აირბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აირბეტონი''' – [[უჯრედოვანი ბეტონი]]ს სახესხვაობა; [[საშენი მასალა]], [[ხელოვნური ქვა]] მოცულობაში თანაბრად განაწილებული 1-3 მმ-ის დიამეტრის, დაახლოებით სფერული, ჩაკეტილი ფორებით. ამ მასალის საწარმოებლად გამოიყენება [[ცემენტი]], [[კვარცის ქვიშა]] და სპეციალური აირწარმომქმნელები, ზოგჯერ ამატებენ [[თაბაშირი|თაბაშირს]], [[კირი|კირს]], სამრეწველო ნარჩენებს ([[ნაცარი]], [[წიდა]]) და სხვ. აირწარმოქმნა ხდება წვრილდისპერსიული ლითონური [[ალუმინი]]ს (პასტა, სუსპენზია) შერევით ძლიერგატუტიანებულ [[ცემენტი|ცემენტთან]] ან კირიან ხსნართან, რის შემდეგაც ქიმიური რეაქციით წარმოიქმნება აირადი წყალბადი და კალციუმის ალუმინატები, რომლებიც აქაფებენ ცემენტის ხსნარს.  
+
'''აირბეტონი''' – [[უჯრედოვანი ბეტონი]]ს სახესხვაობა; [[საშენი მასალა]], [[ხელოვნური ქვა]] მოცულობაში თანაბრად განაწილებული 1-3 მმ-ის დიამეტრის, დაახლოებით სფერული, ჩაკეტილი ფორებით. ამ მასალის საწარმოებლად გამოიყენება [[ცემენტი]], [[კვარცის ქვიშა]] და სპეციალური აირწარმომქმნელები, ზოგჯერ ამატებენ [[თაბაშირი|თაბაშირს]], [[კირი|კირს]], სამრეწველო ნარჩენებს ([[ნაცარი]], [[წიდა]]) და სხვ. აირწარმოქმნა ხდება წვრილდისპერსიული ლითონური [[ალუმინი]]ს (პასტა, სუსპენზია) შერევით ძლიერგატუტიანებულ [[ცემენტი|ცემენტთან]] ან კირიან ხსნართან, რის შემდეგაც ქიმიური რეაქციით წარმოიქმნება აირადი [[წყალბადი]] და კალციუმის ალუმინატები, რომლებიც აქაფებენ ცემენტის ხსნარს.  
  
 
აირბეტონი  წარმოების ტიპური ციკლი შემდეგია: მშრალი ინგრედიენტების წყალში გახსნილი ნარევი ისხმება ფორმაში, მიმდინარეობს ტუტე კალციუმის ჰიდროქსიდის წყლიანი ხსნარისა და აირწარმომქმნელის რეაქცია წყალბადის გამოყოფით, რომელიც აქაფებს ნარევს. მიიღება აფუებული ცომისებრი მასა. გარკვეული დროის შემდეგ მონოლითს იღებენ ფორმიდან, ჭრიან [[ბლოკი|ბლოკების]], ფილების, [[პანელი|პანელების]] სახით და ამუშავებენ [[ავტოკლავი|ავტოკლავში]] წყლის ორთქლით საბოლოო სიმტკიცის მისაცემად, ან აშრობენ ელექტრულ საშრობ კამერებში.  
 
აირბეტონი  წარმოების ტიპური ციკლი შემდეგია: მშრალი ინგრედიენტების წყალში გახსნილი ნარევი ისხმება ფორმაში, მიმდინარეობს ტუტე კალციუმის ჰიდროქსიდის წყლიანი ხსნარისა და აირწარმომქმნელის რეაქცია წყალბადის გამოყოფით, რომელიც აქაფებს ნარევს. მიიღება აფუებული ცომისებრი მასა. გარკვეული დროის შემდეგ მონოლითს იღებენ ფორმიდან, ჭრიან [[ბლოკი|ბლოკების]], ფილების, [[პანელი|პანელების]] სახით და ამუშავებენ [[ავტოკლავი|ავტოკლავში]] წყლის ორთქლით საბოლოო სიმტკიცის მისაცემად, ან აშრობენ ელექტრულ საშრობ კამერებში.  

მიმდინარე ცვლილება 14:05, 3 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

აირბეტონიუჯრედოვანი ბეტონის სახესხვაობა; საშენი მასალა, ხელოვნური ქვა მოცულობაში თანაბრად განაწილებული 1-3 მმ-ის დიამეტრის, დაახლოებით სფერული, ჩაკეტილი ფორებით. ამ მასალის საწარმოებლად გამოიყენება ცემენტი, კვარცის ქვიშა და სპეციალური აირწარმომქმნელები, ზოგჯერ ამატებენ თაბაშირს, კირს, სამრეწველო ნარჩენებს (ნაცარი, წიდა) და სხვ. აირწარმოქმნა ხდება წვრილდისპერსიული ლითონური ალუმინის (პასტა, სუსპენზია) შერევით ძლიერგატუტიანებულ ცემენტთან ან კირიან ხსნართან, რის შემდეგაც ქიმიური რეაქციით წარმოიქმნება აირადი წყალბადი და კალციუმის ალუმინატები, რომლებიც აქაფებენ ცემენტის ხსნარს.

აირბეტონი წარმოების ტიპური ციკლი შემდეგია: მშრალი ინგრედიენტების წყალში გახსნილი ნარევი ისხმება ფორმაში, მიმდინარეობს ტუტე კალციუმის ჰიდროქსიდის წყლიანი ხსნარისა და აირწარმომქმნელის რეაქცია წყალბადის გამოყოფით, რომელიც აქაფებს ნარევს. მიიღება აფუებული ცომისებრი მასა. გარკვეული დროის შემდეგ მონოლითს იღებენ ფორმიდან, ჭრიან ბლოკების, ფილების, პანელების სახით და ამუშავებენ ავტოკლავში წყლის ორთქლით საბოლოო სიმტკიცის მისაცემად, ან აშრობენ ელექტრულ საშრობ კამერებში.

აირბეტონი ადვილად იჭრება, იხერხება, იბურღება, ირანდება ჩვეულებრივი ფოლადის ინსტრუმენტებით, თავისუფლად ესობა ლურსმანი, სამონტაჟო დეტალები. გამოირჩევა ცეცხლმედეგობით, არ ამჟღავნებს რადიოაქტიურობას. ფართოდ გამოიყენება საბინაო, კომერციულ და სამრეწველო მშენებლობაში, ძირითადად საკედლე და ტიხრის ბლოკების სახით.

აირბეტონების კლასიფიკაცია შემდეგია:
1) დანიშნულების მიხედვით – კონსტრუქციული, კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო და თბოსაიზოლაციო;
2) გამყარების მიხედვით – ავტოკლავური (სინთეზური გამყარებით) და არაავტოკლავური (ჰიდრატაციური გამყარებით);
3) შემკვრელის მიხედვით – ცემენტის, კირის, შერეულ, წიდის, ნაცრის, ბუნებრივი მასალებისა და მრეწველობის მეორადი პროდუქტების შემკვრელზე.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები