყვანა ეგვიპტური ორიგინალისაგან.
მითის დასაწყისს წინ უძღოდა წინაისტორია, რომელიც არც ერთ ჩვენამდე მოღწეულ ეგვიპტურ ნაწყვეტში არ არის დაფიქსირებული, მაგრამ მისი ცოდნა აუცილებელია მითის არსებაში გასარკვევად. მითის წინაისტორია მოთხრობილია პლუტარქესთან. ოსირისი გახდა მეფე, როგორც თავისი მამის, გების მემკვიდრე, მაგრამ განსხვავებით თავისი წინაპრებისაგან (რა, შუ და გები) მას ჰყავდა ძმა და მეტოქე – სეტხი. ქალღმერთმა, რომელსაც პლუტარქე რეას ეძახის (ეგვიპტური ნუტი), წლის უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში გააჩინა კრონოსისაგან (გები) ხუთი შვილი. პირველ დღეს დაიბადა ოსირისი, და ხმამ ზეციდან ამცნო სამყაროს, რომ დაიბადა მეფე. მეორე დღეს დაიბადა ხორი (ხაროერისი, ან „უფროსი ხორი“), შემდეგ ტიფონი (ეგვიპტური სეტხი), ისიდა და ნეფტიდა. ოსირისს და ისიდას ჯერ კიდევ დაბადებამდე შეუყვარდათ ერთმანეთი. ტახტზე ასვლის შემდეგ ოსირისი რჩეული მეფე გახდა. ის ზრუნავდა არა მარტო ეგვიპტელებზე, არამედ სხვა ხალხებზეც. როცა სხვა ქვეყნებში მოგზაურობდა, მისი ცოლი, ისიდა მართავდა ეგვიპტეს. მაგრამ ტიფონს (სეტხს) შურდა ძმის. ერთხელაც, სეტხმა და მისმა თანამზრახველებმა მოგზაურობიდან დაბრუნებულ ოსირისს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იქვე გამოცხადდა, რომ სპეციალურად გამზადებული ულამაზესი სკივრი გახდებოდა მისი საკუთრება, ვისაც სიმაღლეში მოერგებოდა. სინამდვილეში, სეტხმა სკივრი სპეციალურად დაამზადებინა, ოსირისის სიმაღლის შესაბამისად. სკივრის მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ არავის არ მოერგო, ოსირისის გარდა. როგორც კი ოსირისი ჩაწვა სკივრში, სეტხმა და მისმა თანამზრახველებმა სახურავი დაჭედეს და ნილოსის ტანისური ტოტით ზღვისაკენ გაუშვეს. ზღვამ სკივრი ფინიკურ ქალაქ ბიბლოსთან გამოაგდო, და აქ მოხდა სასწაული: სკივრიდან გაიზარდა ულამაზესი ხე, რომელმაც სკივრი თავისი ფესვებით დაფარა. ისიდამ გაათავისუფლა სკივრი ფესვებისაგან და წაიღო დელტაში, ქალაქ ბუტოს სიახლოვეს, მაგრამ ბოროტმა სეტხმა იქაც მიაღწია. მან ოსირისის სხეული 14 ნაწილად დაანაწევრა, რომლებიც მთელ ეგვიპტეში მიმოფანტა. ისიდამ მოიძია ყველა ნაწილი, ფალოსის გარდა, რომელიც ნილოსში თევზმა გადაყლაპა. ეს ყველაფერი ოსირისის მეფობის ოცდამერვე წელს მოხდა.
პლუტარქეს ვერსიის ძირითადი ხაზი ემთხვევა ეგვიპტური ტექსტების მონაცემებს, და ის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მას მოთხრობილი აქვს მითის წინაისტორია. მაგრამ უკვე საკუთრივ მითის ამბავი ეგვიპტურ ტექსტებში გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. მითის უძველესი ვარიანტი პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. ეგვიპტის მეფე ოსირისი მოკლა ძმამ, სეტხმა. ისიდამ და ნეფტიდამ მოძებნეს მისი სხეული, და ისიდამ, როგორც დიდმა ჯადოსანმა, მაგიური შელოცვებით ცოტა ხნით გააცოცხლა – ოსირისი და ჩაისახა მისგან შვილი, ხორი, რომელიც დელტაში, დამალულ ადგილას გაზარდა. ჰელიოპოლისში იკრიბებიან ღმერთები გების მეთაურობით. ისინი ადანაშაულებენ სეტხს, მაგრამ ის ყველაფერს უარყოფს. ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ღმერთები ასახელებენ ხორს. აქვე მოთხრობილია ხორის თვალის შესახებ, რომელსაც სეტხი ორთაბრძოლის დროს ართმევს ხორს, მაგრამ საბოლოოდ ხორი თავის თვალს იბრუნებს. ეს ვარიანტი ახლოსაა პლუტარქესთან.
