მეშჩანური დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მდაბიურმა დრამა“ გადაიტანა გვერდზე „მეშჩანური დრამა“ გადამის...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მეშჩანური დრამა“ გადაიტანა გვერდზე „მდაბიური დრამა“ გადამისა...)

15:10, 2 ივნისი 2023-ის ვერსია

მეშჩანური დრამა – დრამატული ჟანრის ნაირსახეობა. აღმოცენდა მე-18 საუკუნის I ნახევარში დიდ ბრიტანეთში; დაუპირისპირდა კლასიციზმს. შემდგომ გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებში.

მდაბიურმა დრამამ თავადაზნაურთა საზოგადოების არისტოკრატიულ ზნეობას დაუპირისპირა ადამიანები მესამე ფენიდან, როგორც უფრო ქველნი და ჰუმანურნი. წინა პლანზე იქნა წამოწეული დრამატიზმით აღსავსე მორალური და ყოფით-სოციალური კონფლიქტები. მდაბიური დრამის შემქმნელები და თეორეტიკოსები (ჯ. ლილო, დ. დიდრო, გ. ლესინგი, პ. ბომარშე, ლ. მერსიე) გადაჭრით უარყოფდნენ კლასიციზმისათვის დამახასიათებელ პათეტიკას და დეკლამაციურ მანერულობას, ამკვიდრებდნენ გრძნობიერ, ნატურალურ, სამეტყველო ინტონაციას, პანტომიმიკურ ქმედითობას.

მეშჩანურმა დრამამ არსებობა შეწყვიტა XVIII საუკუნეში, მაგრამ მისმა ზოგიერთმა პრინციპმა განვითარება პოვა მელოდრამაში, რომანტიკულ დრამაში XIX საუკ. და ნიადაგი მოამზადა რეალისტური დრამის განვითარებისათვის.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები