დოდეკაფონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დოდეკაფონია''' - (ბერძნ. თორმეტბგერიანობა) მუსიკის შეთხზვის ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დოდეკაფონია''' - (ბერძნ. თორმეტბგერიანობა) მუსიკის შეთხზვის მეთოდი, როცა [[ბგერა|ბგერათა]] შორის კილოური კავშირი ირღეევა და ქრომატულ გამის თორმეტივე ბგერა თანასწორუფლებიანი ხდება. დოდეკაფონის მეთოდით მუსიკის შეთხზვა პირველად სცადა ავსტრიელმა კომპოზიტორმა ი. ჰაუერმა (1910-იანი წლები). არსებითად კი დოდეკაფონის მეთოდი დაამკვიდრა ა. შონბერგმა. (5 საფორტეპიანო პიესა თხზ. 23. 1923). დოდეკაფონის არსი ის არის, რომ მუსიკალური ქსოვილის შემადგენელი მელოდიური ხმები და ბგერათა კომპლექსები იწარმოება ე.წ. სერიიდან (რიგიდან) – თორმეტი სხვადასხვა სიმაღლის ბგერის გარკვეული თანმიმდევრობიდან. სერია შეიცავს ქრომატული ბგერათარიგის ყველა ტონს, რომელთაგან არცერთი არ მეორდება. დოდეკაფონიას ზოგჯერ იყენებენ ნაწარმოების მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში.
+
'''დოდეკაფონია''' - (ბერძნ. dodeka – თორმეტი, pṓnē – [[ბგერა]]) − კომპოზიციის მეთოდი „თორმეტი, მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირებული [[ტონი (მუსიკა)|ტონი]](Schönberg, 1995:75) წარმოიშვა [[ატონალობა|ატონალობის]] საფუძველზე, როგორც თავისუფალი ატონალობის ორგანიზების საშუალება. ორთოდოქსული დოდეკაფონური ნაწარმოები იქმნება ერთი თორმეტტონიანი რიგის (სერიის), მისი მოდიფიკაციების და ტრანსპოზიციების საფუძველზე.
 +
ერთ ნაწარმოებს მხოლოდ ერთი სერია უდევს საფუძვლად, რომელიც მთელი მუსიკალური ნაწარმოების ვერტიკალის და ჰორიზონტალის კოორდინირებას და ინტეგრირებას ახდენს.  
  
 +
კომპოზიციის დოდეკაფონური მეთოდი უფრო ფართო ცნების, სერიული მეთოდის ნაირსახეობაა. განსხვავება მათ შორის სერიის შემადგენელი ბგერების რაოდენობაშია: დოდეკაფონური სერია თორმეტტონიანია, ხოლო არადოდეკაფონური თორმეტზე მეტი ან ნაკლები ბგერებისგან შეიძლება შედგებოდეს. მაგალითად, [[სტრავინსკი იგორ|ი. სტრავინსკი]]ს ნაწარმოებში IN MEMORIAM DYLAN TOMAS სერია ხუთბგერიანია.
  
==წყარო==
+
'''მაგალითი №1''' <br />
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.. "პროგრესი")
+
'''ი. სტრავინსკი. IN MEMORIAM DYLAN TOMAS'''
  
 +
[[ფაილი:STRAVINSKI 1.JPG|მარცხნივ|250პქ|]]
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
აღსანიშნავია, რომ არადოდეკაფონური სერიები გვხვდება [[ვენის ახალი სკოლა|ვენის ახალი სკოლის]] კომპოზიტორების, კერძოდ [[შონბერგი არნოლდ|შონბერგი]]ს შემოქმედებაში. ასე, მაგალითად მისი op. 45 სიმებიანი ტრიოს სერია თვრამეტტონიანია (Boss, 2007).
 +
 +
ატონალური მუსიკალური ქსოვილის რაციონალური ორგანიზების ნაირსახეობები 10-20-იან წლებში სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედებაში გვხვდება, მათ შორის აღსანიშნავია ნიკოლაი როსლავეცი (1881-1944), ეფიმ გოლიშევი (1897-1970), ნიკოლაი ობუხოვი (1892-1954), იოზეფ მათიას ჰაუერი (1883-1959) და სხვ. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა არნოლდ შონბერგის სისტემას მიენიჭა, ვინაიდან იგი ყველაზე რაციონალური და უნივერსალური აღმოჩნდა. ამასთანავე, შონბერგისეული მეთოდის სიცოცხლისუნარიანობა განსაზღვრა მასში არსებული სტაბილური და მობილური ელემენტების ბალანსმა: ერთი მხრივ, მკაცრმა წესებმა, ხოლო მეორე მხრივ – განვითარების შიდა რესურსმა.
 +
 +
კომპოზიციის დოდეკაფონური მეთოდის სათავე, ერთი მხრივ, თავისუფალი ატონალობაა, მეორე მხრივ კი, ნიდერლანდელი პოლიფონისტების საკომპოზიციო ტექნიკა.
 +
 +
დოდეკაფონური ტექნიკის ძირითადი პრინციპები ემყარება შემდეგ წესებს: ნაწარმოების შექმნის მოსამზადებელ სტადიაზე კომპოზიტორის მიერ იქმნება საყრდენი მასალა, ანუ დოდეკაფონური სერია, თორმეტი ბგერის თანმიმდევრობა, რომელიც განუმეორებლობის პრინციპზეა დამყარებული. ყოველი ნაწარმოებისთვის იქმნება ინდივიდუალური სერია. სერია არ უნდა ემთხვეოდეს [[კილო (მუსიკა)|კილო]]ს ან ტონალობას, სასურველია, არ შეიცავდეს ტერციულ სვლებს, თუმცა სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედებაში გვხვდება გამონაკლისებიც (მაგალითად, იხ.: ბერგის სავიოლინო კონცერტის სერია). სერიის '''ძირითადი სახის''' (აღინიშნება: Primus, Originalis; Gringetalt) შექმნის შემდეგ მისგან იწარმოება მისი '''ინვერსია''' (Inversus; Umkehrung;), '''კიბოსებური სვლა''' (Retroversus; Krebs;) და '''ინვერსიის კიბოსებური სვლა''' (Retroversus  Inversus; Krebsumkehrung). გარდა ამისა, შესაძლებელია სერიის და მისი მოდიფიკაციების ტრანსპონირება თორმეტი ბგერიდან (ქრომატული თანმიმდევრობით), რის შედეგადაც მიიღება ე. წ. '''სრული სერიული კვადრატი'''. ბუნებრივია, სრული სერიული კვადრატის გამოყენების აუცილებლობა არ წარმოიშობა მცირე მასშტაბის თხზულებებში. სერიის, მისი მოდიფიკაციების და ტრანსპოზიციების აღსანიშნავად სხვადასხვა სისტემებს მიმართავენ. სერიას და მის მოდიფიკაციებს, უფრო ხშირად, აღნიშნავენ ლათინური ან გერმანული დასახელებების პირველი ასოებით: Primus ან Orginals (P; O)/Grundgestat (G), Inversus (I)/Umkehrung (U), Retroversus (R)/Krebs (K), Retroversus  Inversus (RI)/Krebsumkehrung (KU). ტრანსპოზიციების აღნიშვნაც სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი: სერიის ან მისი მოდიფიკაციის საწყისი და ბოლო ბგერების მითითებით ლათინურად ინდექსის სახით (მაგალითად, P<sub>b.g.</sub> P<sub>h. a</sub>s და ა. შ.), ან ტრანსპოზიის რიგითი ნომრის მითითებით (P<sub>1</sub>, P<sub>2</sub> და ა.შ.) აქვე აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა წყაროში შეიძლება შეგვხვდეს საწყისი ტრანსპოზიციის სხვადასხვაგვარი აღნიშვნა, კერძოდ, ინდექსით „0“ ინდექსით „1“. პირველ შემთხვევაში მივიღებთ 11, ხოლო მეორეში 12 ტრანსპოზიციას).
 +
 +
სტატიაში, რომელშიც არნოლდ შონბერგი განმარტავს დოდეკაფონიის ძირითად პრინციპებს, იგი მიუთითებს, რომ „ძირითადი რიგიდან მელოდიების, თემების, ფრაზების, მოტივების, ფიგურების და აკორდების შექმნა შეუზღუდავია“ (Schönberg, 1975:224).
 +
 +
სერია შეიძლება იყოს ერთიანი აღნაგობის, ან იყოფოდეს 2, 3, 4 ან მეტ (სიმეტრიულ ან არასიმეტრიულ) სეგმენტად. სიმეტრიული სერიების მაგალითებს ფართოდ ვხვდებით [[ვებერნი ანტონ|ვებერნი]]ს შემოქმედებაში (მაგალითად, op. 21, 24, 28, 30), მაგრამ, ასევე, შონბერგთანაც და ბერგთანაც (მაგალითად, შონბერგის „საფორტეპიანო პიესა“ op. 33a, ბერგის „ლირიკული სიუიტა“).
 +
 +
'''მაგალითი №2'''<br />
 +
'''ა. ვებერნი. სიმებიანი კვარტეტი op. 28 (სერია)'''
 +
 +
[[ფაილი:Veberni not.JPG|მარცხნივ|350პქ]]
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
აქვე აღვნიშნავთ, რომ სერიული/დოდეკაფონური მეთოდი მომზადდა შონბერგის და ვებერნის, ნაწილობრივ ბერგის თავისუფალ-ატონალურ ნაწარმოებებში. მაგალითად, ვებერნის [[ბაგატელი|ბაგატელებში]] სიმებიანი კვარტეტისთვის op. 9 (1913) გამოყენებულია ბგერების განუმეორებლობის პრინციპი, თუმცა, სისტემის გარეშე. 
 +
 +
'''მაგალითი №3'''<br />
 +
'''ა. ვებერნი. ბაგატელები სიმებიანი კვარტეტისთვის op. 9 №5'''
 +
 +
[[ფაილი:Veberni not 2.JPG|მარცხნივ|300პქ|]]
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
გაფართოებული ტონალობიდან და თავისუფალი ატონალობიდან XX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩენილი კომპოზიციის დოდეკაფონური მეთოდი შემდგომ განვითარებას ავანგარდისტი კომპოზიტორების შემოქმედებაში განიცდის. მათთან შონბერგის მიერ შექმნილი მეთოდი კიდევ უფრო მეტ რაციონალიზაციას განიცდის, კერძოდ, გრძელდება ვებერნის შემოქმედების გვიან პერიოდში დაწყებული მუსიკალური ქსოვილის ტოტალური სერიალიზაციის პროცესი. ამგვარად, წინასწარ შერჩეული სერიის საფუძველზე მუსიკალური ქსოვილის რაციონალური ორგანიზების პრინციპი ვრცელდება როგორც ბგერათსიმაღლებრივობაზე, ისე სხვა პარამეტრებზეც – ტემბრი, რიტმი, რეგისტრი, მეტრი, არტიკულაცია და სხვ.
 +
 +
ბგერათსიმაღლივობასთან ერთად რიტმის სერიალიზაციის ერთ-ერთ ადრეულ მაგალითს ვხვდებით ვებერნის კონცერტში ცხრა ინსტრუმენტისთვის op. 24 (I ნაწილი, ტტ. 1-5). ეს პრინციპი შემდგომ განვითარებას ჰპოვებს პ. ბულეზის, კ. შტოკჰაუზენის, ლ. ნონოს და სხვთა 50-იანი წლების შემოქმედებაში.
 +
 +
'''მაგალითი №4'''<br />
 +
'''ვებერნი. კონცერტი 9 ინსტრუმენტისთვის (I ნაწილი)'''
 +
 +
[[ფაილი:Veberni konc.JPG|მარცხნივ|350პქ|]]
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
==წყარო==
 +
[[მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი: XX საუკუნე]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:მუსიკალური ენა]]

მიმდინარე ცვლილება 00:42, 23 იანვარი 2024 მდგომარეობით

დოდეკაფონია - (ბერძნ. dodeka – თორმეტი, pṓnē – ბგერა) − კომპოზიციის მეთოდი „თორმეტი, მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირებული ტონით (Schönberg, 1995:75) წარმოიშვა ატონალობის საფუძველზე, როგორც თავისუფალი ატონალობის ორგანიზების საშუალება. ორთოდოქსული დოდეკაფონური ნაწარმოები იქმნება ერთი თორმეტტონიანი რიგის (სერიის), მისი მოდიფიკაციების და ტრანსპოზიციების საფუძველზე. ერთ ნაწარმოებს მხოლოდ ერთი სერია უდევს საფუძვლად, რომელიც მთელი მუსიკალური ნაწარმოების ვერტიკალის და ჰორიზონტალის კოორდინირებას და ინტეგრირებას ახდენს.

კომპოზიციის დოდეკაფონური მეთოდი უფრო ფართო ცნების, სერიული მეთოდის ნაირსახეობაა. განსხვავება მათ შორის სერიის შემადგენელი ბგერების რაოდენობაშია: დოდეკაფონური სერია თორმეტტონიანია, ხოლო არადოდეკაფონური თორმეტზე მეტი ან ნაკლები ბგერებისგან შეიძლება შედგებოდეს. მაგალითად, ი. სტრავინსკის ნაწარმოებში IN MEMORIAM DYLAN TOMAS სერია ხუთბგერიანია.

მაგალითი №1
ი. სტრავინსკი. IN MEMORIAM DYLAN TOMAS

STRAVINSKI 1.JPG





აღსანიშნავია, რომ არადოდეკაფონური სერიები გვხვდება ვენის ახალი სკოლის კომპოზიტორების, კერძოდ შონბერგის შემოქმედებაში. ასე, მაგალითად მისი op. 45 სიმებიანი ტრიოს სერია თვრამეტტონიანია (Boss, 2007).

ატონალური მუსიკალური ქსოვილის რაციონალური ორგანიზების ნაირსახეობები 10-20-იან წლებში სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედებაში გვხვდება, მათ შორის აღსანიშნავია ნიკოლაი როსლავეცი (1881-1944), ეფიმ გოლიშევი (1897-1970), ნიკოლაი ობუხოვი (1892-1954), იოზეფ მათიას ჰაუერი (1883-1959) და სხვ. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა არნოლდ შონბერგის სისტემას მიენიჭა, ვინაიდან იგი ყველაზე რაციონალური და უნივერსალური აღმოჩნდა. ამასთანავე, შონბერგისეული მეთოდის სიცოცხლისუნარიანობა განსაზღვრა მასში არსებული სტაბილური და მობილური ელემენტების ბალანსმა: ერთი მხრივ, მკაცრმა წესებმა, ხოლო მეორე მხრივ – განვითარების შიდა რესურსმა.

კომპოზიციის დოდეკაფონური მეთოდის სათავე, ერთი მხრივ, თავისუფალი ატონალობაა, მეორე მხრივ კი, ნიდერლანდელი პოლიფონისტების საკომპოზიციო ტექნიკა.

დოდეკაფონური ტექნიკის ძირითადი პრინციპები ემყარება შემდეგ წესებს: ნაწარმოების შექმნის მოსამზადებელ სტადიაზე კომპოზიტორის მიერ იქმნება საყრდენი მასალა, ანუ დოდეკაფონური სერია, თორმეტი ბგერის თანმიმდევრობა, რომელიც განუმეორებლობის პრინციპზეა დამყარებული. ყოველი ნაწარმოებისთვის იქმნება ინდივიდუალური სერია. სერია არ უნდა ემთხვეოდეს კილოს ან ტონალობას, სასურველია, არ შეიცავდეს ტერციულ სვლებს, თუმცა სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედებაში გვხვდება გამონაკლისებიც (მაგალითად, იხ.: ბერგის სავიოლინო კონცერტის სერია). სერიის ძირითადი სახის (აღინიშნება: Primus, Originalis; Gringetalt) შექმნის შემდეგ მისგან იწარმოება მისი ინვერსია (Inversus; Umkehrung;), კიბოსებური სვლა (Retroversus; Krebs;) და ინვერსიის კიბოსებური სვლა (Retroversus Inversus; Krebsumkehrung). გარდა ამისა, შესაძლებელია სერიის და მისი მოდიფიკაციების ტრანსპონირება თორმეტი ბგერიდან (ქრომატული თანმიმდევრობით), რის შედეგადაც მიიღება ე. წ. სრული სერიული კვადრატი. ბუნებრივია, სრული სერიული კვადრატის გამოყენების აუცილებლობა არ წარმოიშობა მცირე მასშტაბის თხზულებებში. სერიის, მისი მოდიფიკაციების და ტრანსპოზიციების აღსანიშნავად სხვადასხვა სისტემებს მიმართავენ. სერიას და მის მოდიფიკაციებს, უფრო ხშირად, აღნიშნავენ ლათინური ან გერმანული დასახელებების პირველი ასოებით: Primus ან Orginals (P; O)/Grundgestat (G), Inversus (I)/Umkehrung (U), Retroversus (R)/Krebs (K), Retroversus Inversus (RI)/Krebsumkehrung (KU). ტრანსპოზიციების აღნიშვნაც სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი: სერიის ან მისი მოდიფიკაციის საწყისი და ბოლო ბგერების მითითებით ლათინურად ინდექსის სახით (მაგალითად, Pb.g. Ph. as და ა. შ.), ან ტრანსპოზიის რიგითი ნომრის მითითებით (P1, P2 და ა.შ.) აქვე აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა წყაროში შეიძლება შეგვხვდეს საწყისი ტრანსპოზიციის სხვადასხვაგვარი აღნიშვნა, კერძოდ, ინდექსით „0“ ინდექსით „1“. პირველ შემთხვევაში მივიღებთ 11, ხოლო მეორეში 12 ტრანსპოზიციას).

სტატიაში, რომელშიც არნოლდ შონბერგი განმარტავს დოდეკაფონიის ძირითად პრინციპებს, იგი მიუთითებს, რომ „ძირითადი რიგიდან მელოდიების, თემების, ფრაზების, მოტივების, ფიგურების და აკორდების შექმნა შეუზღუდავია“ (Schönberg, 1975:224).

სერია შეიძლება იყოს ერთიანი აღნაგობის, ან იყოფოდეს 2, 3, 4 ან მეტ (სიმეტრიულ ან არასიმეტრიულ) სეგმენტად. სიმეტრიული სერიების მაგალითებს ფართოდ ვხვდებით ვებერნის შემოქმედებაში (მაგალითად, op. 21, 24, 28, 30), მაგრამ, ასევე, შონბერგთანაც და ბერგთანაც (მაგალითად, შონბერგის „საფორტეპიანო პიესა“ op. 33a, ბერგის „ლირიკული სიუიტა“).

მაგალითი №2
ა. ვებერნი. სიმებიანი კვარტეტი op. 28 (სერია)

Veberni not.JPG




აქვე აღვნიშნავთ, რომ სერიული/დოდეკაფონური მეთოდი მომზადდა შონბერგის და ვებერნის, ნაწილობრივ ბერგის თავისუფალ-ატონალურ ნაწარმოებებში. მაგალითად, ვებერნის ბაგატელებში სიმებიანი კვარტეტისთვის op. 9 (1913) გამოყენებულია ბგერების განუმეორებლობის პრინციპი, თუმცა, სისტემის გარეშე.

მაგალითი №3
ა. ვებერნი. ბაგატელები სიმებიანი კვარტეტისთვის op. 9 №5

Veberni not 2.JPG








გაფართოებული ტონალობიდან და თავისუფალი ატონალობიდან XX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩენილი კომპოზიციის დოდეკაფონური მეთოდი შემდგომ განვითარებას ავანგარდისტი კომპოზიტორების შემოქმედებაში განიცდის. მათთან შონბერგის მიერ შექმნილი მეთოდი კიდევ უფრო მეტ რაციონალიზაციას განიცდის, კერძოდ, გრძელდება ვებერნის შემოქმედების გვიან პერიოდში დაწყებული მუსიკალური ქსოვილის ტოტალური სერიალიზაციის პროცესი. ამგვარად, წინასწარ შერჩეული სერიის საფუძველზე მუსიკალური ქსოვილის რაციონალური ორგანიზების პრინციპი ვრცელდება როგორც ბგერათსიმაღლებრივობაზე, ისე სხვა პარამეტრებზეც – ტემბრი, რიტმი, რეგისტრი, მეტრი, არტიკულაცია და სხვ.

ბგერათსიმაღლივობასთან ერთად რიტმის სერიალიზაციის ერთ-ერთ ადრეულ მაგალითს ვხვდებით ვებერნის კონცერტში ცხრა ინსტრუმენტისთვის op. 24 (I ნაწილი, ტტ. 1-5). ეს პრინციპი შემდგომ განვითარებას ჰპოვებს პ. ბულეზის, კ. შტოკჰაუზენის, ლ. ნონოს და სხვთა 50-იანი წლების შემოქმედებაში.

მაგალითი №4
ვებერნი. კონცერტი 9 ინსტრუმენტისთვის (I ნაწილი)

Veberni konc.JPG


















[რედაქტირება] წყარო

მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი: XX საუკუნე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები