ბალანთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:სოფლები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]
[[კატეგორია:სოფლები  სამხე-ჯავახეთში]]
+
[[კატეგორია:სოფლები  სამცხე-ჯავახეთში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]

19:16, 24 აპრილი 2024-ის ვერსია

ბალანთა – სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბალანთა, ჭიხარულა), ჯავახეთის ზეგანზე, ტაბაწყურის ტბის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ბარალეთის აუზში, ზღვის დონიდან 1800-1880 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 70 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მიდამოები უტყეოა.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 161. მათი უმრავლესობა (72 %) ქართველია, ცხოვრობენ სომხებიც (27 %) (2002).

მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის ლოდები, სამეურნეო იარაღები, ანტიკური პერიოდის ქამრის ბალთები, მარცვლეულის შესანახი ხაროები. კლდეზე გამოქვაბულთა კომპლექსია – ოქროს ქვაბები, სადაც პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. სახელწოდება მომდინარეობს საკუთარი სახელისაგან „ბალა”.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები