საკადრისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
უპირატესობა ჰქონდა სხვა ჯიშებთან შედარებით.
 
უპირატესობა ჰქონდა სხვა ჯიშებთან შედარებით.
  
ტერმინი „საკადრისა“ ან „საკადრისი“ [[საქართველო]]ში უკვე XVII საუკუნის წყაროებში გვხვდება, შემდეგ XVIII-XIX სს-ში. პირველად იგი მოხსენიებული აქვს [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბა ორბელიანს]] თავის „ქართულ ლექსიკონში“ (1884); [[ერისთავი რაფიელ|რაფ. ერისთავი]]ს ლექსიკონში (1884) „საკადრისა“ განმარტებულია შემდეგნაირად: „საკადრისა ბალახთაგანია“.
+
[[ტერმინი]] „საკადრისა“ ან „საკადრისი“ [[საქართველო]]ში უკვე XVII საუკუნის წყაროებში გვხვდება, შემდეგ XVIII-XIX სს-ში. პირველად იგი მოხსენიებული აქვს [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბა ორბელიანს]] თავის „ქართულ ლექსიკონში“ (1884); [[ერისთავი რაფიელ|რაფ. ერისთავი]]ს ლექსიკონში (1884) „საკადრისა“ განმარტებულია შემდეგნაირად: „საკადრისა ბალახთაგანია“.
  
 
ვახუშტი ბატონიშვილს შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ აღნიშნული აქვს: „...გარნა არს ქვეყანა მშვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ, და არა ხელოვნებითა კაცთათა, რამეთუ ნაყოფიერებს ყოველნი თესლ-მარცვალნი კაცთა საზრდელნი: [[ბრინჯი]], [[ხორბალი]], ქრთილი, შვრივა, [[სიმინდი]], [[ღომი]], [[ფეტვი]], [[მუხუდო]], [[ლობიო]], [[ოსპი]], [[ცერცვი]], საკადრისი, [[ძაძა]], მაშა, უგრეხელი, კანაფი, [[სელი (მცენარე)|სელი]] და სხვანიცა“ (ვახუშტი, 1941). ზემოთ ჩამოთვლილ მარცვლოვანთა სიაში ვახუშტის საკადრისი მოთავსებული აქვს პარკოსანთა შორის.
 
ვახუშტი ბატონიშვილს შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ აღნიშნული აქვს: „...გარნა არს ქვეყანა მშვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ, და არა ხელოვნებითა კაცთათა, რამეთუ ნაყოფიერებს ყოველნი თესლ-მარცვალნი კაცთა საზრდელნი: [[ბრინჯი]], [[ხორბალი]], ქრთილი, შვრივა, [[სიმინდი]], [[ღომი]], [[ფეტვი]], [[მუხუდო]], [[ლობიო]], [[ოსპი]], [[ცერცვი]], საკადრისი, [[ძაძა]], მაშა, უგრეხელი, კანაფი, [[სელი (მცენარე)|სელი]] და სხვანიცა“ (ვახუშტი, 1941). ზემოთ ჩამოთვლილ მარცვლოვანთა სიაში ვახუშტის საკადრისი მოთავსებული აქვს პარკოსანთა შორის.

14:54, 23 თებერვალი 2024-ის ვერსია

საკადრისა - Vigna angularis (Willd.) Ohwi & H. Ohashi.

საკადრისა - (Vigna angularis (Willd.) Ohwi & H. Ohashi). პარკოსანთა ოჯახის მცენარეული კულტურა. ტერმინები „საკადრისა“ ან „საკადრისი“ გვხვდება XVII-XIX საუკუნეების წყაროებში (მაისაია, 2013).


გ. აბესაძის მონაცემებით (1945), საკადრისა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (ჩინეთ- იაპონიის) წარმოშობის მცენარეა. გავრცელების არეალი მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, სახელდობრ: იაპონიას, კორეას, ჩინეთს, მანჯურიას და ფილიპინების კუნძულებს; შემდგომ გადატანილი იქნა ამერიკაში, სადაც საკმაო რაოდენობით ითესებოდა აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში.

ყოფილი კავშირის ფარგლებში მისი გავრცელება მითითებულია შორეული აღმოსავლეთის მხარეში; ე. დიტმერის (Дитмер, 1937) გამოკვლევებით ამ მხარეში მას უპირატესობა ჰქონდა სხვა ჯიშებთან შედარებით.

ტერმინი „საკადრისა“ ან „საკადრისი“ საქართველოში უკვე XVII საუკუნის წყაროებში გვხვდება, შემდეგ XVIII-XIX სს-ში. პირველად იგი მოხსენიებული აქვს სულხან-საბა ორბელიანს თავის „ქართულ ლექსიკონში“ (1884); რაფ. ერისთავის ლექსიკონში (1884) „საკადრისა“ განმარტებულია შემდეგნაირად: „საკადრისა ბალახთაგანია“.

ვახუშტი ბატონიშვილს შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ აღნიშნული აქვს: „...გარნა არს ქვეყანა მშვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ, და არა ხელოვნებითა კაცთათა, რამეთუ ნაყოფიერებს ყოველნი თესლ-მარცვალნი კაცთა საზრდელნი: ბრინჯი, ხორბალი, ქრთილი, შვრივა, სიმინდი, ღომი, ფეტვი, მუხუდო, ლობიო, ოსპი, ცერცვი, საკადრისი, ძაძა, მაშა, უგრეხელი, კანაფი, სელი და სხვანიცა“ (ვახუშტი, 1941). ზემოთ ჩამოთვლილ მარცვლოვანთა სიაში ვახუშტის საკადრისი მოთავსებული აქვს პარკოსანთა შორის.

ლ. დეკაპრელევიჩს (Декапрелевич, 1926) „საკადრისას“ სახელწოდება ბარდის გამომხატველ ტერმინად მიაჩნია. გ. აბესაძის მიერ 1921 წელს ზემო იმერეთის სოფელ მუხურიდან იქნა პირველად ჩამოტანილი საკადრისას ნიმუშები ლობიოს სხვა ნიმუშებთან ერთად. შემდგომ პერიოდში, საქართველოს სხვა კუთხეებში აღნიშნულია საკადრისას გავრცელება; სამეგრელოში - „ჭითა-ჭიფე ლებია“-ს (წითელი წვრილი ლობიოს) სახელწოდებით; გურიაში - უმთავრესად „წი-ლობიოს“, აგრეთვე „წვიტი ლობიოს“, სახელწოდებით; ქვემო და ზემო იმერეთში - საკადრისას, „წვნიკი ლობიოს“, წვრილი ლობიოს სახელწოდებით აღნიშნავენ; ასევე აფხაზეთშიაც; იგი გვხვდებოდა აგრეთვე ლაგოდეხის რაიონში, სადაც შემოტანილი უნდა იყოს დასავლეთ საქართველოდან გადმოსახლებულთა მიერ. გასული საუკუნის 40-იან წლებში აბესაძეს ზესტაფონის რაიონის სოფლებიდან (ფუთი, ტაბაკინი და სხვ.) აღებული პარკოსანი კულტურების ნიმუშები „საკადრისას“ სახელწოდებით გაურკვევია და აღმოჩნდა, რომ იგი წარმოადგენდა ლობიოს ერთ-ერთ აზიურ სახეობას - Phaseolus angularis Wight-ს (აბესაძე, 1945).

ივ. ჯავახიშვილის (1934) განმარტებით, „საკადრისი“, უეჭველია, აგრეთვე ცერცვნაირის თვისებისავე დამახასიათებელი ზედმეტი სახელი უნდა ყოფილიყო; როგორც სახელიც ამჟღავნებს, ეს მარცვლეული შედარებით კარგი ღირსებისად ყოფილა მიჩნეული.

საკადრისა ტენის მიმართ დიდი მოთხოვნილების გამო დასავლეთ საქართველოში უფრო კარგად ვითარდება, ვიდრე აღმოსავლეთში. საკადრისა ცილების შემცველობით ჯობნის ბევრ პარკოსანს; ამასთან ერთად მარცვალი ხასიათდება საკმაოდ ჩქარი ხარშვის უნარით. საკადრისას გემოც კარგი აქვს. იგი ამ მხრივ ძაძას უფრო წააგავს; ხშირად იგი, ძაძის მსგავსად, საპატიო სტუმართათვის მისართმევ საჭმელად ითვლებოდა (აბესაძე, 1945).

საკადრისას ჭამენ ნედლად, მწვანეს; პარკიანად მოხარშულს, აზავებენ ძმრით, ნიგვზითა და მწვანილით. ნაწილს კი ახმობენ ზამთრისათვის სათესლედ. იმერეთში ახლად „მოკეპილ“ (მომზადებულ) საკადრისაზე იტყვიან „ისეთი გემრიელია, ბატონსაც ეკადრებაო“ (გოცირიძე, 2007).

ე. დიტმერის (Дитмер,1937) გამოკვლევებით, იაპონიაში მას მეტად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მისგან ამზადებენ ორი სახის ფქვილს, პირველს ჩვეულებრივი წესით დაფქვის საშუალებით; მეორეს – თესლის წინასწარ დალბობით და მოხარშვით, მიღებული მასის შემდგომი გაშრობის საშუალებით. ფქვილს იყენებდნენ სხვადასხვა სახის შეჭამანდებისათვის, წვნიანისა და ბურღულისათვის, ღვეზელის და კანფეტების დასამზადებლად; გარდა ამისა, მისი თესლი გამოყენებულია მოხალული სახითაც, სიმინდის მსგავსად, აგრეთვე, ყავის სუროგატის დასამზადებლად. ფქვილს იყენებდნენ პარფიუმერიაშიც - პუდრისა და შამპუნის დასამზადებლად. საკადრისა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე საკონსერვო მრეწველობაში.

საქართველოში საკადრისას წვრილი და მსხვილთესლიანი ფორმები იყო გავრცელებული, მომრგვალო, კასრისებრი და მოგრძო ფორმით, მიხაკისფერი, წითელი, წაბლისფერი ფერით. აგრეთვე, შავი ფერის თესლით; ბუჩქის ფორმა კუტი, ოდნავ ხვიარა ან სწორმდგომი და განრთხმული. საკადრისა შემოდგომაზე ითესება და მაის-ივნისში ყვავილობს. მოგრძო და განიერ პარკს იკეთებს. ერთ პარკში 10-მდე მარცვალია.

ძველი ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, ახალ წელიწადს იცოდნენ თესლის გატანა და ჩაყრა გამდინარე წყალში ან წყაროში. ჩასაყრელ თესლთა ასორტიმენტში საკადრისასაც იყენებდნენ.

ერთ-ერთი უძველესი ქართული წეს-ჩვეულება იყო „ბუნიობის“ დღე (ძვ. სტილით 9 მარტი), რომელიც მიჩნეული იყო გაზაფხულზე თესვის დაწყების პერიოდად, და ამ დღეს რომელსაც ზოგან „თესლის გაღების დღეს“ უწოდებდნენ, პირველად გაჰქონდა ოჯახის მეთაურს დასათესად სხვადასხვა მცენარეთა თესლი და თესდა მათ პატარ-პატარა ნაკვეთებზე. არსებობდა ასეთი გამოთქმა: ცხრა მარტს - ცხრა თავი კაკალი (თესლი) უნდა იქნეს გატანილი დასათესადო; ამ დღეს გაჰქონდათ: ხორბალი, ქერი, ფეტვი, ღომი, მუხუდო, ოსპი, საკადრისა, ლობიო, ცულისპირა, ცერცვი, გოგრა, სიმინდი, კომბოსტო-მხალი, ნიახური, ოხრახუში, წიწაკა და ზოგიერთი სხვა; ხორბალი, ქერი, აგრეთვე, ცულისპირა, ოსპი, უმთავრესად მთიანი ზოლის რაიონებში (რაჭა-ლეჩხუმი, ზემო იმერეთი), ხოლო ღომი, კომბოსტო - დაბლობი ზოლის (სამეგრელო, გურია), ნაწილობრივ იმერეთის რაიონში.

საკადრისა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან დაწყებული - ლიახვის ქედამდე (აბესაძე, 1945; მაისაია, 2013).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები