ვენის ახალი სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვენის ახალი სკოლა - ა. შონბერგისა და მისი ვენელი მოწაფეების შემოქმედებითი თანამშრომლობა, რომელიც 1900-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი მამამთავრის გარდა უმთავრესი წარმომადგენლებია: ა. ბერგი, ა. ვებერნი, აგრეთვე ე. ველესი, ჰ. აისლერი (შემოქმედების ადრინდელ პერიოდში) ვენის ახალი სკოლის კომპოზიტორების მოღვაწეობა დაემთხვა სოციალური და კულტურული კრიზისის ეპოქას დასავლეთ ევროპაში, რამაც მნიშვნელოვან წილად განსაზღვრა მათი შემოქმედების სირთულე და იდეური წინააღმდეგობები. მისთვის დამახასიათებელია ექსპრესიონისტული ტენდენციები (შონბერგის მონოდრამა „მოლოდინი“), „პატარა ადამიანის“ ტრაგედიისადმი სოციალური თანაგრძნობა (ბერგის ოპერა „ვოცეკი“), პროტესტი ძალადობის მიმართ (შონბერგის კანტატა „გადარჩენლი ვარშავიდან“) შონბერგისა და ბერგის შემოქმედებაში ვითარდება ავსტრიულ-გერმანული გვიანდელი რომანტიზმის ტრადიცია, ხოლო ვებერნის მუსიკის ესთეტიკური საფუძვლები – მუსიკის დროის ახლებური აღქმა – ორიენტირად იქცა ომის შემდგომი თაობის მთელ რიგ კომპოზიტორთათვის. ვენის ახალი სკოლის კომპოზიტორებმა მოახდინეს მუსიკალური ენისა და სტილის რადიკალური განახლება, რაც გამოიხატა ტონალურ (მაჟორ-მინორულ) სისტემაზე უარის თქმაში, დოდეკაფონიის მეთოდის აღმოცენებაში და სხვ. ვენის ახალი სკოლა „ახალი მუსიკის“ – მოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ XX ს. მრავალი გამოჩენილი კომპოზიტორი არ იზიარებდა მის შემოქმედებით პრინციპებს.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები