ეკლესიასტე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკლესიასტე - (ბერძ.) მქადაგებელი, მომხმობელი. ძველი აღთქმის სიბრძნის წიგნი. ამ წიგნის ავტორი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავს სოლომონად, სრულყოფილ ბრძენად, წარმოაჩენს.
წიგნის თემა მის შესავალშია წარმოდგენილი: „რა უპირატესობა აქვს ადამიანს მთელი თავისი შრომისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს?“; ეკლესიასტეს წიგნში ცხოვრების ამაოების, უსამართლობისა და, უმთავრესად, იმედგაცრუებათა თემებია განხილული, მის 12 თავს დამაფიქრებელი, ანტიკომფორმისტული თეზისი აერთიანებს: „ყოველივე არის ამაოება, ყოველივე აირს hebel (ქროლვა)“.
ქრისტემდე დაახლოებით 250-200 წლებში შექმნილი ეს ნაწარმოები უეჭველად გამომწვევი ხასიათისაა და აუცილებელია მისი განმარტება ღმრთის სიტყვის განკაცების შუქზე, რომელიც ადამიანის მწუხარებას, ეჭვებს, შეკითხვებს საკუთარ თავზე იღებს.