მემფისის თეოლოგიური ტრაქტატის პოლიტიკურ ნაწილში მოცემულია მითის მეორე ვარიანტი. აქ არაფერია ნათქვამი ოსირისის მკვლელობაზე. ხორი და სეტხი დავობენ მემკვიდრეობაზე (ეგვიპტის ტახტზე), რომელსაც გები საბოლოოდ ხორს მიანიჭებს, როგორც თავისი უფროსი ვაჟიშვილის ვაჟს. ოსირისი იხრჩობა მემფისის სიახლოვეს, ხორს, ისიდასა და ნეფტიდას ამოაქვთ მისი სხეული წყლიდან. ოსირისი მითში არ წარმოგვიდგება, როგორც გმირი, რომელიც ამარცხებს მტერს. მისი როლი პასიურია. მას ესაჭიროება დახმარება, რომ აღსდგეს მკვდრეთით მაგიური ძალით, და ამას მის გვერდით მყოფი ისიდა ახერხებს, მისი შვილი ხორი კი შურს იძიებს სეტხზე. სწორედ ამიტომ იყო ცოცხალი ფარაონი იდენტიფიცირებული ხორთან. ცოცხალი ფარაონი არასოდეს არ არის იდენტიფიცირებული ოსირისთან, გარდაცვლილი კი ხორთან, რაც ასევე ავლენს ოსირისის პასიურ ბუნებას. ამიტომ ოსირისის „მკვდრეთით აღდგენა“ ძალიან პირობითია. ის სამუდამოდ რჩება საიქიოში, და ტახტზე ცვლის ხორი.
ბერძნულ-რომაულ პერიოდში, როცა ისიდა და ოსირისი ძალიან პოპურალური ხდებიან, მნიშვნელოვანი ხდება ოსირისის, როგორც მცენარეული ღმერთის ასპექტი. მიჩნეულია, რომ კონფლიქტში სეტხსა და ოსირისს შორის ასახულია ეგვიპტელისათვის ძალიან თვალსაჩინო ბრძოლა ერთი მხრივ ნილოსის დაბლობის შავ, ნაყოფიერ მიწას შორის, („კემეტი“, „შავი მიწა“, „ეგვიპტე“) და მეორე მხრივ უდაბნოს სასტიკ სიმხურვალესა და ქვიშას შორის (ეგვ. džrt „დეშერეტ“, „წითელი მიწა“, „უდაბნო“), ან ნილოსის სასურველ, ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს მოსულ, ნაყოფიერების მომტან ადიდებას (ოსირისი) და წინასწარ განუსაზღვრავ, არასასურველ, დამანგრეველ უდაბნოს ქვიშიან შტორმს (სეტხი) შორის.
მეორე დონეზე (რაც შედარებით უფრო გვიანი დროის ტექსტებში ფიქსირდება), ამ დაპირისპირებაში აისახა კონფლიქტი ორ მემკვიდრეს შორის, რომლებიც მამის მემკვიდრეობის გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაძლოა ასევე, რომ ამ ისტორიის შექმნას ბიძგი მისცა შვილის ბრძოლამ მამის მემკვიდრეობისათვის გარდაცვლილი მამის ძმის წინააღმდეგ. ოსირისი გამოისახებოდა ანთროპომორფულად, მუმიის სახით, თავზე ატეფ-გვირგვინით, რომელსაც ორი ბუმბული ამშვენებდა. მისი სხეული შეფერილი იყო ან მწვანედ, რომელიც განალების ფერად ითვლებოდა, ან შავად, რაც ნილოსის ნაყოფიერ მიწასთან კავშირზე მიუთითებდა. ხელში ჩვეულებრივ მათრახი და კაუჭის ფორმის კვერთხი ეკავა.