მურყნევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
09:21, 10 მაისი 2024-ის ვერსია
მურყნევი, თაროიანი – მთა თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლურ განშტოებაზე – გვირგვინას ქედზე, მდინარეების გუჯარეთისწყლისა (მტკვრის მარჯვენა შენაკადი ) და აბუხალოსღელის (ძამის აუზი) წყალგამყოფზე, ზრვის დონიდან 2341.6 მ სიმაღლეზე, გვირგვინას ქედის უმაღლესი წერტილი. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური წყებებით. კალთები შემოსილია წიფლნარი და ნაძვნარი ტყეებით, თხემი – სუბალპური მდელოებით.