დიდასკალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიდასკალია“ გადაიტანა გვერდზე „დიდასკალიები“)

22:41, 9 მარტი 2023-ის ვერსია

დიდასკალია – (ძვ. ბერძ. Ϫιδασκαλία მეცნიერება, ინსტრუქცია) – ძველ საბერძნეთში დრამატულ ხელოვნებაში შეჯიბრებების და თეატრალური დადგმების ოქმები; წარწერები მარმარილოს ფილებზე. დიდასკალიებში შეტანილი იყო დრამატურგების და პროტაგონისტების (პირველი მსახიობი) სახელები, დადგმული პიესების სახელწოდებანი და შეჯიბრებათა შედეგები. ზოგიერთმა ამონაწერმა დიდასკალიებიდან, განხორციელებულმა არისტოტელეს და ელინისტური ეპოქის სხვა სწავლულების მიერ, ჩვენამდე მოაღწია ტრაგედიების და კომედიების ხელნაწერებში, შესავალ ნაწილებში და სქოლიოებში. ამ ამონაწერებს და ასევე დიდასკალიებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ანტიკური დრამის და თეატრალური ხელოვნების შესწავლისათვის.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები