ბოხიგანგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოხიგანგა – (ესპ. bojiganga), მოხეტიალე თეატრალური დასი ესპანეთში (მე-16 საუკუნე).

მწერალ ა. როხასის გადმოცემით („გასართობი მოგზაურობა“, 1602), ბოხიგანგას შემადგენლობაში იყო 2 ქალი, ერთი ბიჭი და 6–7 მამაკაცი. რეპერტუარში ჰქონდათ – 6 კომედია, 3-4 აუტო, 5 ინტერმედია. დასს ჰქონდა თავისი კოსტიუმები და სხვადასხვა სცენური აქსესუარები.

XVII საუკუნის ესპანურ თეატრში ბოხიგანგა ერქვა, აგრეთვე, სპექტაკლის ბოლოს გამართულ ნიღბოსან მსახიობთა მცირე საცეკვაო ნომერს.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები