პაუზა (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაუზა – (ლათ. pausa, ბერძნ. pausis – შეწყვეტა), ხანმოკლე ყოვნი მსახიობის მოქმედებასა თუ მეტყველებაში; კრიტიკულ სიტუაციაში წარმოქმნილი სულიერი მდგომარეობის დუმილით გამოხატვა.
პაუზა მედიტაციური ფონის შექმნის საუკეთესო საშუალებაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური აქცენტაციისთვის.