მედეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 11 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Medea.jpg|thumb|'''მედეა''' <br />ამფორას [[ფერწერა]] (ძვ. წ. 330-320 წ.წ.), პარიზი, ლუვრი]]
 
[[ფაილი:Medea...jpg|thumb|'''მედეა''' <br />კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 400-390 წ.წ.), რუვო]]
 
[[ფაილი:Medea...jpg|thumb|'''მედეა''' <br />კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 400-390 წ.წ.), რუვო]]
[[ფაილი:Medea.jpg|thumb|'''მედეა''' <br />ამფორას ფერწერა (ძვ. წ. 330-320 წ.წ.), პარიზი, ლუვრი]]
 
[[ფაილი:Medeaa...jpg|thumb|'''მედეა''' <br />კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 330-320 წ.წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი]]
 
 
 
'''მედეა''' – ''(ბერძნ.)'' ჯადოქარი, კოლხეთის მეფის, [[აიეტი]]ს ასული. [[ჰელიოსი]]ს შვილიშვილი.  
 
'''მედეა''' – ''(ბერძნ.)'' ჯადოქარი, კოლხეთის მეფის, [[აიეტი]]ს ასული. [[ჰელიოსი]]ს შვილიშვილი.  
  
 
მზე-ღმერთის, ჰელიოსის ძე აიეტი კოლხეთში რომ დასახლდა, თავდაპირველად ცოლად შეირთო კავკასიელი [[ნიმფები|ნიმფა]] ასტეროდეა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი [[აფსირტოსი]]. მეორე ცოლმა, [[ოკეანიდები|ოკეანიდა]] იდიიამ, მას უშვა ორი ასული, [[ქალკიოპე]] და გრძნეული მედეა.
 
მზე-ღმერთის, ჰელიოსის ძე აიეტი კოლხეთში რომ დასახლდა, თავდაპირველად ცოლად შეირთო კავკასიელი [[ნიმფები|ნიმფა]] ასტეროდეა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი [[აფსირტოსი]]. მეორე ცოლმა, [[ოკეანიდები|ოკეანიდა]] იდიიამ, მას უშვა ორი ასული, [[ქალკიოპე]] და გრძნეული მედეა.
  
ბერძნულ მითოსში მედეა მაშინ გამოჩნდება, როდესაც [[არგონავტები]] [[იასონი]]ს წინამძღოლობით მიადგებიან კოლხიდას და მოითხოვენ [[ოქროს საწმისი|ოქროს საწმისს]]. განრისხდება მეფე აიეტი და მოჩვენებითი სიმშვიდით განაცხადებს თანხმობას, თუ იასონი აღასრულებს მის დავალებას. ბერძენ გმირს უკან დასახევი გზა არ ექნება ([[არგონავტები]]). არგონავტებს ღმერთები მფარველობდნენ. სასოწარკვეთილი იასონის გამხნევება მისივე მეგობარმა, არგოსმა სცადა. ასე მიმართა: „დედაჩემს ვთხოვოთ, დაიყოლიოს თავისი და, მედეა, რამე იღონოს. მას ხომ გრძნეულმა [[ჰეკატე]]მ სასწაულმოქმედი წამლების შეზავება ასწავლა“. არგოსის სიტყვას ღმერთის ნიშანიც მოჰყვა: აფრენილ ქორს კლანჭებიდან დაუსხლტა მტრედი და იასონს ჩაუვარდა კალთაში. თავად ქორი კი ხომალდის კიჩოს დაასკდა. მისანმა მოფსოსმა არგონავტებს მოუწოდა, ტრფობის ქალღმერთი [[აფროდიტე]] ეხმოთ მფარველად. ასეც მოიქცნენ, ხოლო არგოსი დედა-ქალკიოპეს ეახლა და საშველად შეიპირა.
+
ბერძნულ მითოსში მედეა მაშინ გამოჩნდება, როდესაც [[არგონავტები]] [[იასონი]]ს წინამძღოლობით მიადგებიან [[კოლხიდა|კოლხიდას]] და მოითხოვენ [[ოქროს საწმისი|ოქროს საწმისს]]. განრისხდება მეფე აიეტი და მოჩვენებითი სიმშვიდით განაცხადებს თანხმობას, თუ იასონი აღასრულებს მის დავალებას. ბერძენ გმირს უკან დასახევი გზა არ ექნება ([[არგონავტები]]). არგონავტებს ღმერთები მფარველობდნენ. სასოწარკვეთილი იასონის გამხნევება მისივე მეგობარმა, არგოსმა სცადა. ასე მიმართა: „დედაჩემს ვთხოვოთ, დაიყოლიოს თავისი და, მედეა, რამე იღონოს. მას ხომ გრძნეულმა [[ჰეკატე]]მ სასწაულმოქმედი წამლების შეზავება ასწავლა“. არგოსის სიტყვას ღმერთის ნიშანიც მოჰყვა: აფრენილ ქორს კლანჭებიდან დაუსხლტა მტრედი და იასონს ჩაუვარდა კალთაში. თავად ქორი კი ხომალდის კიჩოს დაასკდა. მისანმა მოფსოსმა არგონავტებს მოუწოდა, ტრფობის ქალღმერთი [[აფროდიტე]] ეხმოთ მფარველად. ასეც მოიქცნენ, ხოლო არგოსი დედა-ქალკიოპეს ეახლა და საშველად შეიპირა.
  
აფროდიტეს ცელქმა ბიჭუნამ, [[ეროსი|ეროსმა]], სიყვარული შთაუნერგა მედეას. ვნებამორეული მეფის ასული დარდმა შეიპყრო. დას გაუმხილა
+
აფროდიტეს ცელქმა ბიჭუნამ, [[ეროსი|ეროსმა]], სიყვარული შთაუნერგა მედეას. ვნებამორეული მეფის ასული დარდმა შეიპყრო. დას გაუმხილა გულისნადები. შეთანხმდნენ, უნდა დახმარებოდნენ იასონს. ჰეკატეს ტაძრისაკენ გაემართა მედეა და დათქმულ დროს ყუთიდან ამოიღო ჯადო-წამალი, რომელსაც საოცარი თვისება ჰქონდა: ვინც კი ამ წამლით დაიზელდა სხეულს, ვერას ავნებდა იარაღის თუ ცეცხლის ძალა. ეს ჯადო-წამალი
გულისნადები. შეთანხმდნენ, უნდა დახმარებოდნენ იასონს. ჰეკატეს ტაძრისაკენ გაემართა მედეა და დათქმულ დროს ყუთიდან ამოიღო ჯადო-წამალი,
+
რომელსაც საოცარი თვისება ჰქონდა: ვინც კი ამ წამლით დაიზელდა სხეულს, ვერას ავნებდა იარაღის თუ ცეცხლის ძალა. ეს ჯადო-წამალი
+
 
მზადდებოდა იმ ბალახით, რომელიც კავკასიონზე მიჯაჭვული [[პრომეთე]]ს სისხლის წვეთებიდან იყო აღმოცენებული.
 
მზადდებოდა იმ ბალახით, რომელიც კავკასიონზე მიჯაჭვული [[პრომეთე]]ს სისხლის წვეთებიდან იყო აღმოცენებული.
  
მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. მეფის ასული ვერ იოკებდა თავის გრძნობებს. მისმა სილამაზემ და კეთილგანწყობამ
+
მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. მეფის ასული ვერ იოკებდა თავის გრძნობებს. მისმა სილამაზემ და კეთილგანწყობამ იასონიც მოაჯადოვა. ბერძენმა გმირმა აღუთქვა ქალწულს, რომ ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე ეყვარებოდა. მედეამ ჯადო-წამალი მისცა იასონს და სათანადოდ დაარიგა.
იასონიც მოაჯადოვა. ბერძენმა გმირმა აღუთქვა ქალწულს, რომ ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე ეყვარებოდა. მედეამ ჯადო-წამალი მისცა იასონს და სათანადოდ დაარიგა.
+
  
ბერძენმა გმირმა შეუძლებელი რამ შეძლო – აღასრულა დავალება. გაოგნდა მეფე, პირი გატეხა და არგონავტების დაღუპვა განიზრახა. გრძნობდა,
+
ბერძენმა გმირმა შეუძლებელი რამ შეძლო – აღასრულა დავალება. გაოგნდა მეფე, პირი გატეხა და არგონავტების დაღუპვა განიზრახა. გრძნობდა, მედეამ უღალატა. შიშმა შეიპყრო მეფის ასული.
მედეამ უღალატა. შიშმა შეიპყრო მეფის ასული.
+
  
ახლა არგონავტებს მფარველად [[ჰერა]] მოევლინა. მან აიძულა მედეა, ეუწყებინა იასონისთვის მეფის განზრახვა. არგონავტები სასწრაფოდ უნდა
+
ახლა არგონავტებს მფარველად [[ჰერა]] მოევლინა. მან აიძულა მედეა, ეუწყებინა იასონისთვის მეფის განზრახვა. არგონავტები სასწრაფოდ უნდა გასცლოდნენ კოლხეთს. [[ზევსი]]ს სახელით დაიფიცა [[იასონი|იასონმა]], რომ მედეას კანონიერ ცოლად წარადგენდა [[ელადა|ელადის]] მიწად. კოლხმა გრძნეულმა იასონთან ერთად [[არესი]]ს ჭალისაკენ ისწრაფა და, ჰეკატეს ჯადო-ძალას ზიარებულმა, მიაძინა მარადფხიზელი დარაჯი, შემზარავი დრაკონი. შეთქმულებს ისღა დარჩენოდათ, ჩამოეხსნათ ოქროს [[საწმისი]] და ესწრაფათ ხომალდისაკენ. ასეც მოიქცნენ. არგონავტებმა ახსნეს [[ღუზა]] და სწრაფი სვლით ჩამოიტოვეს კოლხთა მდიდრული სანაპირო.
გასცლოდნენ კოლხეთს. [[ზევსი]]ს სახელით დაიფიცა [[იასონი|იასონმა]], რომ მედეას კანონიერ ცოლად წარადგენდა [[ელადა|ელადის]] მიწად. კოლხმა გრძნეულმა იასონთან ერთად [[არესი]]ს ჭალისაკენ ისწრაფა და, ჰეკატეს ჯადო-ძალას ზიარებულმა, მიაძინა მარადფხიზელი დარაჯი, შემზარავი დრაკონი. შეთქმულებს ისღა დარჩენოდათ, ჩამოეხსნათ ოქროს საწმისი და ესწრაფათ ხომალდისაკენ. ასეც მოიქცნენ. არგონავტებმა ახსნეს [[ღუზა]] და სწრაფი სვლით ჩამოიტოვეს კოლხთა მდიდრული სანაპირო.
+
  
კოლხეთის მეფემ მათ უამრავი ხომალდი დაადევნა თავისი ძის, აფსირტოსის მეთაურობით. კოლხებმა შეძლეს დაწეოდნენ არგონავტებს და გადაეჭრათ
+
კოლხეთის მეფემ მათ უამრავი ხომალდი დაადევნა თავისი ძის, აფსირტოსის მეთაურობით. კოლხებმა შეძლეს დაწეოდნენ არგონავტებს და გადაეჭრათ ყველა დასაბრუნებელი გზა. აქაც მედეამ იხსნა ბერძნები: დაარწმუნა იასონი, კიდევ ერთხელ ჩაედინა უღირსი საქმე. მედეამ [[აფსირტოსი|აფსირტოს]]ს შეუთვალა, თითქოს არგონავტებმა მოიტაცეს და კუნძულ ბრიგეისზე (სადაც თავს აფარებდნენ გაქცეულები) [[არტემისი]]ს ტაძარში მიაგდეს. მედეა ითხოვდა ძმასთან პირისპირ შეხვედრას. დის უწყებით მოტყუებული აფსირტოსი მარტოდმარტო გაემართა არტემისის ტაძრისაკენ, სადაც იგი ვერაგულად [[განგმირვა|განგმირა]] იასონმა (არსებობს სხვა ვერსიაც. აფსირტოსი). უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტებმა მუსრი გაავლეს და გზა განაგრძეს. ღმერთის
ყველა დასაბრუნებელი გზა. აქაც მედეამ იხსნა ბერძნები: დაარწმუნა იასონი, კიდევ ერთხელ ჩაედინა უღირსი საქმე. მედეამ [[აფსირტოსი|აფსირტოს]]ს შეუთვალა, თითქოს არგონავტებმა მოიტაცეს და კუნძულ ბრიგეისზე (სადაც თავს აფარებდნენ გაქცეულები) [[არტემისი]]ს ტაძარში მიაგდეს. მედეა
+
ითხოვდა ძმასთან პირისპირ შეხვედრას. დის უწყებით მოტყუებული აფსირტოსი მარტოდმარტო გაემართა არტემისის ტაძრისაკენ, სადაც იგი ვერაგულად
+
განგმირა იასონმა (არსებობს სხვა ვერსიაც. აფსირტოსი). უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტებმა მუსრი გაავლეს და გზა განაგრძეს. ღმერთის
+
 
უწყება ასეთი იყო: გმირები უნდა ხლებოდნენ აიეტის დას, გრძნეულ [[კირკე]]ს, რომელიც [[აიაია|აიაიას]] კუნძულზე სახლობდა, რათა დაღვრილი სისხლისაგან განწმენდილიყვნენ. არგონავტებმა მიაღწიეს აიაიას განთქმულ ნავსადგომს, სადაც კირკემ მიიღო იასონი და მედეა. მან, მართალია,
 
უწყება ასეთი იყო: გმირები უნდა ხლებოდნენ აიეტის დას, გრძნეულ [[კირკე]]ს, რომელიც [[აიაია|აიაიას]] კუნძულზე სახლობდა, რათა დაღვრილი სისხლისაგან განწმენდილიყვნენ. არგონავტებმა მიაღწიეს აიაიას განთქმულ ნავსადგომს, სადაც კირკემ მიიღო იასონი და მედეა. მან, მართალია,
შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ მავედრებელთა მფარველი ზევსის ნებით მაინც აღასრულა განწმენდის რიტუალი.
+
შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ მავედრებელთა მფარველი ზევსის ნებით მაინც აღასრულა განწმენდის [[რიტუალი]].
 
ხოლო მედეას ასეთი სიტყვით მიმართა: „დიდი ცოდვა გაწევს და ვერასოდეს გაექცევი აიეტის მძვინვარე რისხვას... თავიდან მომწყდი, ვეღარ მომილბობ
 
ხოლო მედეას ასეთი სიტყვით მიმართა: „დიდი ცოდვა გაწევს და ვერასოდეს გაექცევი აიეტის მძვინვარე რისხვას... თავიდან მომწყდი, ვეღარ მომილბობ
 
გულს ვედრებით!“  
 
გულს ვედრებით!“  
 
+
[[ფაილი:Medeaa...jpg|thumb|მარცხნივ|250პქ|'''მედეა''' <br />კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 330-320 წ.წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი]]
 
ხანგრძლივი და ფათერაკებით სავსე გზის გავლის შემდეგ ხომალდმა „[[არგო]]მ“ მიაღწია მშობლიურ ნაპირს. უფრო ადრე კი თესალიაში
 
ხანგრძლივი და ფათერაკებით სავსე გზის გავლის შემდეგ ხომალდმა „[[არგო]]მ“ მიაღწია მშობლიურ ნაპირს. უფრო ადრე კი თესალიაში
 
ხმა დარხეულა, დაიღუპნენო არგონავტები. ამ უწყებით გამხნევებულმა მეფე [[პელიასი|პელიასმა]] მოკლა იასონის მცირეწლოვანი ძმა, ხოლო
 
ხმა დარხეულა, დაიღუპნენო არგონავტები. ამ უწყებით გამხნევებულმა მეფე [[პელიასი|პელიასმა]] მოკლა იასონის მცირეწლოვანი ძმა, ხოლო
 
მშობლები აიძულა, თვითმკვლელობით დაესრულებინათ სიცოცხლე. არგონავტებმა განიზრახეს შურისძიება. მაგრამ მედეამ აღუთქვა მათ, რომ პელიასს
 
მშობლები აიძულა, თვითმკვლელობით დაესრულებინათ სიცოცხლე. არგონავტებმა განიზრახეს შურისძიება. მაგრამ მედეამ აღუთქვა მათ, რომ პელიასს
თავისი გრძნეულებით გამოასალმებდა სიცოცხლეს და აი, რა მოიმოქმედა: არტემისის ქანდაკებაში თავისი ჯადო-წამლები ჩამალა, რათა მისთვის საკვირველმოქმედი ძალა მიენიჭებინა. თავად ბერიქალად გარდაიქცა და პელიასის სასახლეში შეაბიჯა. მან დაარწმუნა მეფე და მისი ქალიშვილები, რომ არტემისს განზრახული აქვს პელიასის გაახალგაზრდავება. მეფის ასულთა ეჭვის გასაფანტად მედეა გვერდით ოთახში გავიდა და სუფთა წყლით ჩამოირეცხა ის საცხებელი, სახე რომ ასე დაუნაოჭა. ყმაწვილქალად გარდასახული მედეას ხილვით აღფრთოვანდნენ პელიადები და მის ნებას დაჰყვნენ. შეღამებისას, როდესაც პელიასმა დაიძინა, მედეამ ქალიშვილებს მოხუცი მეფის სხეულის ქვაბში მოხარშვა შესთავაზა. მათ დასარწმუნებლად ერთი ბებერი ცხვარი მოხარშა,
+
თავისი გრძნეულებით გამოასალმებდა სიცოცხლეს და აი, რა მოიმოქმედა: არტემისის ქანდაკებაში თავისი ჯადო-წამლები ჩამალა, რათა მისთვის საკვირველმოქმედი ძალა მიენიჭებინა. თავად ბერიქალად გარდაიქცა და პელიასის სასახლეში შეაბიჯა. მან დაარწმუნა მეფე და მისი ქალიშვილები, რომ არტემისს განზრახული აქვს პელიასის გაახალგაზრდავება. მეფის ასულთა ეჭვის გასაფანტად მედეა გვერდით ოთახში გავიდა და სუფთა წყლით ჩამოირეცხა ის საცხებელი, სახე რომ ასე დაუნაოჭა. ყმაწვილქალად გარდასახული მედეას ხილვით აღფრთოვანდნენ პელიადები და მის ნებას დაჰყვნენ. შეღამებისას, როდესაც პელიასმა დაიძინა, მედეამ ქალიშვილებს მოხუცი მეფის სხეულის [[ქვაბი|ქვაბში]] მოხარშვა შესთავაზა. მათ დასარწმუნებლად ერთი ბებერი ცხვარი მოხარშა,
 
შემდეგ კი რაღაც თვალთმაქცობით ქვაბიდან ბატკანი ამოიყვანა. ეჭვი გაუქრათ პელიადებს და მოხუცი მამა სიცოცხლეს გამოასალმეს. რა თქმა უნდა,
 
შემდეგ კი რაღაც თვალთმაქცობით ქვაბიდან ბატკანი ამოიყვანა. ეჭვი გაუქრათ პელიადებს და მოხუცი მამა სიცოცხლეს გამოასალმეს. რა თქმა უნდა,
 
მედეას აღარ გაუცოცხლებია პელიასი, მაგრამ იასონი ტახტზე მაინც ვერ აღზევდა. სამეფო სკიპტრა დაისაკუთრა პელიასის ძემ, ადრასტოსმა.
 
მედეას აღარ გაუცოცხლებია პელიასი, მაგრამ იასონი ტახტზე მაინც ვერ აღზევდა. სამეფო სკიპტრა დაისაკუთრა პელიასის ძემ, ადრასტოსმა.
ხაზი 43: ხაზი 33:
 
ისე მოაჩვენა, თითქოს მზად იყო, დაჰყოლოდა მის ნება-სურვილს. რადგან ტოვებდა შვილებს, საჭირო იყო კრეუსას კეთილგანწყობა. სწორედ
 
ისე მოაჩვენა, თითქოს მზად იყო, დაჰყოლოდა მის ნება-სურვილს. რადგან ტოვებდა შვილებს, საჭირო იყო კრეუსას კეთილგანწყობა. სწორედ
 
ბავშვების ხელით გაუგზავნა მედეამ მას „სამეფო ძღვენი“ – სასწაულმოქმედი შხამით გაჟღენთილი მოსასხამი. როდესაც კრეუსამ მოსასხამი მხრებზე
 
ბავშვების ხელით გაუგზავნა მედეამ მას „სამეფო ძღვენი“ – სასწაულმოქმედი შხამით გაჟღენთილი მოსასხამი. როდესაც კრეუსამ მოსასხამი მხრებზე
მოისხა, უმალ აალდა. ხმაურზე ოთახში კრეონი შემოვარდა და პეპლოსის აგლეჯა სცადა, მაგრამ დამღუპველი ალი მასაც მოედო და შვილთან ერთად
+
მოისხა, უმალ აალდა. ხმაურზე ოთახში [[კრეონი]] შემოვარდა და პეპლოსის აგლეჯა სცადა, მაგრამ დამღუპველი ალი მასაც მოედო და შვილთან ერთად
 
დაიფერფლა.
 
დაიფერფლა.
  
მედეას შურისგება ამით არ დამთავრებულა. მან საკუთარი ხელით მოკლა შვილები და ჰელიოსის ეტლით, რომელზეც დაასვენა ცხედრები, გაეცალა
+
მედეას შურისგება ამით არ დამთავრებულა. მან საკუთარი ხელით მოკლა შვილები და ჰელიოსის ეტლით, რომელზეც დაასვენა ცხედრები, გაეცალა კორინთოს. იასონმა თავი მოიკლა.
კორინთოს. იასონმა თავი მოიკლა.
+
  
ლტოლვილი კოლხი თებეს მიადგა, რათა [[ჰერაკლე]]სათვის ეთხოვა თავშესაფარი. მაგრამ ჰერაკლე სიგიჟით შეპყრობილი დახვდა. [[ჰერა]]ს
+
ლტოლვილი კოლხი თებეს მიადგა, რათა [[ჰერაკლე]]სათვის ეთხოვა თავშესაფარი. მაგრამ ჰერაკლე სიგიჟით შეპყრობილი დახვდა. [[ჰერა]]ს ნებით, გონგარდასულს ამოეხოცა ცოლშვილი. მედეამ განკურნა იგი, მაგრამ მასთან აღარ გაჩერებულა, რადგან ჰერაკლეს ცოდვათაგან განსაწმენდად წინ თორმეტი საგმირო საქმე ელოდა.
ნებით, გონგარდასულს ამოეხოცა ცოლშვილი. მედეამ განკურნა იგი, მაგრამ მასთან აღარ გაჩერებულა, რადგან ჰერაკლეს ცოდვათაგან განსაწმენდად
+
წინ თორმეტი საგმირო საქმე ელოდა.
+
  
 
შემდეგ მედეა ეწვია [[ათენი|ათენს]], რომელსაც განაგებდა მეფე [[ეგევსი]]. მეფემ მედეა ცოლად შეირთო. მათ შეეძინათ ვაჟი, მედოსი.
 
შემდეგ მედეა ეწვია [[ათენი|ათენს]], რომელსაც განაგებდა მეფე [[ეგევსი]]. მეფემ მედეა ცოლად შეირთო. მათ შეეძინათ ვაჟი, მედოსი.
როდესაც ათენში ჩამოვიდა ეგევსის ძე [[თესევსი]], მედეამ მისი თავიდან მოცილებაც განიზრახა. მაგრამ ჩაფიქრებული მზაკვრობა ვერ განახორციელა
+
როდესაც ათენში ჩამოვიდა ეგევსის ძე [[თესევსი]], მედეამ მისი თავიდან მოცილებაც განიზრახა. მაგრამ ჩაფიქრებული მზაკვრობა ვერ განახორციელა და თავის შვილთან ერთად აზიაში გადაიხვეწა. აქ შეიტყო, რომ აიეტი ძმას ჩამოეგდო ტახტიდან. მედოსმა აიეტს დაუბრუნა სამეფო სკიპტრა, შემდეგ
და თავის შვილთან ერთად აზიაში გადაიხვეწა. აქ შეიტყო, რომ აიეტი ძმას ჩამოეგდო ტახტიდან. მედოსმა აიეტს დაუბრუნა სამეფო სკიპტრა, შემდეგ
+
 
დაიპყრო აზიის მრავალი ქვეყანა, მათ შორის ის მხარეც, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელის მიხედვით მიდია ეწოდა.
 
დაიპყრო აზიის მრავალი ქვეყანა, მათ შორის ის მხარეც, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელის მიხედვით მიდია ეწოდა.
  
 
გარდაცვალების შემდეგ მედეა დაავანეს „[[ნეტართა კუნძულები|ნეტართა კუნძულებზე]]“, სადაც მისი აჩრდილი [[აქილევსი]]ს აჩრდილს შეეუღლა.
 
გარდაცვალების შემდეგ მედეა დაავანეს „[[ნეტართა კუნძულები|ნეტართა კუნძულებზე]]“, სადაც მისი აჩრდილი [[აქილევსი]]ს აჩრდილს შეეუღლა.
  
ის, რომ მედეა ჰელიოსის ბადიში იყო და რომ ღვთაებრივ ძალას ფლობდა, მისი კულტის არსებობაზე მიგვითითებს. მედეას მითოსის დრამატული სიუჟეტი
+
ის, რომ მედეა ჰელიოსის ბადიში იყო და რომ ღვთაებრივ ძალას ფლობდა, მისი კულტის არსებობაზე მიგვითითებს. მედეას მითოსის დრამატული სიუჟეტი ყველაზე მძაფრად წარმოადგინეს ჯერ ევრიპიდემ და სენეკამ ამავე სახელწოდების ტრაგედიებში, ხოლო შემდეგ სხვა დრამატურგებმა ([[დოლჩე ლოდოვიკო|დოლჩე]], [[კორნელი პიერ|კორნელი]], ფოსი, გლოვერი, ლოგნეპიერი, [[კლინგერი ფრიდრიხ მაქსიმილიან|კლინგერი]], [[გრილპარცერი ფრანც|გრილპარცერი]], [[ანუი ჟან|ანუი]], ბრაუნი და სხვა). ბუნებრივია, მისი სახე უყურადღებოდ არ დარჩენილა ქართულ მწერლობაშიც ([[აკაკი წერეთელი]], ლევან სანიკიძე, [[ოთარ ჭილაძე]] და სხვა).
ყველაზე მძაფრად წარმოადგინეს ჯერ ევრიპიდემ და სენეკამ ამავე სახელწოდების ტრაგედიებში, ხოლო შემდეგ სხვა დრამატურგებმა (დოლჩე, კორნელი, ფოსი, გლოვერი, ლოგნეპიერი, კლინგერი, გრილპარცერი, ანუი, ბრაუნი და სხვა). ბუნებრივია, მისი სახე უყურადღებოდ არ დარჩენილა ქართულ მწერლობაშიც (აკაკი წერეთელი, ლევან სანიკიძე, ოთარ ჭილაძე და სხვა).
+
  
  
ხაზი 71: ხაზი 56:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 16:43, 1 ივნისი 2023 მდგომარეობით

მედეა
ამფორას ფერწერა (ძვ. წ. 330-320 წ.წ.), პარიზი, ლუვრი
მედეა
კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 400-390 წ.წ.), რუვო

მედეა(ბერძნ.) ჯადოქარი, კოლხეთის მეფის, აიეტის ასული. ჰელიოსის შვილიშვილი.

მზე-ღმერთის, ჰელიოსის ძე აიეტი კოლხეთში რომ დასახლდა, თავდაპირველად ცოლად შეირთო კავკასიელი ნიმფა ასტეროდეა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი აფსირტოსი. მეორე ცოლმა, ოკეანიდა იდიიამ, მას უშვა ორი ასული, ქალკიოპე და გრძნეული მედეა.

ბერძნულ მითოსში მედეა მაშინ გამოჩნდება, როდესაც არგონავტები იასონის წინამძღოლობით მიადგებიან კოლხიდას და მოითხოვენ ოქროს საწმისს. განრისხდება მეფე აიეტი და მოჩვენებითი სიმშვიდით განაცხადებს თანხმობას, თუ იასონი აღასრულებს მის დავალებას. ბერძენ გმირს უკან დასახევი გზა არ ექნება (არგონავტები). არგონავტებს ღმერთები მფარველობდნენ. სასოწარკვეთილი იასონის გამხნევება მისივე მეგობარმა, არგოსმა სცადა. ასე მიმართა: „დედაჩემს ვთხოვოთ, დაიყოლიოს თავისი და, მედეა, რამე იღონოს. მას ხომ გრძნეულმა ჰეკატემ სასწაულმოქმედი წამლების შეზავება ასწავლა“. არგოსის სიტყვას ღმერთის ნიშანიც მოჰყვა: აფრენილ ქორს კლანჭებიდან დაუსხლტა მტრედი და იასონს ჩაუვარდა კალთაში. თავად ქორი კი ხომალდის კიჩოს დაასკდა. მისანმა მოფსოსმა არგონავტებს მოუწოდა, ტრფობის ქალღმერთი აფროდიტე ეხმოთ მფარველად. ასეც მოიქცნენ, ხოლო არგოსი დედა-ქალკიოპეს ეახლა და საშველად შეიპირა.

აფროდიტეს ცელქმა ბიჭუნამ, ეროსმა, სიყვარული შთაუნერგა მედეას. ვნებამორეული მეფის ასული დარდმა შეიპყრო. დას გაუმხილა გულისნადები. შეთანხმდნენ, უნდა დახმარებოდნენ იასონს. ჰეკატეს ტაძრისაკენ გაემართა მედეა და დათქმულ დროს ყუთიდან ამოიღო ჯადო-წამალი, რომელსაც საოცარი თვისება ჰქონდა: ვინც კი ამ წამლით დაიზელდა სხეულს, ვერას ავნებდა იარაღის თუ ცეცხლის ძალა. ეს ჯადო-წამალი მზადდებოდა იმ ბალახით, რომელიც კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთეს სისხლის წვეთებიდან იყო აღმოცენებული.

მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. მეფის ასული ვერ იოკებდა თავის გრძნობებს. მისმა სილამაზემ და კეთილგანწყობამ იასონიც მოაჯადოვა. ბერძენმა გმირმა აღუთქვა ქალწულს, რომ ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე ეყვარებოდა. მედეამ ჯადო-წამალი მისცა იასონს და სათანადოდ დაარიგა.

ბერძენმა გმირმა შეუძლებელი რამ შეძლო – აღასრულა დავალება. გაოგნდა მეფე, პირი გატეხა და არგონავტების დაღუპვა განიზრახა. გრძნობდა, მედეამ უღალატა. შიშმა შეიპყრო მეფის ასული.

ახლა არგონავტებს მფარველად ჰერა მოევლინა. მან აიძულა მედეა, ეუწყებინა იასონისთვის მეფის განზრახვა. არგონავტები სასწრაფოდ უნდა გასცლოდნენ კოლხეთს. ზევსის სახელით დაიფიცა იასონმა, რომ მედეას კანონიერ ცოლად წარადგენდა ელადის მიწად. კოლხმა გრძნეულმა იასონთან ერთად არესის ჭალისაკენ ისწრაფა და, ჰეკატეს ჯადო-ძალას ზიარებულმა, მიაძინა მარადფხიზელი დარაჯი, შემზარავი დრაკონი. შეთქმულებს ისღა დარჩენოდათ, ჩამოეხსნათ ოქროს საწმისი და ესწრაფათ ხომალდისაკენ. ასეც მოიქცნენ. არგონავტებმა ახსნეს ღუზა და სწრაფი სვლით ჩამოიტოვეს კოლხთა მდიდრული სანაპირო.

კოლხეთის მეფემ მათ უამრავი ხომალდი დაადევნა თავისი ძის, აფსირტოსის მეთაურობით. კოლხებმა შეძლეს დაწეოდნენ არგონავტებს და გადაეჭრათ ყველა დასაბრუნებელი გზა. აქაც მედეამ იხსნა ბერძნები: დაარწმუნა იასონი, კიდევ ერთხელ ჩაედინა უღირსი საქმე. მედეამ აფსირტოსს შეუთვალა, თითქოს არგონავტებმა მოიტაცეს და კუნძულ ბრიგეისზე (სადაც თავს აფარებდნენ გაქცეულები) არტემისის ტაძარში მიაგდეს. მედეა ითხოვდა ძმასთან პირისპირ შეხვედრას. დის უწყებით მოტყუებული აფსირტოსი მარტოდმარტო გაემართა არტემისის ტაძრისაკენ, სადაც იგი ვერაგულად განგმირა იასონმა (არსებობს სხვა ვერსიაც. აფსირტოსი). უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტებმა მუსრი გაავლეს და გზა განაგრძეს. ღმერთის უწყება ასეთი იყო: გმირები უნდა ხლებოდნენ აიეტის დას, გრძნეულ კირკეს, რომელიც აიაიას კუნძულზე სახლობდა, რათა დაღვრილი სისხლისაგან განწმენდილიყვნენ. არგონავტებმა მიაღწიეს აიაიას განთქმულ ნავსადგომს, სადაც კირკემ მიიღო იასონი და მედეა. მან, მართალია, შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ მავედრებელთა მფარველი ზევსის ნებით მაინც აღასრულა განწმენდის რიტუალი. ხოლო მედეას ასეთი სიტყვით მიმართა: „დიდი ცოდვა გაწევს და ვერასოდეს გაექცევი აიეტის მძვინვარე რისხვას... თავიდან მომწყდი, ვეღარ მომილბობ გულს ვედრებით!“

მედეა
კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 330-320 წ.წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი

ხანგრძლივი და ფათერაკებით სავსე გზის გავლის შემდეგ ხომალდმა „არგომ“ მიაღწია მშობლიურ ნაპირს. უფრო ადრე კი თესალიაში ხმა დარხეულა, დაიღუპნენო არგონავტები. ამ უწყებით გამხნევებულმა მეფე პელიასმა მოკლა იასონის მცირეწლოვანი ძმა, ხოლო მშობლები აიძულა, თვითმკვლელობით დაესრულებინათ სიცოცხლე. არგონავტებმა განიზრახეს შურისძიება. მაგრამ მედეამ აღუთქვა მათ, რომ პელიასს თავისი გრძნეულებით გამოასალმებდა სიცოცხლეს და აი, რა მოიმოქმედა: არტემისის ქანდაკებაში თავისი ჯადო-წამლები ჩამალა, რათა მისთვის საკვირველმოქმედი ძალა მიენიჭებინა. თავად ბერიქალად გარდაიქცა და პელიასის სასახლეში შეაბიჯა. მან დაარწმუნა მეფე და მისი ქალიშვილები, რომ არტემისს განზრახული აქვს პელიასის გაახალგაზრდავება. მეფის ასულთა ეჭვის გასაფანტად მედეა გვერდით ოთახში გავიდა და სუფთა წყლით ჩამოირეცხა ის საცხებელი, სახე რომ ასე დაუნაოჭა. ყმაწვილქალად გარდასახული მედეას ხილვით აღფრთოვანდნენ პელიადები და მის ნებას დაჰყვნენ. შეღამებისას, როდესაც პელიასმა დაიძინა, მედეამ ქალიშვილებს მოხუცი მეფის სხეულის ქვაბში მოხარშვა შესთავაზა. მათ დასარწმუნებლად ერთი ბებერი ცხვარი მოხარშა, შემდეგ კი რაღაც თვალთმაქცობით ქვაბიდან ბატკანი ამოიყვანა. ეჭვი გაუქრათ პელიადებს და მოხუცი მამა სიცოცხლეს გამოასალმეს. რა თქმა უნდა, მედეას აღარ გაუცოცხლებია პელიასი, მაგრამ იასონი ტახტზე მაინც ვერ აღზევდა. სამეფო სკიპტრა დაისაკუთრა პელიასის ძემ, ადრასტოსმა.

იასონმა და მედეამ კორინთოს შეაფარეს თავი. მათ შეეძინათ სამი შვილი. ათი წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ შემდეგ იასონმა ფიცი გატეხა: განიზრახა ცოლად შეერთო კორინთოს მეფის ასული კრეუსა. კორინთოს მეფე კრეონს კი გრძნეული ქალის შურისგების შიში დაეუფლა და ამიტომ მისი ქალაქიდან გაძევების ბრძანება გასცა. მძვინვარებდა კოლხი მედეა, მაგრამ რისხვა გულს ჩაიმარხა და საბრძოლველად მოემზადა: იასონს უხმო და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მზად იყო, დაჰყოლოდა მის ნება-სურვილს. რადგან ტოვებდა შვილებს, საჭირო იყო კრეუსას კეთილგანწყობა. სწორედ ბავშვების ხელით გაუგზავნა მედეამ მას „სამეფო ძღვენი“ – სასწაულმოქმედი შხამით გაჟღენთილი მოსასხამი. როდესაც კრეუსამ მოსასხამი მხრებზე მოისხა, უმალ აალდა. ხმაურზე ოთახში კრეონი შემოვარდა და პეპლოსის აგლეჯა სცადა, მაგრამ დამღუპველი ალი მასაც მოედო და შვილთან ერთად დაიფერფლა.

მედეას შურისგება ამით არ დამთავრებულა. მან საკუთარი ხელით მოკლა შვილები და ჰელიოსის ეტლით, რომელზეც დაასვენა ცხედრები, გაეცალა კორინთოს. იასონმა თავი მოიკლა.

ლტოლვილი კოლხი თებეს მიადგა, რათა ჰერაკლესათვის ეთხოვა თავშესაფარი. მაგრამ ჰერაკლე სიგიჟით შეპყრობილი დახვდა. ჰერას ნებით, გონგარდასულს ამოეხოცა ცოლშვილი. მედეამ განკურნა იგი, მაგრამ მასთან აღარ გაჩერებულა, რადგან ჰერაკლეს ცოდვათაგან განსაწმენდად წინ თორმეტი საგმირო საქმე ელოდა.

შემდეგ მედეა ეწვია ათენს, რომელსაც განაგებდა მეფე ეგევსი. მეფემ მედეა ცოლად შეირთო. მათ შეეძინათ ვაჟი, მედოსი. როდესაც ათენში ჩამოვიდა ეგევსის ძე თესევსი, მედეამ მისი თავიდან მოცილებაც განიზრახა. მაგრამ ჩაფიქრებული მზაკვრობა ვერ განახორციელა და თავის შვილთან ერთად აზიაში გადაიხვეწა. აქ შეიტყო, რომ აიეტი ძმას ჩამოეგდო ტახტიდან. მედოსმა აიეტს დაუბრუნა სამეფო სკიპტრა, შემდეგ დაიპყრო აზიის მრავალი ქვეყანა, მათ შორის ის მხარეც, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელის მიხედვით მიდია ეწოდა.

გარდაცვალების შემდეგ მედეა დაავანეს „ნეტართა კუნძულებზე“, სადაც მისი აჩრდილი აქილევსის აჩრდილს შეეუღლა.

ის, რომ მედეა ჰელიოსის ბადიში იყო და რომ ღვთაებრივ ძალას ფლობდა, მისი კულტის არსებობაზე მიგვითითებს. მედეას მითოსის დრამატული სიუჟეტი ყველაზე მძაფრად წარმოადგინეს ჯერ ევრიპიდემ და სენეკამ ამავე სახელწოდების ტრაგედიებში, ხოლო შემდეგ სხვა დრამატურგებმა (დოლჩე, კორნელი, ფოსი, გლოვერი, ლოგნეპიერი, კლინგერი, გრილპარცერი, ანუი, ბრაუნი და სხვა). ბუნებრივია, მისი სახე უყურადღებოდ არ დარჩენილა ქართულ მწერლობაშიც (აკაკი წერეთელი, ლევან სანიკიძე, ოთარ ჭილაძე და სხვა).



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები