აქატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Aqati.JPG|thumb|აქატი]]
 
[[ფაილი:Aqati.JPG|thumb|აქატი]]
'''აქატი''' (ბერძ. achatēs) – მინერალი, კვარცის მალულკრისტალური სახესხვაობა, კაჟმიწა. ქიმიური ფორმულა SiO<sub>2</sub>. წარმოადგენს ქალცედონის წვრილბოჭკოვან აგრეგატს ფენოვანი სტრუქტურითა და შეფერილობის ზოლური განაწილებით. იუველირები აქატს უწოდებენ აგრეთვე ზოგიერთი ტიპის ქალცედონს. აქატის წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის (არსებობს მოსაზრება, რომ ის არის კაჟმიწის პოლიმერიზაციის პროდუქტი ქალცედონის მიღებამდე). ქიმიური შედგენილობით, კვარცისა და კაჟმიწის მსგავსად, აქვს არაერთგვაროვანი სტრუქტურა მინარევების დიდი რაოდენობით. შედის როგორც ამოფრქვეულ, ისე დანალექ ქანებში. გამოიყენება მშენებლობაში იატაკის მოსაპირკეთებლად; საიუველირო საქმეში – როგორც სანაკეთო და ნახევრადძვირფასი ქვა. ანტიკური ხანიდან ითვლება წარმატების თილისმად.
+
'''აქატი''' (ბერძ. achatēs) – [[მინერალი]], [[კვარცი|კვარცის]] მალულკრისტალური სახესხვაობა, კაჟმიწა. ქიმიური ფორმულა SiO<sub>2</sub>. წარმოადგენს ქალცედონის წვრილბოჭკოვან აგრეგატს ფენოვანი სტრუქტურითა და შეფერილობის ზოლური განაწილებით. იუველირები აქატს უწოდებენ აგრეთვე ზოგიერთი ტიპის ქალცედონს. აქატის წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის (არსებობს მოსაზრება, რომ ის არის კაჟმიწის პოლიმერიზაციის პროდუქტი ქალცედონის მიღებამდე). ქიმიური შედგენილობით, კვარცისა და კაჟმიწის მსგავსად, აქვს არაერთგვაროვანი სტრუქტურა მინარევების დიდი რაოდენობით. შედის როგორც ამოფრქვეულ, ისე დანალექ ქანებში. გამოიყენება მშენებლობაში იატაკის მოსაპირკეთებლად; საიუველირო საქმეში – როგორც სანაკეთო და ნახევრადძვირფასი ქვა. ანტიკური ხანიდან ითვლება წარმატების თილისმად.
  
 
აქატით შემკულია თრიალეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის [[კულონი]], ხოლო მცხეთის [[არქეოლოგიური გათხრები]]ს შედეგად ნაპოვნია აქატის [[ბეჭედი (სამკაული)|ბეჭდები]], [[ინტალიო|ინტალიოები]]. [[საქართველო]]ში აქატის საბადოები განლაგებულია ახალციხეში, თეძამში, ზუბში, ოფიტარაში და სხვ. არსებობს აქატის სახეობები: ბრაზილიური (თხელი კონცენტრირებული ფენებით), დისკოსებრი, ვარდისფერი, ვარსკვლავისებრი, თეთრი, ირიზირებული, ლურჯი, მერქნისებრი, მონაცისფრო-მოცისფრო, მწვანე, ყავისფერი, შავი (მაგიური), ცისფერი (საფირის), ჭვრიტიანი, ხავსისებრი და სხვ.
 
აქატით შემკულია თრიალეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის [[კულონი]], ხოლო მცხეთის [[არქეოლოგიური გათხრები]]ს შედეგად ნაპოვნია აქატის [[ბეჭედი (სამკაული)|ბეჭდები]], [[ინტალიო|ინტალიოები]]. [[საქართველო]]ში აქატის საბადოები განლაგებულია ახალციხეში, თეძამში, ზუბში, ოფიტარაში და სხვ. არსებობს აქატის სახეობები: ბრაზილიური (თხელი კონცენტრირებული ფენებით), დისკოსებრი, ვარდისფერი, ვარსკვლავისებრი, თეთრი, ირიზირებული, ლურჯი, მერქნისებრი, მონაცისფრო-მოცისფრო, მწვანე, ყავისფერი, შავი (მაგიური), ცისფერი (საფირის), ჭვრიტიანი, ხავსისებრი და სხვ.

14:26, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია

აქატი

აქატი (ბერძ. achatēs) – მინერალი, კვარცის მალულკრისტალური სახესხვაობა, კაჟმიწა. ქიმიური ფორმულა SiO2. წარმოადგენს ქალცედონის წვრილბოჭკოვან აგრეგატს ფენოვანი სტრუქტურითა და შეფერილობის ზოლური განაწილებით. იუველირები აქატს უწოდებენ აგრეთვე ზოგიერთი ტიპის ქალცედონს. აქატის წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის (არსებობს მოსაზრება, რომ ის არის კაჟმიწის პოლიმერიზაციის პროდუქტი ქალცედონის მიღებამდე). ქიმიური შედგენილობით, კვარცისა და კაჟმიწის მსგავსად, აქვს არაერთგვაროვანი სტრუქტურა მინარევების დიდი რაოდენობით. შედის როგორც ამოფრქვეულ, ისე დანალექ ქანებში. გამოიყენება მშენებლობაში იატაკის მოსაპირკეთებლად; საიუველირო საქმეში – როგორც სანაკეთო და ნახევრადძვირფასი ქვა. ანტიკური ხანიდან ითვლება წარმატების თილისმად.

აქატით შემკულია თრიალეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის კულონი, ხოლო მცხეთის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია აქატის ბეჭდები, ინტალიოები. საქართველოში აქატის საბადოები განლაგებულია ახალციხეში, თეძამში, ზუბში, ოფიტარაში და სხვ. არსებობს აქატის სახეობები: ბრაზილიური (თხელი კონცენტრირებული ფენებით), დისკოსებრი, ვარდისფერი, ვარსკვლავისებრი, თეთრი, ირიზირებული, ლურჯი, მერქნისებრი, მონაცისფრო-მოცისფრო, მწვანე, ყავისფერი, შავი (მაგიური), ცისფერი (საფირის), ჭვრიტიანი, ხავსისებრი და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები