ედსტრიომი ზიგფრიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Edstrom.jpg|thumb|200პქ|ზიგფრიდ ედსტრიომი]]
+
[[ფაილი:Edstrom.jpg|thumb|200პქ|ზიგფრიდ ედსტრიომი<br />
 +
სოკ-ის პრეზიდენტი 1942-1952]]
 
'''ზიგფრიდ ედსტრიომი''' -  შვედეთის საერთაშორისო სპორტული მოძრაობის წარმომადგენელი,  [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს მეოთხე პრეზიდენტი (1942-1952).
 
'''ზიგფრიდ ედსტრიომი''' -  შვედეთის საერთაშორისო სპორტული მოძრაობის წარმომადგენელი,  [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს მეოთხე პრეზიდენტი (1942-1952).
  
ხაზი 29: ხაზი 30:
  
 
[[კატეგორია: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები]]
 
[[კატეგორია: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:ოლიმპიური თამაშები]]
 
 
[[კატეგორია:მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი]]
 
[[კატეგორია:მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი]]
 
[[კატეგორია:შვედეთის მძლეოსნობის ასოციაციის თავმჯდომარე]]
 
[[კატეგორია:შვედეთის მძლეოსნობის ასოციაციის თავმჯდომარე]]

მიმდინარე ცვლილება 12:56, 22 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ზიგფრიდ ედსტრიომი
სოკ-ის პრეზიდენტი 1942-1952

ზიგფრიდ ედსტრიომი - შვედეთის საერთაშორისო სპორტული მოძრაობის წარმომადგენელი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეოთხე პრეზიდენტი (1942-1952).

დაიბადა 1870 წლის 21 ნოემბერს შვედეთში, კუნძულ ურუსტის პატარა სოფელ მორლანდაში. განათლება მიიღო გიოტებორგის ჩალმერსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ­ შვეიცარიასა და აშშ­-ში.

განათლების პარალელურად, ედსტრიომი საფუძვლიანად დაინტერესდა სპორტით. შვეიცარიაში დაბრუნების შემდეგ, ვარჯიშობდა ნიჩბოსნობასა და მძლეოსნობაში. საკმაოდ ძლიერი სპრინტერი იყო ­ 100 მეტრის 11 წამში გარბენა შეეძლო, 1891 წელს კი 150 მეტრზე რბენაში ნაჩვენები შედეგით (16,4) შვედეთის რეკორდიც დაამყარა. სწავლის დასრულების შემდეგ, ედსტრიომი სამუშაოდ ამერიკაში წავიდა. სპორტში ვარჯიში არც ოკეანის გაღმა შეუწყვეტია ­ „პიტსბურგ ათლეტიკ კლუბში“ გაწევრიანდა. შემდეგ შვეიცარიაში დაბრუნდა, 1900 წელს კი შვედეთში გააგრძელა მუშაობა, სადაც 1933 წლამდე მსხვილ სატრანსპორტო და ელექტრო კომპანიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. იმავდროულად, ედსტრიომი აქტიურად იყო ჩაბმული, როგორც შვედეთის, ისე საერთაშორისო სპორტულ ცხოვრებაში. 1901 წელს ის გახდა შვედეთის მძლეოსნობის ასოციაციის თავმჯდომარე, ასევე ხელმძღვანელობდა შვედეთის სპორტისა და ტანვარჯიშის ასოციაციას.

ედსტრიომი ასევე ჩართული იყო შვედეთის ოლიმპიურ მოძრაობაშიც. 1908 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ის შვედეთის გუნდის მისიის ხელმძღვანელად დაასახელეს, რომელსაც 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩათვლით ხელმძღვანელობდა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1912 წელს სტოკჰოლმში ოლიმპიური თამაშების ჩატარებაში. სტოკჰოლმის თამაშების დასრულებიდან მალევე ედსტრიომის ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციას (IAAF), რომლის პირველ პრეზიდენტად სწორედ ედსტრიომი აიჩიეს. მას ეს თანამდებობა 1946 წლამდე ეკავა.

1920 წელს ედსტრიომი შვედეთის წარდგინებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს, მომდევნო წელს ­ ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ხოლო 1931 წელს სოკის ვიცე­პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. 1942 წელს, სოკ­ის მესამე პრეზიდენტის ანრი დე ბაიე ლატურის გარდაცვალების შემდეგ, ედსტრიომი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 1946 წელს კი ერთხმად, ოფიციალურად აირჩიეს სოკის პრეზიდენტად.

ზიგფრიდ ედსტრიომი სოკ­ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში, არაერთხელ მოუწია დიპლომატიური ოსტატობის გამოყენება ჯერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, შემდეგ კი მისი დასრულების შემდეგ, როცა მისაღები იყო პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოლიმპიური მოძრაობის კრიზისიდან გამოსაყვანად. ომის დასრულების შემდეგ ედსტრიომმა სასწრაფოდ მოიწვია აღმასრულებელი საბჭო, სადაც ომის შემდგომი პირველი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სენტ მორიცსა და ლონდონს (1948) მიაკუთვნეს, მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელი გერმანია და მისი მოკავშირე იაპონია კი თამაშებიდან მოკვეთეს.

მოგვიანებით, დაიწყო საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში დიდი სპორტული პოტენციალის მქონე ქვეყნის ­ საბჭოთა კავშირის ჩართვის პროცესი, რასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ეს პროცესი დასრულდა 1951 წლის 6 მაისს, როცა სოკ­ის სესიამ აღიარა სსრ კავშირის ოლიმპიური კომიტეტი, საბჭოთა სპორტსმენები კი 1952 წლის ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიიწვია.

ზიგფრიდ ედსტრიომი ოლიმპიურ მოძრაობაში ნაციონალიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგი იყო. მაგალითად, მან წამოაყენა წინადადება ოლიმპიური თამაშების გახსნისას, აღლუმზე სპორტსმენები გამოსულიყვნენ არა თავიანთი ქვეყნების დელეგაციებში, არამედ დაჯგუფებულიყვნენ სპორტის სახეობების მიხედვით, ასევე, ამ პრინციპით განთავსებულიყვნენ ოლიმპიურ სოფელში. ეს წინადადება უარყოფილ იქნა სოკ­ის წევრების მიერ. ედსტრიომის მხარდაჭერით, 1949 წლის სოკ­ის 44 სესიაზე, რომში საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის დაარსების გადაწყვეტილება მიიღეს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეოთხე პრეზიდენტმა თანამდებობა 1952 წელს 82 წლისამ დატოვა. იმავე წელს ზიგფრიდ ედსტრიომი ერთხმად აირჩიეს სოკ­ის საპატიო პრეზიდენტად.

[რედაქტირება] წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები