მოხეტიალე დასები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მოხეტიალე დასები]]
 
[[კატეგორია:მოხეტიალე დასები]]

16:17, 26 აპრილი 2023-ის ვერსია

მოხეტიალე დასები – ხალხის წიაღიდან ამოზრდილი თეატრის სახეობა; მოხეტიალე კომედიანტები, რომლებიც საჯაროდ გამოდიან ცალკეული სანახაობრივი ნომრებით, სახუმარო და სატირული წარმოდგენებით, თოჯინური სპექტაკლებით (ჰისტრიონები). სხვადასხვა სახელმწიფოში მათ სხვადასხვაგვარად ერქვათ – ჟონგლიორები (საფრანგეთი), შპილმანები (გერმანია), მენესტრელები (საერთოევროპ), ტრუბადურები, ტრუვერები, განგარილები, გარნაჩები, კამბალეო, ხუგლიარები, ბულიულიუ (ესპანეთი), მიმოსები (იტალია), ფრანკები (პოლონეთი), ბარდები (კელტები) ვაგანტები (საერთოევროპ), ვედჰინატაკამები (ინდოეთი) სკომოროხები (რუსეთი), ბერიკები (საქართველო), კიზიქჩები (უზბეკისტანი), მასხარაბოზები (ტაჯიკისტანი).

აღმოსავლეთ-დასავლეთში იშვიათია ქვეყანა, რომელსაც, ამა თუ იმ სახით, არ ჰყავდა მოხეტიალე კომედიანტები. მე-16-17 სს. იქმნება გადაადგილებადი პროფესიული დასები, რომლებიც ან კერძო ანტერპრიზით, ან კი წილობრივ საწყისზე სამსახიობო არტელების სახით. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ ქალაქებსა თუ სოფლებში (ბაზრობებზე, სასტუმროების ეზოებში და ასევე სპეციალურ თეატრალურ ნაგე ბობებში). მოხეტიალე დასებს განეკუთვნებოდნენ „ინგლისელი კომედიანტები“ (ინგლისი), „ზემოგერმანელი კომედიანტები“, „სახელგანთქმული ბანდა“ (გერმანია) (და სხვ.).


იხილე აგრეთვე

ბოხიგანგა

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები