ჭავჭავაძე თამარ
(→როლები) |
(→როლები) |
||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
*ემილია (შექსპირის „ოტელო“), | *ემილია (შექსპირის „ოტელო“), | ||
*ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), | *ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), | ||
− | *მარგარიტა (დიუმა- | + | *მარგარიტა ([[დიუმა ალექსანდრე (შვილი)|დიუმა-შვილი]]ს „მარგარიტა გოტიე“), |
*ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), | *ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), | ||
*ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“), | *ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“), |
მიმდინარე ცვლილება 00:58, 31 ივლისი 2023 მდგომარეობით
ჭავჭავაძე თამარ ირაკლის ასული (დ. - 16.X.1896, ყვარელი - გ. - 20.IV.1968, თბილისი) - მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1917-1919 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, პარალელურად - პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919-1921 წლებში სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი - ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920-1928 და 1942-1964 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში (1928-1942). 1964-1968 წლებში მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში.
თამარ ჭავჭავაძის როლები გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩეოდა. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი.
[რედაქტირება] როლები
შეასრულა:
- სალომეა (უაილდის „სალომეა“),
- ლამარა (გ. რობაქიძის „ლამარა“),
- ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“),
- ემილია (შექსპირის „ოტელო“),
- ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“),
- მარგარიტა (დიუმა-შვილის „მარგარიტა გოტიე“),
- ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“),
- ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“),
- იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“),
- სინათა („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ.
დაჯილდოებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მერაბ გეგია
[რედაქტირება] ლიტერატურა
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი