მეომარი მხარე (საერთაშორისო სამართალში)
მეომარი მხარე – ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე, რომელიც ვალდებულია დაიცვას ომის დადგენილი კანონები და წეს-ჩვეულებები. სახელმწიფო მეომარ მხარედ განიხილება საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან საომარი მოქმედებების ფაქტობრივი დაწყების მომენტიდან.
მეომარი მხარე შეიძლება იყოს პოლიტიკური მოძრაობა, ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ეროვნული ან სოციალური განთავისუფლებისთვის, აგრეთვე სამოქალაქო ომის დროს ძალაუფლების მოპოვებისთვის (შენარჩუნებისთვის).
მეომარი მხარის ოფიციალური სტატუსი ამ პოლიტიკურ ძალებს ეძლევა მათი ხელმძღვანელი ორგანოების საერთაშორისო აღიარების შემდეგ, რაც პოლიტიკურ მოძრაობას (ორგანიზაციას) აძლევს შესაძლებლობას, დაამყაროს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან. მეომარი მხარის სტატუსი წარმოშობს მთელ რიგ იურდიულ შედეგებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.