ოქროსწკეპლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]*
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 +
 
 
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
 
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

19:25, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ოქროსწკეპლა - Solidago virgaurea L.

Solidago virgaurea L. – ოქროწკეპლა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე გამერქნებული მთავარღერძა ფესურით. ღერო სწორმდგომია, დაუტოტავი, შეფოთლილი 25-100 სმ სიმაღლის, მოწითალო შეფერილობის. ფოთლები მორიგეობითია, კვერცხისებრი ან ელიფსური, წაწვეტებული, კიდეებზე ხერხკბილა; ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები შევიწროებულია ფრთისებრ ყუნწად, შუა და ზედა ფოთლები უფრო წვრილია და ვიწრო, მჯდომარე. მთელი მცენარე მოფენილია მოკლე ბეწვებით. ყვავილები ყვითელია, წვრილი, 10-15 მმ დიამეტრის, მრავალრიცხოვანი კალათები ღეროების ბოლოებზე შეკრებილია ვიწრო მტევნისებრ ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი – ცილინდრული წახნაგოვანი თესლურაა 3-4 მმ სიგრძის, შებუსვილი, მურა ფერის ქოჩრით. ყვ. V-IX; ნაყ. VII-X.

იზრდება მთის წინებიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყეებსა და ველობებზე.

სამკურნალო მიზნით გამოიყენება შეფოთლილი წვეროსეული ყლორტები, რომლებსაც აგროვებენ ყვავილობისას.

ხასიათდება კარგად გამოხატული დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედებით. ამ თვისებებიდან გამომდინარე, ფართოდ გამოიყენება შარდის ბუშტისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებებისას, განსაკუთრებით შარდკენჭოვანი დაავადებებისას, ასაკოვან ადამიანებში შარდის შეუკავებლობის, გემატურიის, ალბუმინურიის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს.

მთელი მცენარე ექსპერიმენტში ავლენს აქტივობას ჰერპესისა და გრიპის ვირუსების მიმართ.

ხალხურ მედიცინაში მცენარის მიწისზედა ნაწილების ნახარშები და ნაყენები გამოიყენება როგორც დიურეზული, შემკვრელი, ოფლმდენი, ამოსახველებელი, ჰემოსტატიკური, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი საშუალება შარდის ბუშტისა და თირკმელების, ასციტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ბრონქიალური ასთმის, შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ტუბერკულოზის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ართრიტების, დიარეის, ენტერიტის, კოლიტის, მენორაგიის, თეთრი შლის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფფის, ლარინგიტის, ანგინის, ეგზემის სამკურნალოდ. ექსტრაქტი კავკასიაში რეკომენდირებულია სკროფულოზის დროს.

ხოლო მცენარის მიწისქვეშა ნაწილს (სპირტიანი ნაყენი) კავკასიაში იყენებენ ჭრილობების შესახორცებლად.

ჰომეოპატიაში ყვავილედების ესენციას იყენებენ ნეფრიტის, ბრონქიალური ასტმის, ართრიტების, დიათეზისა და კანის დავადებებისას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები