აფხაზი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[კონსტანტ...)

(2 მომხმარებლების 14 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Kote abxazi.jpg||thumb|210px|'''კონსტანტინე აფხაზი'''
'''დაბადების თარიღი''' - 27 ნოემბერი, 1867
'''დაბადების ადგილი''' - სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახი
'''გარდაცვალების თარიღი''' - 19 მაისი, 1923 (56 წლის)
'''გარდაცვალების ადგილი''' - ქ. თბილისი
'''საქმიანობა''' - პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი]]

[[ფაილი:Kote abxazi.jpg||thumb|210px|'''კონსტანტინე აფხაზი'''
'''დაბადების თარიღი''' - 27 ნოემბერი, 1867
'''დაბადების ადგილი''' - სიღნაღის მაზრის სოფ. [[კარდენახი]]
'''გარდაცვალების თარიღი''' - 19 მაისი, 1923 (56 წლის)
'''გარდაცვალების ადგილი''' - ქ. თბილისი
'''საქმიანობა''' - პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი]]

'''კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი''' –  (დ. 27 ნოემბერი, 1867, სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახი – გ. 19 მაისი, 1923, თბილისი). პარტიული მიმართულებით – დამოუკიდებელი. ეროვნებით [[ქართველები|ქართველი]]

'''აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე''' (27.XI.1867, 43 კარდენახი, სიღნაღის მაზრ. - 20.V.1923, [[თბილისი]]) - საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] თვალსაჩინო წევრი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი.

====ბიოგრაფია====

1885 დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო 1890 - პეტერბურგის პავლეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. მეფის რუსეთის არმიაში განვლო გზა [[არტილერია (ჯარების გვარეობა)|არტილერიის]] გენერალ-მაიორობამდე (1916). 1906-1913 წლებში არჩეული იყო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად. 1911 წელს განთავისუფლდა [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურისაგან]] [[პოლკოვნიკი|პოლკოვნიკის]] წოდებით. 1913 წლის იანვარში აირჩიეს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად ([[მარშალი (მოხელე)|მარშლად]]),

თუმცა [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომი]]ს დაწყებისას, კავკასიის მეფისნაცვლის თხოვნით, კვლავ შეუდგა სამსახურს და [[სარდლობა|სარდლობდა]] მისივე ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ კავკასიის საარტილერიო [[ბრიგადა|ბრიგადას]]. თავდაპირველად ოსმალეთის [[ფრონტი|ფრონტზე]] გაგზავნეს, 1915 წლის აპრილიდან დეკემბრამდე დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა, შემდეგ კი მეფისნაცვლმა გამოიწვია თბილისში, თავად-აზნაურთა წინამძღოლობის მოვალეობის აღსასრულებლად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გაყვანილ იქნა [[კახეთი]]ს [[რკინიგზა]]. 1916 წელს სამხედრო მინისტრის განკარგულებით დაინიშნა სახელმწიფო დაცვის განსაკუთრებული თათბირის თავმჯდომარის რწმუნებულად და კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ. იმავე წელს ხელახალი ვადით არჩეული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად. 1916-1917 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1917

წლის მარტში, [[რუსეთის დროებითი მთავრობა|რუსეთის დროებითი მთავრობის]] მეთაურის გ. ლვოვის წინადადებით, დაიკავა თბილისში შექმნილი კავკასიის ფრონტის საინჟინრო-საამშენებლო რაზმის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

== პროფესია ==

მიღებული ჰქონდა მაღალი სამხედრო ჯილდოები: წმ. ანას მესამე  ხარისხის ორდენი (1906); წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი (1910); წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით (1915) და წმ. ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი (1916).
სამხედრო, სახელმწიფო (სამოქალაქო) და საზოგადოებრივი (общественная) სამსახური.

== განათლება ==

1917 აქტიური მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა|საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში]]. 1917-1918 წლებში იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ქართული უნივერსიტეტის]] დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და დიდი წვლილი შეიტანა მის დაარსებაში. 1917 წლის ნოემბერში [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობა]]ს გადასცა ქართველი თავადაზნაურობის კოლექტიური ქონება (26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა), რითაც საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსურ სისტემას. ყრილობაზე აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭო]]ს წევრად. შედიოდა საბჭოს სამხედრო კომისიაში.
განათლება მიიღო კადეტის კორპუსში თბილისში და სამხედრო სასწავლებელში პეტროგრადში. ბინა თბილისში აქვს – ბებუთოვის ქუჩა, სახლი 46.

== გავლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები ==

1918 წელს იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „[[უპარტიოთა კავშირი]]ს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. „კავშირმა“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები|დამფუძნებელი კრების არჩევნებში]], მაგრამ დეპუტატის გაყვანა ვერ შეძლო. 1921 წლის იანვარში უპარტიოთა კავშირი [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატებთან]] გაერთიანდა და შეიქმნა გაერთიანებული დემოკრატიული
სამხედრო სამსახური არტილერიაში. თბილისის საადგილ მამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი 1906-1913 წ. 1913 წლის დამდეგში ამორჩეულ იყო ქართლ კახეთის თ. აზნ. წინამძღოლად, რის გამოც დაანება თავი სამხედრო სამსახურს და ბანკის კომიტეტის წევრობას. იყო представитель организационного по созыву VII съезда Холодильного дела в России, который состоялся в Тираполе, в декабре 1913 г. Затем – председателем Холодильного Коммитета в Тирасполе – თავმჯდომარეობდა იმ ინიციატორთა ჯგუფს, რომელთაც დაარსეს [[ამიერკავკასია|ამიერ კავკასიის]] ბანკი. ომის დაწყობაში, 1914 წ. აგვისტოში, ყოფილ ნამესტნიკის თხოვნით აფხაზი ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში, წინამძღოლობის თანამდებობის აღსრულებით და მიენდო ახალი არტილერიის ბრიგადის შედგენა, რომლის უფროსადაც დაინიშნა. ოკტომბერში ბრიგადა გავიდა ოსმალეთის ფრონტზე. 1915 წ. მარტში მეხუთე კორპუსში აფხაზი ბრიგადით გაემართა დასავლეთ ფრონტზე. იქ დაჰყო 1915 წ. დეკემბრამდის, როდესაც ყოფილ ნამესტნიკმა ნიკოლოზმა გამოიწვია თბილისში წინამძღოლობის თანამდებობის ადგილობრივ აღსასრულებლად. 1916 წ. იანვარში სამხედრო მინისტრის განკარგულებით აფხაზი დაინიშნა уполномоченный председатель особого собрания по обороне Государства и председателем Закавказского совещания Кавказского района იანვარშივე შეადგინა –заводское совещание თებერვალში, გიორგი ლავროვის თხოვნით Председатель Глав. Коммитета. Всерох. Земс. И Городс. Союзов) აფხაზმა მიიღო თავმჯდომარეობა в коммитет Инжинерно-Строительного дружин Кавказского округа რომელიც შესდგა თბილისში.

პარტია. . აფხაზი მისი მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის, [[რეგულარული არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში|საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის]] ორგანიზაციისა და რიგი კანონპროექტების შემუშავებაში, რომლებიც დაამტკიცა პარლამენტმა.

1916 წელს აფხაზი ხელმეორედ იყო არჩეული ქ. კ. თ. აზნ. წინამძღოლად; იმავე წელს ოქტომბერში რუსეთის თ. აზ. კრებულიდან იყო არჩეული სახელმწიფო საბჭოს წევრად. 1917 წელს აფხაზი ამორჩეულ იყო создать проедставительство инжинерно-сторительных дружин – представитель К-а იმავე წელს თავმჯდომარეობდა იმ ინიციატორთა ჯგუფს, რომელმაც დააარსა ქართული უნივერსიტეტი და შეიმუშავა საზოგადოების წესდება.– როგორც წინამძღოლი ოფიციალურად და კერძოდ აფხაზი იღებდა მონაწილეობას და იყო წევრად შემდეგ დაწესებულებებში: – В Губернском по презванным дням присутствий; В Губерн. по воинской повинности присутсвий; в Губ. Коммитет мелкого кредита, в Губ. Селовых. Совещаний; в раскладочном пристутствии; в них сохранит . К-т. Председателем в распоряд. Ком-т общ. Дворян для соучаствия нуждающимся в обучении. В Кавказском краевном Совещании по объединению длительных уполномоченных особых совещанний. В особых присутствиях Судебной палаты. Членам Глав. Коммитета по устройству политехникума в Тирасполе. В попечительствах, приютах, в селевых хоз. обществах и других оргпнизациях....

[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას]] უცხოეთში არ გახიზნულა, სამშობლოში დარჩა და ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. 1922 წელს კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის

არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში, მალე კი იატაკქვეშეთში გადასული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. შედიოდა 1922 წელს ჩამოყალიბებული დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შემადგენლობაში, რომელიც საერთო-სამხედრო კოორდინაციას უწევდა საყოველთაო

ეროვნული [[აჯანყება|აჯანყების]] მზადებას. როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურებმა კ. აფხაზის კვალს მიაგნეს, თანაპარტიელებმა სასწრაფოდ საზღვარგარეთ წასვლა შესთავაზეს, სადაც მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა, მაგრამ უარი მიიღეს. „ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ მის ბრძოლის გაჭირვების ხანაში. გარდა ქართულ ძველ ისტორიულ ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ [[გენერალი|ღენერლები]] ჯარს [[ბრძოლის ველი|ბრძოლის ველზე]] სტოვებდნენ… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს

მებრძოლ ბანაკს მის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში!” – უპასუხია კ. აფხაზს. 1923 წელს საგანგებო კომისიამ დააპატიმრა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა (15 კაცი). ისინი გაასამართლეს „საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, მუშურ-გლეხურ სახელმწიფოსათვის ღალატისა და ანტისაბჭოთა აჯანყების მზადების მცდელობისთვის“. ყველა მათგანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს და აღასრულეს კიდეც 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. დახვრეტის წინ კ. აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“.

1917 წელს ნოემბერში აფხაზი იყო ამორჩეული [[საქართველო]] საეროვნო საბჭოთა წევრად.

ჰყავდა მეუღლე - ელენე აფხაზი და ვაჟი - ნიკოლოზი. კ. აფხაზის საცხოვრებელ სახლზე - ყოფილი ბებუთოვის ქ. 46 (დღევანდელი ლ. ასათიანის ქ. 46) განთავსებულია მემორიალური დაფა.

::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ოთარ ჯანელიძე

== დაკავებული თანამდებობები ==

==ლიტერატურა==
* თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტი, წევრი (1906-1913)

* ენც. „საქართველო“, ტ. I, თბ., 1997, გვ. 256;
* თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, თავმჯდომარე (1917-1918)

* გ. საითიძე, სწამდა სამშობლოს აღორძინება, თბ., 1997;
* რუსეთის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1916-1917)

* ლ. ურუშაძე, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზის ბიოგრაფიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N3 (48-B), თბ., 2012;
* სამხედრო ცენტრი, ხელმძღვანელი (1922-1923)

* ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
* საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, წევრი (1922-1923)

* საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1919)

* საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, თავმჯდომარე (1921-1923)

* საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, დამფუძნებელი (1917-)

* ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) (1916-1917)

* ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) (1913-1914)

== იხილეთ აგრეთვე ==

== იხილეთ აგრეთვე ==
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004023/ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი]

* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004023/ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი]

* [https://civiledu.wordpress.com/2016/04/27/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7/ კონსტანტინე აფხაზის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე]

* [https://civiledu.wordpress.com/2019/07/08/%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a/ აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე]

==წყარო==

==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]

[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]

[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]

[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]]

[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]

[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]

[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლები‏‎]]

[[კატეგორია:უპარტიოთა კავშირის წევრები]]

[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]

[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]

[[კატეგორია:უპარტიოთა კავშირი]]

მიმდინარე ცვლილება 01:20, 1 აპრილი 2024 მდგომარეობით

კონსტანტინე აფხაზი
დაბადების თარიღი - 27 ნოემბერი, 1867
დაბადების ადგილი - სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახი
გარდაცვალების თარიღი - 19 მაისი, 1923 (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი - ქ. თბილისი
საქმიანობა - პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი

აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (27.XI.1867, 43 კარდენახი, სიღნაღის მაზრ. - 20.V.1923, თბილისი) - საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1885 დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო 1890 - პეტერბურგის პავლეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. მეფის რუსეთის არმიაში განვლო გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე (1916). 1906-1913 წლებში არჩეული იყო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად. 1911 წელს განთავისუფლდა სამხედრო სამსახურისაგან პოლკოვნიკის წოდებით. 1913 წლის იანვარში აირჩიეს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად (მარშლად), თუმცა I მსოფლიო ომის დაწყებისას, კავკასიის მეფისნაცვლის თხოვნით, კვლავ შეუდგა სამსახურს და სარდლობდა მისივე ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ კავკასიის საარტილერიო ბრიგადას. თავდაპირველად ოსმალეთის ფრონტზე გაგზავნეს, 1915 წლის აპრილიდან დეკემბრამდე დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა, შემდეგ კი მეფისნაცვლმა გამოიწვია თბილისში, თავად-აზნაურთა წინამძღოლობის მოვალეობის აღსასრულებლად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გაყვანილ იქნა კახეთის რკინიგზა. 1916 წელს სამხედრო მინისტრის განკარგულებით დაინიშნა სახელმწიფო დაცვის განსაკუთრებული თათბირის თავმჯდომარის რწმუნებულად და კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ. იმავე წელს ხელახალი ვადით არჩეული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად. 1916-1917 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1917 წლის მარტში, რუსეთის დროებითი მთავრობის მეთაურის გ. ლვოვის წინადადებით, დაიკავა თბილისში შექმნილი კავკასიის ფრონტის საინჟინრო-საამშენებლო რაზმის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

მიღებული ჰქონდა მაღალი სამხედრო ჯილდოები: წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენი (1906); წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი (1910); წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით (1915) და წმ. ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი (1916).

1917 აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. 1917-1918 წლებში იყო ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და დიდი წვლილი შეიტანა მის დაარსებაში. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობას გადასცა ქართველი თავადაზნაურობის კოლექტიური ქონება (26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა), რითაც საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსურ სისტემას. ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. შედიოდა საბჭოს სამხედრო კომისიაში.

1918 წელს იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „უპარტიოთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. „კავშირმა“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ დეპუტატის გაყვანა ვერ შეძლო. 1921 წლის იანვარში უპარტიოთა კავშირი ეროვნულ-დემოკრატებთან გაერთიანდა და შეიქმნა გაერთიანებული დემოკრატიული პარტია. კ. აფხაზი მისი მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის, საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციისა და რიგი კანონპროექტების შემუშავებაში, რომლებიც დაამტკიცა პარლამენტმა.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას უცხოეთში არ გახიზნულა, სამშობლოში დარჩა და ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. 1922 წელს კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში, მალე კი იატაკქვეშეთში გადასული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. შედიოდა 1922 წელს ჩამოყალიბებული დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შემადგენლობაში, რომელიც საერთო-სამხედრო კოორდინაციას უწევდა საყოველთაო ეროვნული აჯანყების მზადებას. როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურებმა კ. აფხაზის კვალს მიაგნეს, თანაპარტიელებმა სასწრაფოდ საზღვარგარეთ წასვლა შესთავაზეს, სადაც მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა, მაგრამ უარი მიიღეს. „ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ მის ბრძოლის გაჭირვების ხანაში. გარდა ქართულ ძველ ისტორიულ ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში!” – უპასუხია კ. აფხაზს. 1923 წელს საგანგებო კომისიამ დააპატიმრა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა (15 კაცი). ისინი გაასამართლეს „საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, მუშურ-გლეხურ სახელმწიფოსათვის ღალატისა და ანტისაბჭოთა აჯანყების მზადების მცდელობისთვის“. ყველა მათგანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს და აღასრულეს კიდეც 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. დახვრეტის წინ კ. აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“.

ჰყავდა მეუღლე - ელენე აფხაზი და ვაჟი - ნიკოლოზი. კ. აფხაზის საცხოვრებელ სახლზე - ყოფილი ბებუთოვის ქ. 46 (დღევანდელი ლ. ასათიანის ქ. 46) განთავსებულია მემორიალური დაფა.

ოთარ ჯანელიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

• ენც. „საქართველო“, ტ. I, თბ., 1997, გვ. 256;
• გ. საითიძე, სწამდა სამშობლოს აღორძინება, თბ., 1997;
• ლ. ურუშაძე, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზის ბიოგრაფიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N3 (48-B), თბ., 2012;
• ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები