პლასტიფიკატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პლასტიფიკატორი''' (ლათ. plasticus ჩამოსხმასთან დაკავშირებული < plastikó...)

16:32, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია

პლასტიფიკატორი (ლათ. plasticus ჩამოსხმასთან დაკავშირებული < plastikós ის, რას შეიძლება ჩამოისხას, დაყალიბდეს < plássein დაყალიბება, ფორმირება) –

1. პლასტმასის დანამატი მაღალმოლეკულური პოლიმერის დარბილების ტემპერატურის შესამცირებლად და მოქნილობის, ელასტიკურობის, სითბო- და ყინვამედეგობის ასამაღლებლად. ის ქიმიურად ინერტული, მცირეაქროლადი და უვნებელი ნივთიერებაა. ყველაზე გავრცელებული პლასტიფიკატორებია: გლიცერინი, დიოქტილფთალატი, დიმეთილფთალატი, დიბუტილფთალატი, დიოქტილდიპინატი, დიეთერი, დაქლორილი პარაფინი, დაქლორილი ნაფთალინი, უმაღლესი რიგის სპირტის ფთალატები, ორთოფოსფორული მჟავას რთული ეთერები, მინერალური მცენარეული ზეთები და სხვ. პლასტიფიკატორის მასითი რაოდენობა პლასტმასებში 1-2%-ია;

2. სამშენებლო დუღაბებისა და ბეტონების აქტიური დანამატი (შემკვრელის 0,15-0,3%), რომელიც ხელს უწყობს მასალის ფორმებში ადვილჩაწყობადობას, წყლისა და ცემენტის ხარჯის შემცირებას, აგრეთვე ბეტონის მასის ვიბრაციის პროცესის გამარტივებას და სხვ. ფართოდ გამოიყენება რკინაბერონის კონსტრუქციების (მონოლითური სვეტები, კოჭები, რიგელები, სართულშუა გადახურვები, საძირკვლები და სხვ.) წარმოებაში ბეტონისთვის დენადობის თვისების ასამაღლებლად, აგრეთვე საგზაო და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები