კელენჯერიძე მელიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კელენჯერიძე მელიტონ“ გადაიტანა გვერდზე „მელიტონ კელენჯერიძე“)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მელიტონ კელენჯერიძე ''' – (1864-1942) – ქართველი პედაგოგი, ხალხური შემოქმედების შემკრები და მკვლევარი. დიდ ყურადღებას აქცევდა [[ზღაპარი|ზღაპრების]], შაირების, [[სიმღერა|სიმღერების]], [[ზმა|ზმების]], ანდაზა-გამოცანების შეგროვებასა და შესწავლას. კელენჯერიძის ვრცელმა გამოკვლევამ „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა“ (1896) თავის დროზე თვალსაჩინო გამოხმაურება ჰპოვა 1915 წ. კელენჯერიძემ „ტანკმელის”  ფსევდონიმით ცალკე  წიგნად გამოსცა ორი ზღაპარი [[აფორიზმი|აფორიზმები]] და გამოცანები. როგორც პედაგოგმა ხალხური სიბრძნის ნიმუშებს და მათ განხილვას ფართო ადგილი დაუთმო მის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებში:  „სიტყვიერების თეორია“ და „ქართული ქრესტომათია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა“ (1920).
+
'''მელიტონ კელენჯერიძე ''' – (დ. 5 თებერვალი 1864, სოფ. [[ტაბაკინი]], ზესტაფონის რ-ნი, – 15 აგვისტო 1942, [[თბილისი]]). საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევარი.  
  
''თ. ზანდუკელი''  
+
დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისში. 1884-იდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1890-იდან კიევის სასულიერო აკადემიის მსმენელი გახდა. 1893 ნაშრომისათვის „ქართული ეკლესია XVIII საუკუნეში“ მიენიჭა ღვთისმეტყველების
 +
კანდიდატის ხარისხი. კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების (1894) შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და ფოთში. კელენჯერიძეს გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“ „ქართული ქრესტომათია“ და „ქართული პრაქტიკული გრამატიკა”. [[გრამატიკა]] გამოვიდა ორჯერ. პირველი გამოცემა (1920) შეიცავს მხოლოდ მორფოლოგიას, მეორე კი – (1925) მორფოლოგიასა და სინტაქსს. პირველი გამოცემა განკუთვნილია სკოლებისათვის სახელმძღვანელოდ, ხოლო მეორე – თვითგანვითარებისა და [[ქართული ენა|ქართული ენის]] შესწავლის მსურველთათვის.
 +
 
 +
ორივე გამოცემა აგებულია ლოგიცისტური გრამატიკის საფუძველზე. მაგრამ ადრინდელი გრამატიკებისაგან ორივე განსხვავდება გრამატიკის საკითხების სწავლების თვალსაზრისით. კელენჯერიძემ ამ სახელმძღვანელოში უარყო დედუქციური გზა და სწავლების ძირითად გეზად აღიარა ინდუქცია.
 +
 
 +
მეორე გამოცემაში საგრამატიკო მასალა დაყოფილია „კონცენტრებად“. პირველი სამი საფეხური ეპიზოდური კურსია და შეიცავს
 +
გრამატიკის მხოლოდ ელემენტარულ საკითხებს, ხოლო ორი უკანასკნელი საფეხური (IV, V) ეთმობა მორფოლოგიისა და სინტაქსის სისტემატურ კურსს.
 +
 
 +
ორივე გამოცემაში მსჯელობას წინ უსწრებს მაგალითი ან ცხრილი, რომლის შესახებაც დასმულია კითხვები და იქვეა მოცემული
 +
პასუხებიც.
 +
 
 +
გრამატიკული საკითხების კვალიფიკაციის თვალსაზრისით კელენჯერიძის გრამატიკა მეცნ. სიახლით არ გამოირჩევა
 +
და რჩება პრაქტიკული გრამატიკის დონეზე. (''გ. იმნაიშვილი'')
 +
 
 +
კელენჯერიძე დიდ ყურადღებას აქცევდა [[ზღაპარი|ზღაპრების]], შაირების, [[სიმღერა|სიმღერების]], [[ზმა|ზმების]], ანდაზა-გამოცანების შეგროვებასა და შესწავლას. კელენჯერიძის ვრცელმა გამოკვლევამ „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა“ (1896) თავის დროზე თვალსაჩინო გამოხმაურება პოვა 1915 წ. კელენჯერიძემ „ტანკმელის”  ფსევდონიმით ცალკე  წიგნად გამოსცა ორი ზღაპარი [[აფორიზმი|აფორიზმები]] და გამოცანები. (''თ. ზანდუკელი'')
  
 
   
 
   
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
 +
* ჯაგოდნიშვილი თ. ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებთან, თბ., 1986;
 +
* ფანასკერტელი-ციციშვილი ო. ქართული ფოლკლორის მოამაგენი – მელიტონ კელენჯერიძე, თბ., 2001;
 
* მ. კელენჯერიძე, სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა, 1896;  
 
* მ. კელენჯერიძე, სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა, 1896;  
* სახალხო განათლების მოღვაწეები და მასწაელებლები, III, 1968.
+
* სახალხო განათლების მოღვაწეები და მასწავლებლები, III, 1968.
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
+
* [[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 +
* [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
  
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]  
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]  
 
[[კატეგორია:ქართველი ფოლკლორისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფოლკლორისტები]]
 
[[კატეგორია:ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შემკრებლები]]
 
[[კატეგორია:ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შემკრებლები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]

მიმდინარე ცვლილება 13:35, 31 მაისი 2024 მდგომარეობით

მელიტონ კელენჯერიძე – (დ. 5 თებერვალი 1864, სოფ. ტაბაკინი, ზესტაფონის რ-ნი, – 15 აგვისტო 1942, თბილისი). საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევარი.

დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისში. 1884-იდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1890-იდან კიევის სასულიერო აკადემიის მსმენელი გახდა. 1893 ნაშრომისათვის „ქართული ეკლესია XVIII საუკუნეში“ მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების (1894) შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და ფოთში. კელენჯერიძეს გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“ „ქართული ქრესტომათია“ და „ქართული პრაქტიკული გრამატიკა”. გრამატიკა გამოვიდა ორჯერ. პირველი გამოცემა (1920) შეიცავს მხოლოდ მორფოლოგიას, მეორე კი – (1925) მორფოლოგიასა და სინტაქსს. პირველი გამოცემა განკუთვნილია სკოლებისათვის სახელმძღვანელოდ, ხოლო მეორე – თვითგანვითარებისა და ქართული ენის შესწავლის მსურველთათვის.

ორივე გამოცემა აგებულია ლოგიცისტური გრამატიკის საფუძველზე. მაგრამ ადრინდელი გრამატიკებისაგან ორივე განსხვავდება გრამატიკის საკითხების სწავლების თვალსაზრისით. კელენჯერიძემ ამ სახელმძღვანელოში უარყო დედუქციური გზა და სწავლების ძირითად გეზად აღიარა ინდუქცია.

მეორე გამოცემაში საგრამატიკო მასალა დაყოფილია „კონცენტრებად“. პირველი სამი საფეხური ეპიზოდური კურსია და შეიცავს გრამატიკის მხოლოდ ელემენტარულ საკითხებს, ხოლო ორი უკანასკნელი საფეხური (IV, V) ეთმობა მორფოლოგიისა და სინტაქსის სისტემატურ კურსს.

ორივე გამოცემაში მსჯელობას წინ უსწრებს მაგალითი ან ცხრილი, რომლის შესახებაც დასმულია კითხვები და იქვეა მოცემული პასუხებიც.

გრამატიკული საკითხების კვალიფიკაციის თვალსაზრისით კელენჯერიძის გრამატიკა მეცნ. სიახლით არ გამოირჩევა და რჩება პრაქტიკული გრამატიკის დონეზე. (გ. იმნაიშვილი)

კელენჯერიძე დიდ ყურადღებას აქცევდა ზღაპრების, შაირების, სიმღერების, ზმების, ანდაზა-გამოცანების შეგროვებასა და შესწავლას. კელენჯერიძის ვრცელმა გამოკვლევამ „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა“ (1896) თავის დროზე თვალსაჩინო გამოხმაურება პოვა 1915 წ. კელენჯერიძემ „ტანკმელის” ფსევდონიმით ცალკე წიგნად გამოსცა ორი ზღაპარი აფორიზმები და გამოცანები. (თ. ზანდუკელი)


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯაგოდნიშვილი თ. ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებთან, თბ., 1986;
  • ფანასკერტელი-ციციშვილი ო. ქართული ფოლკლორის მოამაგენი – მელიტონ კელენჯერიძე, თბ., 2001;
  • მ. კელენჯერიძე, სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა, 1896;
  • სახალხო განათლების მოღვაწეები და მასწავლებლები, III, 1968.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები