ხორხი და ქვედა ხახის დათვალიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Xaxis datvaliereba.PNG|thumb|ხორხის დათვალიერება სარკით, ფიბროსკოპით ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგია]]
 
[[კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგია]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
[[კატეგორია:ხახა-ხორხის დათვალიერება]]
+
[[კატეგორია:ხახა-ხორხის გამოკვლევა]]
 +
[[კატეგორია:სამედიცინო კვლევები]]

მიმდინარე ცვლილება 11:34, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ხორხის დათვალიერება სარკით, ფიბროსკოპით და პირდაპირი ლარინგოსკოპით

ხორხი და ქვედა ხახის (Hypopharynx) დათვალიერება — დათვალიერებამდე აუცილებელია ხორხის პალპაცია გარედან მისი მობილურობის და მგრძნობელობის შემოწმება, სიმეტრიუ- ლობის დადგენა.

კარგად გამოცდილი ძველი მეთოდი – სარკით ხორხის დათვალიერება, მოითხოვს საკმაოდ დიდ გამოცდილებას. ხანდახან, ერთი შეხედვით ეს იოლი გამოკვლევა, ძალიან ძნელი ან შეუძლებელიც კი შეიძლება გახდეს, როდესაც პაციენტს აქვს ან ანატომიური თავისებურება (ჰიპერტროფირებული ენის ძირი) ან ღებინების გაძლიერებული რეფლექსი. უფრო თანამედროვე და ინფორმაციული მეთოდი გახლავთ ფიბროლარინგოსკოპია. მისი საშუალებით შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი პათოლოგიის ზომა და ამასთანავე, შესაძლოა მისი ვიდეო ან ფოტოჩანაწერის გაკეთება, რაც აუცილებელია როგორც პაციენტის დაავადების დინამიკის მონიტორინგისათვის, ასევე კონსილიუმების ჩატარების შემთხვევაში.

თუმცა, რასაკვირველია, ნებისმიერი ოტო-ლარინგოლოგი უნდა ფლობდეს სარკით დათვალიერების ტექნიკას, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

პაციენტს ერთი ხელით ვუჭერთ ენას და შუბლის შუქის გამოყენებით, მეორე ხელით ხდება ხორხის დათვალიერება გამთბარი სარკით (იმისათვის, რომ არ დაიორთქლოს).

როდესაც არც ფიბროსკოპი და არც სარკით დათვალიერება არ გვაძლევს საკმარის ინფორმაციას (ანატომიური თავისებურებების, ღებინების რეფლექსის გამო) ან როდესაც საჭირო ხდება დამატებით ბიოფსიური ჩარევა, საეჭვო მიდამოს ჰისტოლოგიის დასადგენად, მაშინ საჭიროა განვახორციელოთ პირდაპირი ლარინგოსკოპია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

მისი შესრულება სპეციალური, პირდაპირი ლარინგოსკოპით, ფიქსატორით და მიკროსკოპით არის შესაძლებელი.

[რედაქტირება] წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები