ალექსანდრე II (კახეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Levan da aleqsandre.jpg|thumb|250პქ|ლევან და ალექსანდრე მეფეები. <br />
 
[[ფაილი:Levan da aleqsandre.jpg|thumb|250პქ|ლევან და ალექსანდრე მეფეები. <br />
 
ათონის წმინდა მთის ფილოთეოს მონასტრის სატრაპეზოს ფრესკა]]
 
ათონის წმინდა მთის ფილოთეოს მონასტრის სატრაპეზოს ფრესკა]]
'''ალექსანდრე II'''  - (1527-1605), [[კახეთი]]ს მეფე (1574-1605), ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრე II-ეს ბრძოლა მოუხდა თავის ძმისშვილებთან, რომლრებიც ტახტს ეცილებოდნენ. ალექსანდრე II-ემ მოახერხა პრეტენდენტების დამარცხება და ტახტზე ასვლა. გამეფების შემდეგ იგი აგრძელებდა [[კახეთი]]ს მეფეების ტრადიციულ პოლიტიკასა და მშვიდობას ინარჩუნებდა სამეფოში. მის დროს კახეთი ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ მდიდარ სამეფოს წარმოადგენდა.  
+
'''ალექსანდრე II'''  - (1527-1605), [[კახეთი]]ს მეფე (1574-1605), [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევან]] მეფისა და თინათინ დედოფლის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრე II-ეს ბრძოლა მოუხდა თავის ძმისშვილებთან, რომლრებიც ტახტს ეცილებოდნენ. ალექსანდრე II-ემ მოახერხა პრეტენდენტების დამარცხება და ტახტზე ასვლა. გამეფების შემდეგ იგი აგრძელებდა [[კახეთი]]ს მეფეების ტრადიციულ პოლიტიკასა და მშვიდობას ინარჩუნებდა სამეფოში. მის დროს კახეთი ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ მდიდარ სამეფოს წარმოადგენდა.  
  
1578 წ. 9 აგვისტოს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები. ამის შემდეგ ოსმალთა [[სარდალი|სარდალმა]] მუსტაფა ლალა-ფაშამ გეზი [[საქართველო]]სკენ აიღო, გამოიარა ახალციხე, [[თბილისი]] და კახეთს მოადგა. სართიჭალაში მას ალექსანდრე II მიეგება, მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიური ხარკი იკისრა. ოსმალებმა მიიღეს კახეთის მეფის პირობა და შაქის დაპყრობა დაავალეს. ალექსანდრე II-ემ მართლაც გაილაშქრა შაქზე და იქ მმართველად თავისი ძე ერეკლე დატოვა.  
+
1578 წ. 9 აგვისტოს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები. ამის შემდეგ ოსმალთა [[სარდალი|სარდალმა]] მუსტაფა ლალა-ფაშამ გეზი [[საქართველო]]სკენ აიღო, გამოიარა [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხე]], [[თბილისი]] და კახეთს მოადგა. [[სართიჭალა]]ში მას ალექსანდრე II მიეგება, მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიური ხარკი იკისრა. ოსმალებმა მიიღეს კახეთის მეფის პირობა და შაქის დაპყრობა დაავალეს. ალექსანდრე II-ემ მართლაც გაილაშქრა შაქზე და იქ მმართველად თავისი ძე ერეკლე დატოვა.  
  
1585 წ. კახეთში [[რუსეთი]]ს მეფის ელჩი, დანილოვი, ჩამოვიდა და თევდორე მეფის [[სიგელი (საბუთი)|სიგელი]] ჩამოიტანა. რუსეთის მეფე მფარველობასა და მეგობრობას სთავაზობდა კახეთის მეფეს. 1586 წ. ალექსანდრე II-ის ელჩები – იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ხურშიტა ჩერქეზი – უკვე თევდორე ივანეს ძესთან იყვნენ. დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად 1587 წ. 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“. ამ ხელშეკრულებით რუსეთი თავის მფარველობაში იღებდა კახეთის სამეფოს და გარეშე მტრისაგან დაცვას ჰპირდებოდა. ორი წლის შემდეგ კახეთის მეფემ თევდორესაგან „წყალობის სიგელი“ მიიღო. ამ დოკუმენტით რუსეთის მეფე ადასტურებდა „ფიცის წიგნით“ განსაზღვრულ პირობებს.  
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
ალექსანდრე  II ცდილობდა [[კავკასია|კავკასიის]] დაუფლებისათვის მებრძოლ სამივე სახელმწიფოსთან – რუსეთთან, [[ირანი|ირანთან]], [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთთან]] – მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას. კახეთი ფაქტობრივად სამივეს ვასალობას აღიარებდა. XVI საუკუნის ბოლოსთვის ეს პოლიტიკა თითქოს ამართლებდა – სხვა ქართულ სამეფოებისაგან განსხვავებით, კახეთი აღმავლობას განიცდიდა. ალექსანდრე  II-ს 15000 მოლაშქრე ჰყავდა, საჭიროების შემთხვევაში ორჯერ მეტის გამოყვანა შეეძლო, მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა – მამის ავადმყოფობით ისარგებლა ბატონიშვილმა დავითმა და ფაქტობრივად მეფობა მიიტაცა. ალექსანდრე  II იძულებული გახდა, [[ბერი|ბერად]] აღკვეცილიყო. მან მხოლოდ შვილის გარდაცვალების შემდეგ, 1602 წ., დაიბრუნა ტახტი.  
 
1603 წ. დიდი მზადების მერე შაჰ-აბასმა ოსმალეთს ომი დაუწყო და ერევნის ციხეს [[ალყა]] შემოარტყა. მან თავისთან დაიბარა ალექსანდრე  II. კახეთის მეფე არ ჩქარობდა ხლებოდა შაჰს და მხოლოდ 1604 წ. აპრილში გამოცხადდა მასთან. ერევნის აღების შემდეგ შაჰმა ალექსანდრე  II-ს ჯამაგირი დაუნიშნა (მადლობის ნიშნად [[ომი|ომში]] დახმარებისათვის) ალექსანდრე  II-ს არყოფნისას კახეთს მისი ძე, გიორგი განაგებდა. ის რუსეთის ელჩებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა. შაჰმა ალექსანდრე  II თან წაიყვანა ირანში, რათა, ერთი მხრივ, რუსეთის ელჩებთან შეხვედრის საშუალება მოესპო და, მეორე მხრივ, თავისთან ჰყოლოდა კახეთის ურჩი მეფე. მხოლოდ 1605 წ. დააბრუნა აბასმა ალექსანდრე  II კახეთში და თან მისი გამაჰმადიანებული ძე, კონსტანტინე გამოაყოლა. შაჰის დავალებით ალექსანდრე  II-ს შირვანში უნდა ელაშქრა, გამარჯვების შემთხვევაში ამ მხარის მმართველი კონსტანტინე უნდა გამხდარიყო. მაგრამ კახეთის მეფე არ ჩქარობდა, ამავე დროს რუსებმა შამხალზე დაიწყეს შეტევა და ალექსანდრე II მოვლენათა განვითარებას ელოდა. ამჯერად კახეთის მეფეს არ გაუმართლა. 1605 წ. 12 მარტს კონსტანტინემ შაჰის საიდუმლო ბრძანება აღასრულა – ყიზილბაშებს ღალატით მოაკვლევინა მამა და ძმა.  
+
1603 წ. დიდი მზადების მერე შაჰ-აბასმა ოსმალეთს [[ომი]] დაუწყო და ერევნის ციხეს [[ალყა]] შემოარტყა. მან თავისთან დაიბარა ალექსანდრე  II. კახეთის მეფე არ ჩქარობდა ხლებოდა შაჰს და მხოლოდ 1604 წ. აპრილში გამოცხადდა მასთან. ერევნის აღების შემდეგ შაჰმა ალექსანდრე  II-ს ჯამაგირი დაუნიშნა (მადლობის ნიშნად [[ომი|ომში]] დახმარებისათვის) ალექსანდრე  II-ს არყოფნისას კახეთს მისი ძე, გიორგი განაგებდა. ის რუსეთის ელჩებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა. შაჰმა ალექსანდრე  II თან წაიყვანა ირანში, რათა, ერთი მხრივ, რუსეთის ელჩებთან შეხვედრის საშუალება მოესპო და, მეორე მხრივ, თავისთან ჰყოლოდა კახეთის ურჩი მეფე. მხოლოდ 1605 წ. დააბრუნა აბასმა ალექსანდრე  II კახეთში და თან მისი გამაჰმადიანებული ძე, კონსტანტინე გამოაყოლა. შაჰის დავალებით ალექსანდრე  II-ს შირვანში უნდა ელაშქრა, გამარჯვების შემთხვევაში ამ მხარის მმართველი კონსტანტინე უნდა გამხდარიყო. მაგრამ კახეთის მეფე არ ჩქარობდა, ამავე დროს რუსებმა შამხალზე დაიწყეს შეტევა და ალექსანდრე II მოვლენათა განვითარებას ელოდა. ამჯერად კახეთის მეფეს არ გაუმართლა. 1605 წ. 12 მარტს კონსტანტინემ შაჰის საიდუმლო ბრძანება აღასრულა – ყიზილბაშებს ღალატით მოაკვლევინა მამა და ძმა.  
  
ალექსანდრე  II ზრუნავდა კახეთის ეკლესია-მონასტრების აღდგენა-გამშვენიერებაზე. ალექსანდრე  II-ის ძმა, ბატონიშვილი წმ. ნიკოლოზ VIII, 1584-1589 წწ. საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] იყო. ალექსანდრე  II მხარს უჭერდა ძმის პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო [[მცხეთა|მცხეთის]] საპატრიარქო მამულების გამრავლება-გაფართოებისკენ. 1589 წ. ალექსანდრე  II-მ მცხეთის [[სვეტიცხოვლის კომპლექსი|სვეტიცხოველს]] დაუბრუნა დროებით ჩამორთმეული მამული – სოფლები: ვეძისხევი, ფაშაანი, ხევთუბანი და გორგაანი. ამავე წელს ალექსანდრე  II-მ განაახლა და დაამტკიცა კახეთში სვეტიცხოვლისათვის ძველად შეწირული მამულების ვრცელი სიგელი.  
 
ხაზი 24: ხაზი 24:
  
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
 
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
 
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]

მიმდინარე ცვლილება 21:04, 27 ივნისი 2024 მდგომარეობით

ლევან და ალექსანდრე მეფეები.
ათონის წმინდა მთის ფილოთეოს მონასტრის სატრაპეზოს ფრესკა

ალექსანდრე II - (1527-1605), კახეთის მეფე (1574-1605), ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრე II-ეს ბრძოლა მოუხდა თავის ძმისშვილებთან, რომლრებიც ტახტს ეცილებოდნენ. ალექსანდრე II-ემ მოახერხა პრეტენდენტების დამარცხება და ტახტზე ასვლა. გამეფების შემდეგ იგი აგრძელებდა კახეთის მეფეების ტრადიციულ პოლიტიკასა და მშვიდობას ინარჩუნებდა სამეფოში. მის დროს კახეთი ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ მდიდარ სამეფოს წარმოადგენდა.

1578 წ. 9 აგვისტოს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები. ამის შემდეგ ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა-ფაშამ გეზი საქართველოსკენ აიღო, გამოიარა ახალციხე, თბილისი და კახეთს მოადგა. სართიჭალაში მას ალექსანდრე II მიეგება, მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიური ხარკი იკისრა. ოსმალებმა მიიღეს კახეთის მეფის პირობა და შაქის დაპყრობა დაავალეს. ალექსანდრე II-ემ მართლაც გაილაშქრა შაქზე და იქ მმართველად თავისი ძე ერეკლე დატოვა.

1585 წ. კახეთში რუსეთის მეფის ელჩი, დანილოვი, ჩამოვიდა და თევდორე მეფის სიგელი ჩამოიტანა. რუსეთის მეფე მფარველობასა და მეგობრობას სთავაზობდა კახეთის მეფეს. 1586 წ. ალექსანდრე II-ის ელჩები – იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ხურშიტა ჩერქეზი – უკვე თევდორე ივანეს ძესთან იყვნენ. დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად 1587 წ. 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“. ამ ხელშეკრულებით რუსეთი თავის მფარველობაში იღებდა კახეთის სამეფოს და გარეშე მტრისაგან დაცვას ჰპირდებოდა. ორი წლის შემდეგ კახეთის მეფემ თევდორესაგან „წყალობის სიგელი“ მიიღო. ამ დოკუმენტით რუსეთის მეფე ადასტურებდა „ფიცის წიგნით“ განსაზღვრულ პირობებს.

ალექსანდრე II ცდილობდა კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სამივე სახელმწიფოსთან – რუსეთთან, ირანთან, ოსმალეთთან – მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას. კახეთი ფაქტობრივად სამივეს ვასალობას აღიარებდა. XVI საუკუნის ბოლოსთვის ეს პოლიტიკა თითქოს ამართლებდა – სხვა ქართულ სამეფოებისაგან განსხვავებით, კახეთი აღმავლობას განიცდიდა. ალექსანდრე II-ს 15000 მოლაშქრე ჰყავდა, საჭიროების შემთხვევაში ორჯერ მეტის გამოყვანა შეეძლო, მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა – მამის ავადმყოფობით ისარგებლა ბატონიშვილმა დავითმა და ფაქტობრივად მეფობა მიიტაცა. ალექსანდრე II იძულებული გახდა, ბერად აღკვეცილიყო. მან მხოლოდ შვილის გარდაცვალების შემდეგ, 1602 წ., დაიბრუნა ტახტი.

1603 წ. დიდი მზადების მერე შაჰ-აბასმა ოსმალეთს ომი დაუწყო და ერევნის ციხეს ალყა შემოარტყა. მან თავისთან დაიბარა ალექსანდრე II. კახეთის მეფე არ ჩქარობდა ხლებოდა შაჰს და მხოლოდ 1604 წ. აპრილში გამოცხადდა მასთან. ერევნის აღების შემდეგ შაჰმა ალექსანდრე II-ს ჯამაგირი დაუნიშნა (მადლობის ნიშნად ომში დახმარებისათვის) ალექსანდრე II-ს არყოფნისას კახეთს მისი ძე, გიორგი განაგებდა. ის რუსეთის ელჩებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა. შაჰმა ალექსანდრე II თან წაიყვანა ირანში, რათა, ერთი მხრივ, რუსეთის ელჩებთან შეხვედრის საშუალება მოესპო და, მეორე მხრივ, თავისთან ჰყოლოდა კახეთის ურჩი მეფე. მხოლოდ 1605 წ. დააბრუნა აბასმა ალექსანდრე II კახეთში და თან მისი გამაჰმადიანებული ძე, კონსტანტინე გამოაყოლა. შაჰის დავალებით ალექსანდრე II-ს შირვანში უნდა ელაშქრა, გამარჯვების შემთხვევაში ამ მხარის მმართველი კონსტანტინე უნდა გამხდარიყო. მაგრამ კახეთის მეფე არ ჩქარობდა, ამავე დროს რუსებმა შამხალზე დაიწყეს შეტევა და ალექსანდრე II მოვლენათა განვითარებას ელოდა. ამჯერად კახეთის მეფეს არ გაუმართლა. 1605 წ. 12 მარტს კონსტანტინემ შაჰის საიდუმლო ბრძანება აღასრულა – ყიზილბაშებს ღალატით მოაკვლევინა მამა და ძმა.

ალექსანდრე II ზრუნავდა კახეთის ეკლესია-მონასტრების აღდგენა-გამშვენიერებაზე. ალექსანდრე II-ის ძმა, ბატონიშვილი წმ. ნიკოლოზ VIII, 1584-1589 წწ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. ალექსანდრე II მხარს უჭერდა ძმის პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო მცხეთის საპატრიარქო მამულების გამრავლება-გაფართოებისკენ. 1589 წ. ალექსანდრე II-მ მცხეთის სვეტიცხოველს დაუბრუნა დროებით ჩამორთმეული მამული – სოფლები: ვეძისხევი, ფაშაანი, ხევთუბანი და გორგაანი. ამავე წელს ალექსანდრე II-მ განაახლა და დაამტკიცა კახეთში სვეტიცხოვლისათვის ძველად შეწირული მამულების ვრცელი სიგელი.

მ. ბახტაძე

Logo1.JPG ალექსანდრე II მრავალმნიშვნელოვანი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები