პრევილი პიერ ლუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პიერ ლუი პრევილი''' – (Pierre Louis Dubus Preville, 1721-1799), ფრანგი კომიკოსი მსახიო...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Previli.PNG|thumb|პიერ ლუი პრევილი]]
 
'''პიერ ლუი პრევილი''' – (Pierre Louis Dubus Preville, 1721-1799), ფრანგი კომიკოსი მსახიობი.
 
'''პიერ ლუი პრევილი''' – (Pierre Louis Dubus Preville, 1721-1799), ფრანგი კომიკოსი მსახიობი.
  
ხაზი 7: ხაზი 8:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[მსოფლიო მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
+
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[კატეგორია:მსახიობები]]
 
[[კატეგორია:მსახიობები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი მსახიობები]]

მიმდინარე ცვლილება 00:03, 15 ივლისი 2023 მდგომარეობით

პიერ ლუი პრევილი

პიერ ლუი პრევილი – (Pierre Louis Dubus Preville, 1721-1799), ფრანგი კომიკოსი მსახიობი.

პრევილმა შემოქმედება პროვინციაში დაიწყო. 1753 წელს პირველად გამოვიდა ფრანგული კომედიის თეატრში, სადაც 30 წელზე მეტხანს მოღვაწეობდა. მისი ამპლუა იყო ე. წ. კომიკური მსახური. ასევე ასრულებდა სახასიათო როლებს, კომიკურ მოხუცებს და კეთილშობილ მამებს მეშჩანურ დრამებში. პრევილი ებრძოდა სქემატურობას და სამსახიობო შტამპებს. მიაჩნდა, რომ მსახიობი უნდა გარდასახულიყო თავის პერსონაჟად და ცხოვრებისეული სიმართლით გადმოეცა გმირის ხასიათი. თითოეული მისი პერსონაჟი ინდივიდუალური ნიუანსებით და თვისებებით გამოირჩეოდა.

1774 წელს პრევილი სათავეში ჩაუდგა ახალჩამოყალიბებულ „სამეფო“ თეატრალურ სკოლას, სადაც არაჩვეულებრივი პედაგოგიური ნიჭი გამოავლინა და კომიკოსი მსახიობების მთელი პლეადა აღზარდა. ის მოსწავლეებს დრამატურგების პატივისცემას უნერგავდა, მათგან მოითხოვდა ავტორის ჩანაფიქრის და პიესის არსის, იდეის ამოცნობას. ტექსტზე მუშაობისას მოუწოდებდა – ჩაწვდომოდნენ სტროფების აზრს და მის გამოსაკვეთად, და არა რიტმის შესანარჩუნებლად, გაეკეთებინათ პაუზები. დეკლამაციის მანერულობას უპირისპირებდა ლოგიკურ აზრს, რომელიც პერსონაჟის ხასიათსა და დრამატურგიულ სიტუაციას გადმოსცემდა. მსახიობებს ასწავლიდა გარემოზე, ადამიანებზე, მათ თვისებებზე, ზნე-ჩვეულებებზე, მანერებზე დაკვირვებას და პერსონაჟების შექმნის დროს მათ გონივრულად გამოეყენებას. პრევილს, მოლიერის შემდეგ, უდიდეს კომიკოსად თვლიდნენ საფრანგეთში.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები