მრავალყვავილიანი სვინტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Polygonatum-multiflorum-2.jpg|thumb|300პქ|მრავალყვავილიანი სვინტრი - Polygonatum multifloru...)

20:58, 8 ნოემბერი 2023-ის ვერსია

მრავალყვავილიანი სვინტრი - Polygonatum multiflorum (L.) All.

Polygonatum multiflorum (L.) All. – მრავალყვავილიანი სვინტრი

მრავალწლოვანი, ჰორიზონტალურ ფესურიანი, ბალახოვანი მცენარეა 35-75 სმ-მდე სიმაღლის, ცილინდრული, შიშველი ღეროთი. ფოთოლი მოგრძოა, მოგრძო-ლანცეტა ან ფართო ოვალური. თითქმის მჯდომარე; თითოეული ფოთლის უბეში 3-5 ყვავილია. ყვავილსაფარი ქოთნისებრია, თეთრი, 10-15 მმ სიგრძის. ნაყოფი სფერული, მოლურჯო-მოშავო კენკრაა. ყვ. V-VI; ნყ. VIII.

ხასიათდება სამკურნალო მნიშვნელობით.

ბორეალური, ევრაზიული სახეობაა. აღწერილია ევროპიდან, ტიპი ლონდონში. საერთო გავრცელება: ჩრდ. და შუა ევროპა, ატლანტური ევროპა, ხმელთაშუაზღვის მხარე, დას. ბალყარეთი, მცირე აზია, სომხეთ-ქურთისტანი, ინდოეთ-ჰიმალაი, იაპონია, ჩინეთი, ჩრდ. ამერიკა. ცენტრ. და აღმ. აზია (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).

კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია.

საქართველოში გავრცელებულია: იმერეთი, აჭარა, ქართლი, მესხეთი. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, მთის შუა სარტყელამდე (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში გვხვდება თელეთისა და მცხეთის მხარეს, კარსნის, არმაზისა და მართაზის ხეობებში – 650-900 მ, საგურამოს ქედზე – 650-1000 მ, კოჯრისა და კიკეთის მიდამოებში, ქვემო და ზემო წყნეთში – 700-1300 მ, დიღმის დიდგორი – 850 მ, თელიანი, ბევრეთი, ტაბარუკი, წოდორეთი, კრწანისის მიდამოები, მარტყოფი-ნორიო, სადაც ხშირად დომინანტურ დაჯგუფებებს ჰქმნის. მეზოფილური, ნახევრად სინათლის მოყვარული ტყის მცენარეა. ბინადრობს ნოტიო, სუსტმჟავე, მდიდარ ჰუმუსიან, ფხვიერ, ქვიშნარ, ქვიან და სუფთა თიხნარ ნიადაგებზე. გავრცელებულია დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე, ბალახოვან საფარში მუხის, წიფლისა და შერეულ ტყეებში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები