სოლომონ ბრძენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სოლომონ ბრძენი''' - ''(''ძვ. ებრ.'' שְׁלֹמֹה‎, „შოლომო"'' - მშვიდობის მოყვარე. დავით წინასწარმეტყველისა და ბერსაბეს ვაჟი, [[ებრაელები|ებრაელთა]] სახელმწიფოს მესამე მეფე. [[დავითი|დავით მეფემ]] თავის სიცოცხლეშივე აკურთხა სოლომონი მეფედ. მეფედ კურთხევის შემდეგ სოლომონი წავიდა გაბაონს და მოსეს მოძრავ ტაძარში ღმერთს შესწირა ათასი ყოვლად დასაწველი მსხვერპლი. ძილში ღმერთი გამოეცხადა და უთხრა:  „მთხოვე, რა მოგცე შენ“ - სოლომონმა მიუგო: „უფალო, მომეცი მე სიბრძნე, მოგცემ ისეთ სიბრძნეს, რომ შენი მსგავსი ბრძენი არც ყოფილიყოს და არც იქმნეს. გარდა ამისა, მე მოგცემ სიმდიდრეს და დიდებას, რომელიც შენ არ გითხოვია და თუ შენ ისე აღასრულებ ჩემს ბრძანებას, როგორც დავითი ასრულებდა, დიდხანს იცოცხლებო.
+
[[ფაილი:Mefe solomoni rafaeli.jpg|thumb|200პქ|რაფაელი, სოლომონ მეფე]]
 +
'''სოლომონ ბრძენი''' - ''(''ძვ. ებრ.'' שְׁלֹמֹה‎, „შოლომო"'' - მშვიდობის მოყვარე. ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე ლეგენდარული მეფე დაახლ. ძვ.წ. 965-928 წლებში. [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] წიგნების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ბრძენი მეფე. მის მეფობას უკავშირდება [[ისრაელის სამეფო|ისრაელის სამეფოს]] აყვავების ხანა. [[ბიბლია|ბიბლიის]] მიხედვით სოლომონმა შექმნა ისეთი დიდებული წიგნები, როგორებიცაა „[[ეკლესიასტე]]“, „ქებათა ქება სოლომონისა“ და სხვა მრავალი ფსალმუნი და სიმღერა. სოლომონის მეფობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მან ააშენა [[იერუსალიმის ტაძარი|უფლის ტაძარი იერუსალიმში]], [[იუდაიზმი|იუდაიზმის]] მთავარი [[შუქურა]]. ბრძენი მეფე 37 წელი განაგებდა [[ისრაელი|ისრაელის]] ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს.
 +
 +
სოლომონი ისრაელის უდიდესი მეფის და წინასწარმეტყველის, [[დავით წინასწარმეტყველი|დავითის]] და ბერსაბეს შვილი იყო. ბიბლიის მიხედვით უფლის ნებით დავითმა თავისი ვაჟებიდან სწორედ სოლომონი ამოირჩია ტახტის მემკვიდრედ.
  
სოლომონმა სიბრძნე მალე გამოიჩინა: იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ მასთან მივიდა ორი დედაკაცი, ერთს ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვს ორივე ითვისებდა და მოწმე არც ერთს არ ჰყავდა. სოლომონმა ბრძანა: „მომიტანეთ მე ხრმალი“. სოლომონს მოართვეს ხმალი. მან ბრძანა: „გაჭერით ცოცხალი ბავშვი შუაზე: ნახევარი ერთს მიეცით, ნახევარი მეორეს“. ნამდვილ დედას გული აუდუღდა და მეფეს მოახსენა: „ხელმწიფეო! ოღონდაც ნუ მოკლავ და მას ჰყავდეს“ მეორე იძახოდა: გაჭერით, არც მე მეყოლება და არც მას“. მაშინ სოლომონმა ბრძანა: „მიეცით ცოცხალი ბავშვი მას, რომელსაც არ უნდა მისი სიკვდილი, იგი არს დედა მისი“. სოლომონის ასეთი მსაჯულობა გაიგო ყოველმა ებრაელმა და მიხვდნენ რომ მასში არის სიბრძნე ღმრთისა.  
+
მეფე სოლომონის შესახებ ისტორიას ბევრი ზუსტი ცნობა არ დაუტოვებია. მის შესახებ ცნობებს ბიბლია და რამდენიმე უფრო უმნიშვნელო დოკუმენტი იძლევა.  
  
გამეფების შემდგომ, მეოთხე წელიწადს სოლომონმა დაიწყო ტაძრის შენება იერუსალიმში და შვიდ წელიწადნახევარში ააშენა. შიგნით ტაძარი განიყოფებოდა ორ ნაწილად: წმიდათად და წმიდათაწმიდად, ისინი იყვნენ გაყოფილი ოქროთი შეჭედილი ნაძვის ფიცრებით. წმიდათაწმიდაში იდგა ზეთისხილის ხისგან ნაკვეთი, ოქროთი მოჭედილი ორი ქერუბიმის გამოსახულება. ერთი ფრთა ერთი ქერუბიმისა უწევდა კედლამდე, ხოლო მეორე ფრთა მეორე ქერუბიმისა - მეორე კედლამდე, ხოლო მეორე ფრთები ორივე ქერუბიმისა ერთმანეთს უერთდებოდა წმიდათაწმიდას შუა ადგილზე.  ყოველივე კუთვნილება ტაძრისა იყო ოქროთი მოჭედილი, და ზოგიერთი ნივთი (სასანთლეები, ტაბლები და სხვა), იყო ოქროსი. ტაძარს ჰქონდა დიდი ეზო მაღალი ქვიტკირის გალავნით შემოვლებული. როცა დასრულდა ტაძრის შენება იერუსალიმში, ტაძრის კურთხევაზე დასასწრებად სოლომონმა მოიპატიჟა ისრაელის ყველა ტომის მოხუცებული და აურაცხელი ხალხი. აღთქმის კიდობანი გადაიტანეს დიდი დღესასწაულით, აურაცხელი მსხვერპლის შეწირვით, გალობითა და მუსიკით დავითის მოძრავი ტაძრიდან ახლად აშენებულ ტაძარში და დაგეს წმიდათაწმიდაში. ტაძრის კურთხევის დროს დიდება ღმრთისა ნათელი ღრუბლის სახით გადმოვიდა და აღავსო ტაძარი ისე, რომ მღვდლებმა შეწყვიტეს ღმრთისმსახურება, გალობა და მუსიკა, და ტაძარში შეიქმნა დიდი მყუდროება. ამ დროის სოლომონმა დაიჩოქა, აღაპყრო ზეცას ხელები და შეევედრა ღმერთს, რომ შეესმინა არა მარტო ისრაელთა, არამედ ამ ტაძარში ყველა მლოცველის ვედრება. სოლომონის ლოცვის დამთავრების შემდგომ ჩამოვარდა ზეციდგან  ცეცხლი და დაწვა ყოვლად დასაწველი მსხვერპლი. ღამე, ძილის დროს, სოლომონს ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ის აღასრულებს სოლომონის თხოვნას, თუ თვითონ სოლომონი და ხალხი აღასრულებენ ღმრთის ნებას; ხოლო თუ ხალხი დაივიწყებს ღმერთს, მაშინ ღმერთი განაგდებს ისრაელიანებს ამ ქვეყნიდან, რომელიც მისცა და თვით ტაძარსაც არ შეიწყნარებს.  
+
სოლომონის მეფობა მისი ძმის, ადონიას [[აჯანყება|აჯანყებით]] იწყება. მაშინ ჯერ კიდევ მოხუცი დავითი მართავდა სამეფოს, ხოლო სოლომონი ტახტის მემკვიდრედ იყო გამოცხადებული. დავითის უფროსი ვაჟი, ადონია ვერ ეგუებოდა სოლომონის სამეფოს მომავალ მეფედ დანიშვნას, ამიტომ გადაწყვიტა ამბოხება დაეწყო მის წინააღმდეგ. როდესაც დაეითმა ეს შეიტყო, მან მაშინვე მეფედ აკურთხა სოლომონი. ადონია შეშინდა, გაიქცა და დაიმალა, თუმცა სოლომონმა ის შეიწყალა და უკან დააბრუნა. ამის შემდეგ სოლომონმა დასაჯა სხვა აჯანყებულები.  
  
სოლომონმა სამეფოს საზღვრებზე ააშენა ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. ვაჭრობის გასაძლიერებლად შავ ზღვაში ააგებინა ხომალდი. სოლომონმა იმეფა 40 წელიწადს და არავის მის წინააღმდეგ ომი არ გამოუცხადებია.
+
ბიბლიის მიხედვით ახლად გამეფებულ სოლომონს უფალი გამოეცხადა და უთხრა, რომ ეთხოვა ნებისმიერი რამ და აუცილებლად შეუსრულებდა. სოლომონმა სიბრძნე სთხოვა. მართლაც მას ებოძა საოცარი სიბრძნე და იქცა მაშინდელი მსოფლიოს უბრძენეს ადამიანად. ბიბლიური მეფეთა ტექსტის მიხედვით ცნობილია, რომ მეფემ იცოდა, რომ უფალმა მეფობა მას იმ პირობით მისცა, თუ მის სიყვარულს და რწმენას შეინარჩუნებდა. ამიტომ ცდილობდა ყოველთვის ბრძნულად და [[მოსე|მოსეს]] რჯულის მიხედვით ემოქმედა.  
  
სოლომონი ბრძენი და დიდებული მეფე იყო, მაგრამ ისიც ჩავარდა ცოდვაში: მან ცოლად შეირთო კერპთთაყვანისმცემელთა ქალები და აღუშენა მათ ბომონი (კერპების ტაძარი) და მცირეოდენად თვითონაც დაიწყო კერპთმსახურება. ამიტომ ღმერთმა უბრძანა მას: „ვინაიდან იქმნა ესე შენ მიერ და არ დაიცევ მცნებანი ჩემნი, შენს სამეფოს უმეტეს ნაწილს მივცემ მონასა შენსა“. ამ სიტყვების შემდეგ სოლომონმა დაკარგა ბედნიერება. ხარკის მომატების გამო სამეფოში აღმოჩნდა ბევრი უკმაყოფილო. ამ  ხალხის მეთაური გახდა იერობოამი - ეფრემის ტომისაგან.
+
სოლომონმა სიბრძნე მალე გამოიჩინა: იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ მასთან მივიდა ორი დედაკაცი, ერთს ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვს ორივე ითვისებდა და მოწმე არც ერთს არ ჰყავდა.  
  
ბოლოს სოლომონმა იგრძნო თავისი შეცდომა და მიიქცა ღმრთისადმი სინანულით. მან დაწერა წიგნი ეკლესიასტე, რომელშიაც ამბობს, რომ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე არის ამაო და დაუდგრომელი, მხოლოდ შიში უფლისა და ღმრთის მცნებათა აღსრულება შეადგენს უმთავრეს და უმაღლეს ბედნიერებასა და სიკეთეს, რომელიც დაამშვიდებს და მოასვენებს კაცის სულს. სოლომონმა დაწერა კიდევ საღმრთო წერილის ორი წიგნი: 1. იგავნი სოლომონისანი, რომელიც შეიცავს ბრძნულ დარიგებას ღმრთის შიშზე, ბოროტებისა და ბიწიერების უარყოფაზე, კაცთა ყოფა-ქცევაზე და ბედზე; 2. ქებათა-ქება.
+
თავისი მეფობის დასაწყისშივე სოლომონმა შექმნა სამეფო კარი:  
  
გადმოცემით სოლომონ ბრძენის შთამომავლობამ ეთიოპიაში ებრაელთა საზოგადოება დააარსა, რომელიც ერთ-ერთი ებრაული ტრადიციით აღთქმის კიდობნის მცველია. კიდობანი დაიკარგა ბაბილონელების მიერ სოლომონის პირველი ტაძრის დანგრევის შემდეგ (პირველი ტაძარი ააშენა სოლომონ ბრძენმა ძვ. წთ. აღ. 586 წ., დაანგრიეს ბაბილონელებმა ძვ. წთ. აღ. 586 წ., ხოლო მეორე ტაძარი ებრაელებმა ააგეს ძვ.წ.აღრ. 516 წ.)
+
* '''უმაღლესი მღვდელმთავრები''': სადოკი, აბიათარი და აზარია; 
 +
* '''ჯარის უმაღლესი [[მხედართმთავარი]]''': ბანეა; 
 +
* '''სახელმწიფო ხაზინის მთავარი ხაზინდარი და გადასახადების ამკრეფი''': ადონირა; 
 +
* '''სასახლის კარის მთავარი მწერალი''': იოსაფატი; 
 +
* '''მწერლები''': ელიქორეთი და ახია; 
 +
* '''სამეფო ადმინისტრაციის უფროსი''': ახიასარი;
 +
*  '''ადგილობრივ მმართველთა უფროსი''': აზარია;
 +
* '''12 მმართველი''': ბენ-ჰური, ბენ-დეკერი, ბენ-ჰესედი, ბენ-აბინადაბი, ბაანა ახილუდას ძე, ბენ-გევერი, ახინადაბი, ახიმაასი, ბაანა სუშაის ძე, იოსაფატი, შიმეი და გევერი.  
  
 +
სოლომონს იმპერიული ზრახვები ჰქონდა და მან [[ისრაელის სამეფო (ერთიანი)|ისრაელ-იუდეის გაერთიანებული სამეფო]] ნამდვილ იმპერიად აქცია. ამ სამეფოს დიდი ტერიტორია ეკავა ახლო აღმოსავლეთში და იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი [[სამხედრო ძალა]] ჰყავდა. სოლომონმა მოახდინა [[საბა (სახელმწიფო)|საბას]], ნაბატეელთა [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] შემოერთება და საამისოდ რელიგიური მიზეზიც ეყო, რომლის უკან პოლიტიკური განზრახვები იმალებოდა.
  
 +
საბას დაპყრობა ასე მოხდა: სოლომონმა იცოდა, რომ ნაბატეველები თაყვანს სცემდნენ მზის ღვთაებას, ამიტომ გადაწყვიტა ისინი თავის [[რელიგია|რელიგიაზე]] მოექცია. ამისათვის მან [[საბას სამეფოს დედოფალი|საბას დედოფალს]], ბილკისს (ნაბატეველებს დედოფალი მართავდათ) მიმართა. საბას უხუცესთა საბჭომ ეს [[ომის გამოცხადება|ომის გამოცხადებად]] ჩათვალა და [[ომი|ომში]] ჩართვა მოითხოვა, მაგრამ დედოფალმა ბილკისმა გადაწყვიტა სოლომონთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. საბას ელჩმა სოლომონს ძღვენი მიართვა, მაგრამ მეფემ უარი განაცხადა საჩუქრებზე და ისევ გაიმეორა თავისი სურვილი ნაბატეველთა იუდაიზმზე მოქცევის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა საბას ელჩს, რომ ძალით შეასრულებდა თავის მიზანს. შემდეგ მეფესთან მოსალაპარაკებლად საბას დედოფალი გაეშურა, რომელიც უბრალოდ გამოეწყო და ყველანაირი სამეფო რეგალია მოიხსნა. მეფე სოლომონის მოხერხებულმა მსტოვრებმა იპოვეს დედოფლის გვირგვინი და როდესაც ის მეფესთან შევიდა მოსალაპარაკებლად სოლომონმა თავისი ხელით გაუწოდა მას მისივე [[დიადემა]]. დამცირებულმა დედოფალმა თავისი სამეფოს რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადა და საბა ისრაელს შეუერთა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად საბას დედოფალი მშვენიერი ქალი ყოფილა და სოლომონს ის ცოლად შეურთავს.
  
 +
სოლომონს მიეწერება ებრაელთა და ეგვიპტელთა ხუთსაუკუნოვანი უთანხმოების მოგვარება. მან პირველ ცოლად შეირთო [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] ფარაონის ასული და ამით [[მეომარი მხარე (საერთაშორისო სამართალში)|მეომარი მხარეები]] შეარიგა.
  
== წყარო ==
+
ბიბლიის მიხედვით სოლომონს ბევრი ცოლები ჰყავდა, რომელთა შორის ზოგი უცხოელიც იყო. უცხოელი ცოლები თავიანთ რელიგიაზე რჩებოდნენ, ამიტომ სოლომონმა ზოგი მათგანისათვის წარმართული სალოცავები ააგო და მსხვერპლის შეწირვის ნება მისცა, რის გამოც ებრაელი წინასწარმეტყველების თქმით უფალმა [[ისრაელის სამეფო|ისრაელის სამეფოს]] სასჯელი მოუვლინა, მხოლოდ სოლომონის მეფობის შემდეგ, რადგან ბიბლიის მიხედვით უფალი მეფეს მისი მმართველობის განმავლობაში მშეიდობას შეპირდა.
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
 
[[კატეგორია:რელიგია]]
+
სოლომონის მეფობისას დასასრულისათვის ისრაელს აუჯანყდნენ [[ედომი|ედომელები]] და [[არამელები]], ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელის სამეფო ორად გაიყო.
[[კატეგორია:ებრაელთა სახელმწიფოს მეფეები]]
+
 
 +
 
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 +
[[კატეგორია:ბიბლიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ძველი აღთქმის პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ისრაელის მეფეები]]
 +
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]
 +
[[კატეგორია:მეფეები ბიბლიაში]]
 +
[[კატეგორია:ისრაელის სამეფოს სამხედრო მოღვაწეები]]

მიმდინარე ცვლილება 01:51, 16 ივნისი 2024 მდგომარეობით

რაფაელი, სოლომონ მეფე

სოლომონ ბრძენი - (ძვ. ებრ. שְׁלֹמֹה‎, „შოლომო" - მშვიდობის მოყვარე. ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე ლეგენდარული მეფე დაახლ. ძვ.წ. 965-928 წლებში. ძველი აღთქმის წიგნების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ბრძენი მეფე. მის მეფობას უკავშირდება ისრაელის სამეფოს აყვავების ხანა. ბიბლიის მიხედვით სოლომონმა შექმნა ისეთი დიდებული წიგნები, როგორებიცაა „ეკლესიასტე“, „ქებათა ქება სოლომონისა“ და სხვა მრავალი ფსალმუნი და სიმღერა. სოლომონის მეფობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მან ააშენა უფლის ტაძარი იერუსალიმში, იუდაიზმის მთავარი შუქურა. ბრძენი მეფე 37 წელი განაგებდა ისრაელის ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს.

სოლომონი ისრაელის უდიდესი მეფის და წინასწარმეტყველის, დავითის და ბერსაბეს შვილი იყო. ბიბლიის მიხედვით უფლის ნებით დავითმა თავისი ვაჟებიდან სწორედ სოლომონი ამოირჩია ტახტის მემკვიდრედ.

მეფე სოლომონის შესახებ ისტორიას ბევრი ზუსტი ცნობა არ დაუტოვებია. მის შესახებ ცნობებს ბიბლია და რამდენიმე უფრო უმნიშვნელო დოკუმენტი იძლევა.

სოლომონის მეფობა მისი ძმის, ადონიას აჯანყებით იწყება. მაშინ ჯერ კიდევ მოხუცი დავითი მართავდა სამეფოს, ხოლო სოლომონი ტახტის მემკვიდრედ იყო გამოცხადებული. დავითის უფროსი ვაჟი, ადონია ვერ ეგუებოდა სოლომონის სამეფოს მომავალ მეფედ დანიშვნას, ამიტომ გადაწყვიტა ამბოხება დაეწყო მის წინააღმდეგ. როდესაც დაეითმა ეს შეიტყო, მან მაშინვე მეფედ აკურთხა სოლომონი. ადონია შეშინდა, გაიქცა და დაიმალა, თუმცა სოლომონმა ის შეიწყალა და უკან დააბრუნა. ამის შემდეგ სოლომონმა დასაჯა სხვა აჯანყებულები.

ბიბლიის მიხედვით ახლად გამეფებულ სოლომონს უფალი გამოეცხადა და უთხრა, რომ ეთხოვა ნებისმიერი რამ და აუცილებლად შეუსრულებდა. სოლომონმა სიბრძნე სთხოვა. მართლაც მას ებოძა საოცარი სიბრძნე და იქცა მაშინდელი მსოფლიოს უბრძენეს ადამიანად. ბიბლიური მეფეთა ტექსტის მიხედვით ცნობილია, რომ მეფემ იცოდა, რომ უფალმა მეფობა მას იმ პირობით მისცა, თუ მის სიყვარულს და რწმენას შეინარჩუნებდა. ამიტომ ცდილობდა ყოველთვის ბრძნულად და მოსეს რჯულის მიხედვით ემოქმედა.

სოლომონმა სიბრძნე მალე გამოიჩინა: იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ მასთან მივიდა ორი დედაკაცი, ერთს ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვს ორივე ითვისებდა და მოწმე არც ერთს არ ჰყავდა.

თავისი მეფობის დასაწყისშივე სოლომონმა შექმნა სამეფო კარი:

  • უმაღლესი მღვდელმთავრები: სადოკი, აბიათარი და აზარია;
  • ჯარის უმაღლესი მხედართმთავარი: ბანეა;
  • სახელმწიფო ხაზინის მთავარი ხაზინდარი და გადასახადების ამკრეფი: ადონირა;
  • სასახლის კარის მთავარი მწერალი: იოსაფატი;
  • მწერლები: ელიქორეთი და ახია;
  • სამეფო ადმინისტრაციის უფროსი: ახიასარი;
  • ადგილობრივ მმართველთა უფროსი: აზარია;
  • 12 მმართველი: ბენ-ჰური, ბენ-დეკერი, ბენ-ჰესედი, ბენ-აბინადაბი, ბაანა ახილუდას ძე, ბენ-გევერი, ახინადაბი, ახიმაასი, ბაანა სუშაის ძე, იოსაფატი, შიმეი და გევერი.

სოლომონს იმპერიული ზრახვები ჰქონდა და მან ისრაელ-იუდეის გაერთიანებული სამეფო ნამდვილ იმპერიად აქცია. ამ სამეფოს დიდი ტერიტორია ეკავა ახლო აღმოსავლეთში და იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა ჰყავდა. სოლომონმა მოახდინა საბას, ნაბატეელთა სახელმწიფოს შემოერთება და საამისოდ რელიგიური მიზეზიც ეყო, რომლის უკან პოლიტიკური განზრახვები იმალებოდა.

საბას დაპყრობა ასე მოხდა: სოლომონმა იცოდა, რომ ნაბატეველები თაყვანს სცემდნენ მზის ღვთაებას, ამიტომ გადაწყვიტა ისინი თავის რელიგიაზე მოექცია. ამისათვის მან საბას დედოფალს, ბილკისს (ნაბატეველებს დედოფალი მართავდათ) მიმართა. საბას უხუცესთა საბჭომ ეს ომის გამოცხადებად ჩათვალა და ომში ჩართვა მოითხოვა, მაგრამ დედოფალმა ბილკისმა გადაწყვიტა სოლომონთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. საბას ელჩმა სოლომონს ძღვენი მიართვა, მაგრამ მეფემ უარი განაცხადა საჩუქრებზე და ისევ გაიმეორა თავისი სურვილი ნაბატეველთა იუდაიზმზე მოქცევის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა საბას ელჩს, რომ ძალით შეასრულებდა თავის მიზანს. შემდეგ მეფესთან მოსალაპარაკებლად საბას დედოფალი გაეშურა, რომელიც უბრალოდ გამოეწყო და ყველანაირი სამეფო რეგალია მოიხსნა. მეფე სოლომონის მოხერხებულმა მსტოვრებმა იპოვეს დედოფლის გვირგვინი და როდესაც ის მეფესთან შევიდა მოსალაპარაკებლად სოლომონმა თავისი ხელით გაუწოდა მას მისივე დიადემა. დამცირებულმა დედოფალმა თავისი სამეფოს რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადა და საბა ისრაელს შეუერთა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად საბას დედოფალი მშვენიერი ქალი ყოფილა და სოლომონს ის ცოლად შეურთავს.

სოლომონს მიეწერება ებრაელთა და ეგვიპტელთა ხუთსაუკუნოვანი უთანხმოების მოგვარება. მან პირველ ცოლად შეირთო ეგვიპტის ფარაონის ასული და ამით მეომარი მხარეები შეარიგა.

ბიბლიის მიხედვით სოლომონს ბევრი ცოლები ჰყავდა, რომელთა შორის ზოგი უცხოელიც იყო. უცხოელი ცოლები თავიანთ რელიგიაზე რჩებოდნენ, ამიტომ სოლომონმა ზოგი მათგანისათვის წარმართული სალოცავები ააგო და მსხვერპლის შეწირვის ნება მისცა, რის გამოც ებრაელი წინასწარმეტყველების თქმით უფალმა ისრაელის სამეფოს სასჯელი მოუვლინა, მხოლოდ სოლომონის მეფობის შემდეგ, რადგან ბიბლიის მიხედვით უფალი მეფეს მისი მმართველობის განმავლობაში მშეიდობას შეპირდა.

სოლომონის მეფობისას დასასრულისათვის ისრაელს აუჯანყდნენ ედომელები და არამელები, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელის სამეფო ორად გაიყო.


[რედაქტირება] წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები