ცირცელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 22: ხაზი 22:
  
  
[[კატეგორია:ხე-მცენარეები]]
+
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ვარდისებრნი]]
 
[[კატეგორია:ვარდისებრნი]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 23:50, 20 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ცირცელი

ცირცელი - (Sorbus caucasigena Kom.)
ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). მეგრულადამვაშა, ჩვახა, ჭვახა.

4-15 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ფართო ვარჯით. ქერქი ღეროზე რუხი ფერისაა; კვირტები კონუსურია, შებუსულია გაფანტული ბეწვით. ფოთლები კენტფრთისებურია. ფოთოლაკების ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე ფერის, ქვედა მხარე უფრო მკრთალი ფერისაა და ოდნავ შებუსული. ყველა ფოთოლაკი ძირიდანვე ან შუა ნაწილიდან წვერამდე კიდეებზე ბასრხერხკბილაა. ყვავილედი ფარისებურია, მრავალყვავილიანი, შიშველი ან მეტწილად ოდნავ შებუსული. ყვ. ნაყ. VI. იზრდება ტყის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში, მდინარე სტორის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.

ნაყოფები შეიცავს 4-8 მგ% შაქრებს (ფრუქტოზა, გლუკოზა, სორბოზა, სახაროზა), 2,7 მგ%-მდე ვაშლის, ლიმონის, ყურძნისა და ქარვის მჟავებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათში დიდი რაოდენობით არსებული – ასკორბინის მჟავა (200 მგ%), კაროტინი (20 მგ %) და ვიტამინი P, მთრიმლავი და მწარე ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთები. თესლები 22 მგ% ცხიმოვან ზეთებს შეიცავს.

ნაყოფები საჭმელად გამოიყენება ნედლი სახით, განსაკუთრებით ყინვების შემდეგ, როდესაც უფრო ტკბილი ხდება; მის ძირითად მასას იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში მარმელადის, მურაბის, პასტის, ღვინის, ლიქიორის, ძმრის, ბურახისა და ტკბილი სეროფების დასამზადებლად. გამშრალ ნაყოფებს იყენებენ როგორც პროფილაქტიკურ და სამკურნალო ვიტამინირებულ საშუალებას, შედის აფთიაქებში გასაყიდ ვიტამინირებული ნაკრებების შემადგენლობაში.

ხასიათდება ანტიმიკრობული, სისხლდენის შემაჩერებელი, ანტიცინგური, შემომგარსავი, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი, შარდმდენი, სოკოს საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი მოქმედებით.

მედიცინაში გამოიყენება: ქოლეცისტიტის, ფაღარათის, დიზენტერიის, შეკრულობის, თირკმელკენჭოვანი დაავადებების, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, ავიტამინოზის, ჰიპერტონიული დაავადების, ბუასილის დროს.

სიფრთხილის ღონისძიებები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები