ემფატიკური ხმოვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ემფატიკური -ი)
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
==== ემფატიკური -ი ====
 
==== ემფატიკური -ი ====
ემფატიკური -ა და უკვეცელ სახელთა ბოლოს ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში -ი დაბოლოება (წყაროსი, წყაროთი) მიჩნეულია ერთ და იმავე ოდენობად: ორივე შემთხვევაში ამ ი-ს უკავია ის ადგილი, რომელიც ემფატიკურ -ა-ს ეკავა (არნ. ჩიქობავა).
+
ემფატიკური -ა და უკვეცელ სახელთა ბოლოს ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში -ი დაბოლოება (წყაროსი, წყაროთი) მიჩნეულია ერთ და იმავე ოდენობად: ორივე შემთხვევაში ამ ი-ს უკავია ის ადგილი, რომელიც ემფატიკურ -ა-ს ეკავა (''არნ. ჩიქობავა'').
  
–ი დაბოლოება (წყაროსი…) წარმოშობით სახელობითი ბრუნვის ნიშანია (ვ. თოფურია, ა. შანიძე). თვით სახელობითი ბრუნვის ნიშანი -ი და ემფატიკური -ა წარმოშობით განსაზღვრებითი ელემენტები იყო: კაც (განუსაზღვრელი) – *კაც-ი (განსაზღვრული). ეს დაპირისპირება ძვ. ქართულში უკვე მოშლილია. რადგან –ი იქცა სახელობითი ბრუნვის ნიშნად, ემფატიკური -ა კი შეუერთდა მიცემით,
+
–ი დაბოლოება (წყაროსი…) წარმოშობით სახელობითი ბრუნვის ნიშანია (''ვ. თოფურია, ა. შანიძე''). თვით სახელობითი ბრუნვის ნიშანი -ი და ემფატიკური -ა წარმოშობით განსაზღვრებითი ელემენტები იყო: კაც (განუსაზღვრელი) – *კაც-ი (განსაზღვრული). ეს დაპირისპირება ძვ. ქართულში უკვე მოშლილია. რადგან –ი იქცა სახელობითი ბრუნვის ნიშნად, ემფატიკური -ა კი შეუერთდა მიცემით,
 
ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვათა ნიშნებს (-სა, -ისა, -ითა). ძვ. ქართულში
 
ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვათა ნიშნებს (-სა, -ისა, -ითა). ძვ. ქართულში
ბუნებრივია როგორც „კაცისა წიგნი“, ისე „წიგნი კაცისა“ (უფრო ძველია – „კაცისაჲ წიგნი“ და „წიგნი კაცისაჲ“), განსაზღვრულობა კი ამ დროს გამოიხატებოდა ნაწევრებით (კაცი იგი, კაცსა მას, კაცისა მის. კაცითა მით), ამას შედეგად მოჰყვა სუბსტანტიურ მსაზღვრელთა ბოლოს ემფატიკური -ა სუფიქსისა და -ი სუფიქსის (რომელიც მსაზღვრელად გამოყენებული საკუთარი სახელის ბოლოს იყო სახელობით
+
ბუნებრივია როგორც „კაცისა წიგნი“, ისე „წიგნი კაცისა“ (უფრო ძველია – „კაცისაჲ წიგნი“ და „წიგნი კაცისაჲ“), განსაზღვრულობა კი ამ დროს გამოიხატებოდა ნაწევრებით (კაცი იგი, კაცსა მას, კაცისა მის, კაცითა მით), ამას შედეგად მოჰყვა სუბსტანტიურ მსაზღვრელთა ბოლოს ემფატიკური -ა სუფიქსისა და -ი სუფიქსის (რომელიც მსაზღვრელად გამოყენებული საკუთარი სახელის ბოლოს იყო სახელობით
 
ბრუნვაში) გაერთმნიშვნელიანება, მათ შეიძინეს სადემარკაციო ფუნქცია და კონსტრუქციები ჩაკეტეს: ბუნებრივია – „მოვიდა წერილი მეზობლისა/ამხანაგთან“, არ არის ბუნებრივი – „მოვიდა წერილი/მეზობლისა ამხანაგთან“; ასევე ბუნებრივია – „მიუმარჯვა წყალი წყაროსი/კალაპოტს/, არ არის ბუნებრივი – „მიუმარჯვა წყალი/წყაროსი კალაპოტს“.
 
ბრუნვაში) გაერთმნიშვნელიანება, მათ შეიძინეს სადემარკაციო ფუნქცია და კონსტრუქციები ჩაკეტეს: ბუნებრივია – „მოვიდა წერილი მეზობლისა/ამხანაგთან“, არ არის ბუნებრივი – „მოვიდა წერილი/მეზობლისა ამხანაგთან“; ასევე ბუნებრივია – „მიუმარჯვა წყალი წყაროსი/კალაპოტს/, არ არის ბუნებრივი – „მიუმარჯვა წყალი/წყაროსი კალაპოტს“.
  
ხაზი 28: ხაზი 28:
  
 
''თ. უთურგაიძე''
 
''თ. უთურგაიძე''
 
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

15:05, 21 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ემფატიკური ხმოვანი – ხმოვანი, რომელიც ერთვის გარკვეულ ბრუნვებში დასმულ სახელებს და გამონათქვამში (წინადადებაში) ძირითადად ასრულებს სადემარკაციო ფუნქციას. ქართულში ემფატიკური ხმოვნებია -ა და -ი. ტერმინი „ემფატიკური“ პირველად გამოიყენა ნ. მარმა მხოლოდ -ა ხმოვნისთვის, როგორც მავრცობისათვის. შემდეგ იგი (ფუნქციური იგივეობის გათვალისწინებით) გავრცელდა -ი ხმოვანზეც.

სარჩევი

ემფატიკური -ა

ხმოვანი -ა შეიძლება დაერთოს სახელებს, ზოგ ფორმაუცვლელ სიტყვას (იშვიათად, ზმნებსაც). მას საენათმეცნიერო ლიტერატურაში მავრცობ ხმოვანს, ნართაულ -ა-ს და მარცვალთღიაობის -ა-საც უწოდებენ.

-ა ხმოვანი ძველ ქართულშიც გამოიყენებოდა, სადაც მისი ხმარება სისტემური და კანონზომიერი იყო. იგი ერთოდა მხოლოდ საზოგადო სახელებს მიცემით, ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახელი იყო კომპოზიტის პირველი წევრი, შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი ან თანდებულიანი (მოქმ. ბრუნვა). -ა ხმოვანს არ დაირთავდა წინადადებაში ზმნისართად გამოყენებული სახელიც. სახელებში დადასტურებულ ამ -ა-ს გენეტურად ჩვენებით ნაცვალსახელს უკავშირებდნენ (ამას, ამის, ამით) და -ა ელემენტით გავრცობილ ბრუნვის ფორმებს, განუსაზღვრელი ფორმებისაგან განსხვავებით, განსაზღვრულად თვლიდნენ (არნ. ჩიქობავა).

ახალ ქართულში -ა ხმოვანს განსაზღვრული ფუნქცია არა აქვს და არც სისტემურადაა გამოყენებული. იხმარება შემდეგ შემთხვევებში:
1. უფრო ხშირად დაერთვის როგორც საკუთარ, ისე საზოგადო სახელებსა და ნაცვალსახელებს მიცემით, ნათესაობით, მოქმედებით და ვითარებით ბრუნვებში, ხოლო შესაფერის სიტუაციაში ხმოვანფუძიან სახელებსა და ნაცვალსახელებს მოთხრობით ბრუნვაშიც (კაცსა, რისა, ხმითა, შვილადა, ეანომა…);
2. ზოგჯერ დასტურდება (დაერთვის ან აღდგება) თანდებულთან ან ზოგ ისეთ ნაცვალსახელთან, რომელიც ბრუნვის ნიშნით არ არის გაფორმებული (ბავშვისთვისა, კესოსკენა, ცხენივითა… შენა, ესა, ვინა…);
3. ხშირად იხმარება ფორმაუცვლელ სიტყვებთან, ძირითადად ზმნისართებთან, ზოგჯერ კი – კავშირებსა და ნაწილაკებთანაც (აქა, წინა, კიდევა, იმიტომა…);
4. ხშირად -ა ხმოვნით გავრცობილ ფორმას ერთვის სხვათა სიტყვის -ო ხმოვანი (რაღაცამაო, გულითაო, რადაო…);
5. იშვიათად გვხედება ზმნებთანაც. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია სასაუბრო მეტყველებაში, ძირითადად მრავლობითობის -თ-სა და III სუბიექტური პირის ნიშნის -ს-ს შემდეგ (მივიდეთა და ვნახოთ, ნახესა და განიცადეს…).
ყველა ამ შემთხეევაში ემფატიკური ხმოვანი სტილისტიკური დანიშნულებისაა, მაგრამ მას მაინც გარკვეული ადგილი აქვს სიტყვაში და გარკვეულ პირობებში იხმარება: წინადადებაში პაუზსის წინ; და, თუ კავშირების წინ; მოკლე (ერთმარცვლიანი) და ისეთი ზმნების წინ, რომელთაც თავში (პირველ მარცვალში) ხმოვნის შემცველი მორფოლოგიური ელემენტი (ზმნისწინი, საწარმოებელი პრეფიქსი…) არ ახლავს.

ქართულში -ა ხმოვნის ხმარება აუცილებელია შემდეგ შემთხქევებში: თანხმოვანფუძიან სიტყვებში -ც(ა) ნაწილაკის წინ (წა-მალსა-ც, თვითონა-ც, უწინა-ც… გამონაკლისებია შენც, ჩვენც, თქვენც, ვინც, როგორც. ასეთ -ა-ს მაერთებელ ხმოვანსაც უწოდებენ); სახელის მიცემითი ბრუნვის ფორმებთან, როდესაც მას -ვით თანდებული ერთვის (კალიასავით, მზესავით, ხბოსავით-.); ნათესაობით ბრუნვაში დასმულ მსაზღვრელთან, თუ ის საზღვრულს მოსდევს (ძალა სიყვარულისა, მუშაობას გიორგისა-ს…): შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილთან (ქვისა-ა, კარგადა-ა, იმიტომა-ა…); და, თუ კავშირებით შეერთებულ მიცემით ან ნათესაობით ბრუნვაში დასმულ სახელთაგან პირველთან, როცა მეორე თანდებულდართულია (მიწასა და ცაზე, ძმისა თუ დისთვის…).(თ. ზურაბიშვილი)

ემფატიკური -ი

ემფატიკური -ა და უკვეცელ სახელთა ბოლოს ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში -ი დაბოლოება (წყაროსი, წყაროთი) მიჩნეულია ერთ და იმავე ოდენობად: ორივე შემთხვევაში ამ ი-ს უკავია ის ადგილი, რომელიც ემფატიკურ -ა-ს ეკავა (არნ. ჩიქობავა).

–ი დაბოლოება (წყაროსი…) წარმოშობით სახელობითი ბრუნვის ნიშანია (ვ. თოფურია, ა. შანიძე). თვით სახელობითი ბრუნვის ნიშანი -ი და ემფატიკური -ა წარმოშობით განსაზღვრებითი ელემენტები იყო: კაც (განუსაზღვრელი) – *კაც-ი (განსაზღვრული). ეს დაპირისპირება ძვ. ქართულში უკვე მოშლილია. რადგან –ი იქცა სახელობითი ბრუნვის ნიშნად, ემფატიკური -ა კი შეუერთდა მიცემით, ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვათა ნიშნებს (-სა, -ისა, -ითა). ძვ. ქართულში ბუნებრივია როგორც „კაცისა წიგნი“, ისე „წიგნი კაცისა“ (უფრო ძველია – „კაცისაჲ წიგნი“ და „წიგნი კაცისაჲ“), განსაზღვრულობა კი ამ დროს გამოიხატებოდა ნაწევრებით (კაცი იგი, კაცსა მას, კაცისა მის, კაცითა მით), ამას შედეგად მოჰყვა სუბსტანტიურ მსაზღვრელთა ბოლოს ემფატიკური -ა სუფიქსისა და -ი სუფიქსის (რომელიც მსაზღვრელად გამოყენებული საკუთარი სახელის ბოლოს იყო სახელობით ბრუნვაში) გაერთმნიშვნელიანება, მათ შეიძინეს სადემარკაციო ფუნქცია და კონსტრუქციები ჩაკეტეს: ბუნებრივია – „მოვიდა წერილი მეზობლისა/ამხანაგთან“, არ არის ბუნებრივი – „მოვიდა წერილი/მეზობლისა ამხანაგთან“; ასევე ბუნებრივია – „მიუმარჯვა წყალი წყაროსი/კალაპოტს/, არ არის ბუნებრივი – „მიუმარჯვა წყალი/წყაროსი კალაპოტს“.

არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმად ემფატიკური – ა ხმოვნის შეცვლა – ი ხმოვნით უკავშირდება ომონიმური ფორმების (ერთი მხრივ, მიცემით და ნათესაობით, მეორე მხრივ, მოქმედებით და ვითარებით ბრუნვების) განსხვავების საჭიროებას (ლ. ნოზაძე).

თ. უთურგაიძე

ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. სახელთა ბრუნების ისტორიიდან ქართულში: ფუძეუკვეც სახელთა ნათესაობითისა და მოქმედებითის ფორმანტთა ევოლუციისათვის (1942). – კრ: სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში. წგ.- I, ე. თოფურიას რედ. თბ., 1956;
  • მისივე. ისტორიულად განსხვავებული ორი მორფოლოგიური ტიპისათვის ქართულ ბრუნვათა შორის, იქვე;
  • უთურგაიძე თ. მორფონოლოგიური ცვლილებებისათვის ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში. – «იკე», XXIII, თბ. 1985;
  • მისივ გავრცელების -ა-ს დისტრიბუციის შეცვლა სუბსტანციურ მსაზღვრელთან და მისი სინტაქსური შედეგები ქართულ ენაში. – «მაცნე» (ენისა და ლიტ. სერია), 1985, №2;
  • ნოზაძე ლ. ემფატიკური -ი ქართულში. – «იკე», XXIX. თბ. 1990.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები