ზარზმის წარწერა (979)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ზარზმის წარწერა ივანე სულას ძისა''' – დაახლოებით 979. [[ზარზმის ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ზარზმის წარწერა ივანე სულას ძისა''' – დაახლოებით 979. [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტრი]]ს (ისტორიული სამცხე, ახლანდელი ადიგენის რ-ნი) [[სამრეკლო]]ს შესასელელის თავზე ჩასმულ ქვის ფილაზე ამოკეეთილი [[ქართული ასომთავრული]] წარწერა. დიდი ზომის (211X100 სმ.) ქვის ფილაზე გამოსახულია რელიეფური „ჯვარი აყვავებული“. წარწერა ამოკეეთილი იყო ჯვრის ორივე მხარეს 10-10 სტრიქონად. ფილა მოგვიანებით ხელმეორედ გამოუყენებიათ [[საშენი მასალა|საშენ მასალად]] და ჩამოუჭრიათ მარჯვენა მხარე, ამ ნაწილის ფრაგმენტი. წარწერის ტექსტის ნაწყვეტით, რომელიც თითქმის არ იკითხება, ჩასმულია მონასტრის მთავარი ტაძრის (XIV ს.) სამხრეთ [[კედელი|კედელში]]. სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმულ ფილაზე თავდაპირველი სახით შერჩენილია წარწერის მარცხენა ნაწილი (10 სტრქ.) და დასაწყისი მარჯვენა ნაწილის სტრიქონებისა – 4-7 [[ასო (ნიშანი)|ასო]]ს მანძილზე (გადარჩენილი მარცხენა ნაწილის მიხედვით, ყოველ სტრიქონში 19-30 ასო უნდა ყოფილიყო). გადარჩენილი ნაწილისა და მთავარი ტაძრის სამხრეთ კედლის ფრაგმენტის სტრიქონები არ ებმის ერთმანეთს, რადგან ტექსტი გადათლილია და ნაკლული. ამიტომ წარწერის მარჯვენა ნაწილში მეტნაკლებად გაბმული ტექსტის აღდგენა ვერ ხერხდება. ფაქტობრივად, ჩვენამდე მოაღწია წარწერის ტექსტის მხოლოდ მარცხენა ნაწილმა, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს:
+
'''ზარზმის წარწერა ივანე სულას ძისა''' – დაახლოებით 979. [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტრი]]ს (ისტორიული სამცხე, ახლანდელი ადიგენის რ-ნი) [[სამრეკლო]]ს შესასვლელის თავზე ჩასმულ ქვის ფილაზე ამოკვეთილი [[ქართული ასომთავრული]] წარწერა. დიდი ზომის (211X100 სმ.) ქვის ფილაზე გამოსახულია რელიეფური „ჯვარი აყვავებული“. წარწერა ამოკვეთილი იყო ჯვრის ორივე მხარეს 10-10 სტრიქონად. ფილა მოგვიანებით ხელმეორედ გამოუყენებიათ [[საშენი მასალა|საშენ მასალად]] და ჩამოუჭრიათ მარჯვენა მხარე, ამ ნაწილის ფრაგმენტი. წარწერის ტექსტის ნაწყვეტით, რომელიც თითქმის არ იკითხება, ჩასმულია მონასტრის მთავარი ტაძრის (XIV ს.) სამხრეთ [[კედელი|კედელში]]. სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმულ ფილაზე თავდაპირველი სახით შერჩენილია წარწერის მარცხენა ნაწილი (10 სტრქ.) და დასაწყისი მარჯვენა ნაწილის სტრიქონებისა – 4-7 [[ასო (ნიშანი)|ასო]]ს მანძილზე (გადარჩენილი მარცხენა ნაწილის მიხედვით, ყოველ სტრიქონში 19-30 ასო უნდა ყოფილიყო). გადარჩენილი ნაწილისა და მთავარი ტაძრის სამხრეთ კედლის ფრაგმენტის სტრიქონები არ ებმის ერთმანეთს, რადგან ტექსტი გადათლილია და ნაკლული. ამიტომ წარწერის მარჯვენა ნაწილში მეტნაკლებად გაბმული ტექსტის აღდგენა ვერ ხერხდება. ფაქტობრივად, ჩვენამდე მოაღწია წარწერის ტექსტის მხოლოდ მარცხენა ნაწილმა, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს:
  
 
„† სახელითა ღმრთისაჲთა და წმიდისა ღმრთისმშობელისა მეოხებითა მე, ივანე, ძემან სულასმან, აღვაშენე წმიდაჲ ეგუტერი. მას ჟამსა ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან – უშუვლა წმიდათა მეფეთა და ჩუვნ ყოველნი ლაშქარს წარგუავლინნა სკლიაროსი გავაქციეთ. მე მას ქუეყანასა, რომელსა ჰქუიან ხარსანანი, ადგილსა, რომელსა ჰქუიან სარვენისნი მუნ ესუენა ტახტი...   
 
„† სახელითა ღმრთისაჲთა და წმიდისა ღმრთისმშობელისა მეოხებითა მე, ივანე, ძემან სულასმან, აღვაშენე წმიდაჲ ეგუტერი. მას ჟამსა ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან – უშუვლა წმიდათა მეფეთა და ჩუვნ ყოველნი ლაშქარს წარგუავლინნა სკლიაროსი გავაქციეთ. მე მას ქუეყანასა, რომელსა ჰქუიან ხარსანანი, ადგილსა, რომელსა ჰქუიან სარვენისნი მუნ ესუენა ტახტი...   
  
ამგვარად, წარწერა ეკუთვნის ივანე სულას ძეს – ბისანტიური საიმპერატორო კარის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა სკლიაროსთან [[დავით III|დავით კურაპალატი]]ს († 1001) მიერ 979 საომრად გაგზავნილი [[ლაშქარი|ლაშქრის]] მონაწილეს. წყაროების („სერაპიონ ზარზმელის ცხოერება“, [[ათონის ქართველთა მონასტერი|ათონის ქართველთა მონასტრი]]ს [[აღაპი|სააღაპე]] წიგნი) მონაცემებით, ივანე სულას ძე ჩორჩანელთა – ადგილობრივი ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს – წარმომადგენელი იყო. [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე. თაყაიშვილი]] თვლიდა, რომ იგი [[თორნიკე ერისთავი]]ა – ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაგზავნილი მხედრობის ერთ-ერთი [[სარდალი]]. ავტორის აზრით, თორნიკეს ბერობის სახელი იოანე იგივე ივანეა, ხოლო სულა მეორე სახელია თორნიკეს მამისა – ჩორდვანელისა. ეს სულა და ათონის ქართველთა მონასტრის იმდროინდელ ერთ-ერთ აღაპში მოხსენიებული ძმების, ფარსმანისა  და ჩორჩანელის, მამა – სულა სხვადასხვა პირია, ორივე სულას ასევე სხვადასხვა პირებად და სხვადასხვა დროის მოღვაწეებად მიიჩნევენ [[ბერძენიშვილი ნიკო|ნ. ბერძენიშვილი]] და ე. მეტრეველი.
+
ამგვარად, წარწერა ეკუთვნის ივანე სულას ძეს – ბიზანტიური საიმპერატორო კარის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა სკლიაროსთან [[დავით III|დავით კურაპალატი]]ს († 1001) მიერ 979 საომრად გაგზავნილი [[ლაშქარი|ლაშქრის]] მონაწილეს. წყაროების („სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, [[ათონის ქართველთა მონასტერი|ათონის ქართველთა მონასტრი]]ს [[აღაპი|სააღაპე]] წიგნი) მონაცემებით, ივანე სულას ძე ჩორჩანელთა – ადგილობრივი ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს – წარმომადგენელი იყო. [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე. თაყაიშვილი]] თვლიდა, რომ იგი [[თორნიკე ერისთავი]]ა – ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაგზავნილი მხედრობის ერთ-ერთი [[სარდალი]]. ავტორის აზრით, თორნიკეს ბერობის სახელი იოანე იგივე ივანეა, ხოლო სულა მეორე სახელია თორნიკეს მამისა – ჩორდვანელისა. ეს სულა და ათონის ქართველთა მონასტრის იმდროინდელ ერთ-ერთ აღაპში მოხსენიებული ძმების, ფარსმანისა  და ჩორჩანელის, მამა – სულა სხვადასხვა პირია, ორივე სულას ასევე სხვადასხვა პირებად და სხვადასხვა დროის მოღვაწეებად მიიჩნევენ [[ბერძენიშვილი ნიკო|ნ. ბერძენიშვილი]] და ე. მეტრეველი.
  
გარდა ივანე სულას ძისა, სწარწერის ტექსტში დასახელებული არიან ისტორიული პირები: სკლიაროსი (ორგზის) და დავით კურაპალატი; გეოგრაფიული სახელები: [[საბერძნეთი]], ხარსანანი და სარვენისნი. წარწერა, მასი წარმოდგენილი ისტორიული რეალიებით, დაახლოებით 979-ით) თარიდღება, იგი დოკუმენტურად ადასტურებს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ [[ბრძოლა]]ში [[ქართველები|ქართველთა]] [[ამქარი|ამქრის]] მონაწილერბასა და მის დამსახურებას [[ბიზანტია|ბიზანტიის]] სამეფო კარის წინაშე.
+
გარდა ივანე სულას ძისა, წარწერის ტექსტში დასახელებული არიან ისტორიული პირები: სკლიაროსი (ორგზის) და დავით კურაპალატი; გეოგრაფიული სახელები: [[საბერძნეთი]], ხარსანანი და სარვენისნი. წარწერა, მასი წარმოდგენილი ისტორიული რეალიებით, დაახლოებით 979-ით) თარიღდება, იგი დოკუმენტურად ადასტურებს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ [[ბრძოლა]]ში [[ქართველები|ქართველთა]] [[ამქარი|ამქრის]] მონაწილეობასა და მის დამსახურებას [[ბიზანტია|ბიზანტიის]] სამეფო კარის წინაშე.
  
 
''ვ. სილოგავა''
 
''ვ. სილოგავა''
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
* ქართული წარწერების კორპუსი, ტ.I. შეადგინა და გამოსაცემად მოაშზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1980 (იქვე ბიბლიოგრაფია);
+
* ქართული წარწერების კორპუსი, ტ.I. შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1980 (იქვე ბიბლიოგრაფია);
 
* მეტრეველი ე. ათონის ქართული მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ. 1998;
 
* მეტრეველი ე. ათონის ქართული მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ. 1998;
  

მიმდინარე ცვლილება 17:14, 22 იანვარი 2024 მდგომარეობით

ზარზმის წარწერა ივანე სულას ძისა – დაახლოებით 979. ზარზმის მონასტრის (ისტორიული სამცხე, ახლანდელი ადიგენის რ-ნი) სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმულ ქვის ფილაზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერა. დიდი ზომის (211X100 სმ.) ქვის ფილაზე გამოსახულია რელიეფური „ჯვარი აყვავებული“. წარწერა ამოკვეთილი იყო ჯვრის ორივე მხარეს 10-10 სტრიქონად. ფილა მოგვიანებით ხელმეორედ გამოუყენებიათ საშენ მასალად და ჩამოუჭრიათ მარჯვენა მხარე, ამ ნაწილის ფრაგმენტი. წარწერის ტექსტის ნაწყვეტით, რომელიც თითქმის არ იკითხება, ჩასმულია მონასტრის მთავარი ტაძრის (XIV ს.) სამხრეთ კედელში. სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმულ ფილაზე თავდაპირველი სახით შერჩენილია წარწერის მარცხენა ნაწილი (10 სტრქ.) და დასაწყისი მარჯვენა ნაწილის სტრიქონებისა – 4-7 ასოს მანძილზე (გადარჩენილი მარცხენა ნაწილის მიხედვით, ყოველ სტრიქონში 19-30 ასო უნდა ყოფილიყო). გადარჩენილი ნაწილისა და მთავარი ტაძრის სამხრეთ კედლის ფრაგმენტის სტრიქონები არ ებმის ერთმანეთს, რადგან ტექსტი გადათლილია და ნაკლული. ამიტომ წარწერის მარჯვენა ნაწილში მეტნაკლებად გაბმული ტექსტის აღდგენა ვერ ხერხდება. ფაქტობრივად, ჩვენამდე მოაღწია წარწერის ტექსტის მხოლოდ მარცხენა ნაწილმა, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს:

„† სახელითა ღმრთისაჲთა და წმიდისა ღმრთისმშობელისა მეოხებითა მე, ივანე, ძემან სულასმან, აღვაშენე წმიდაჲ ეგუტერი. მას ჟამსა ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან – უშუვლა წმიდათა მეფეთა და ჩუვნ ყოველნი ლაშქარს წარგუავლინნა სკლიაროსი გავაქციეთ. მე მას ქუეყანასა, რომელსა ჰქუიან ხარსანანი, ადგილსა, რომელსა ჰქუიან სარვენისნი მუნ ესუენა ტახტი...

ამგვარად, წარწერა ეკუთვნის ივანე სულას ძეს – ბიზანტიური საიმპერატორო კარის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა სკლიაროსთან დავით კურაპალატის († 1001) მიერ 979 საომრად გაგზავნილი ლაშქრის მონაწილეს. წყაროების („სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი) მონაცემებით, ივანე სულას ძე ჩორჩანელთა – ადგილობრივი ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს – წარმომადგენელი იყო. ე. თაყაიშვილი თვლიდა, რომ იგი თორნიკე ერისთავია – ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაგზავნილი მხედრობის ერთ-ერთი სარდალი. ავტორის აზრით, თორნიკეს ბერობის სახელი იოანე იგივე ივანეა, ხოლო სულა მეორე სახელია თორნიკეს მამისა – ჩორდვანელისა. ეს სულა და ათონის ქართველთა მონასტრის იმდროინდელ ერთ-ერთ აღაპში მოხსენიებული ძმების, ფარსმანისა და ჩორჩანელის, მამა – სულა სხვადასხვა პირია, ორივე სულას ასევე სხვადასხვა პირებად და სხვადასხვა დროის მოღვაწეებად მიიჩნევენ ნ. ბერძენიშვილი და ე. მეტრეველი.

გარდა ივანე სულას ძისა, წარწერის ტექსტში დასახელებული არიან ისტორიული პირები: სკლიაროსი (ორგზის) და დავით კურაპალატი; გეოგრაფიული სახელები: საბერძნეთი, ხარსანანი და სარვენისნი. წარწერა, მასი წარმოდგენილი ისტორიული რეალიებით, დაახლოებით 979-ით) თარიღდება, იგი დოკუმენტურად ადასტურებს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა ამქრის მონაწილეობასა და მის დამსახურებას ბიზანტიის სამეფო კარის წინაშე.

ვ. სილოგავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ.I. შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1980 (იქვე ბიბლიოგრაფია);
  • მეტრეველი ე. ათონის ქართული მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ. 1998;

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები