სამშენებლო ფანერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ფანერა სამშენებლო“ გადაიტანა გვერდზე „სამშენებლო ფანერა“ გადა...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Fanera samSeneblo.jpg|მარჯვნივ|250პქ|წარწერის ტექსტი]]
 
[[ფაილი:Fanera samSeneblo.jpg|მარჯვნივ|250პქ|წარწერის ტექსტი]]
  
'''სამშენებლო ფანერა'''  (ფირფიცარი) – კონსტრუქციული, მრავალფენიანი, ქარხნული წესით დამზადებული ფურცლოვანი [[საშენი მასალა]]. შედგება კენტი რაოდენობის შპონების თხელი ფენებისაგან. შპონები მზადდება არყის ხის ან სხვა წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან. მეზობელი შპონების ბოჭკოები ურთიერთმართობი მიმართულებითაა განლაგებული, ხოლო ფანერის გარე შპონებს ერთნაირი მიმართულება აქვთ. სამშენებლო საქმეში ძირითადად გამოიყენება დაწებებული და დაბაკელიტებული წყალმედეგი ფანერა. ფანერის შპონების დაწებება ხდება ფენოლფორმალდეჰიდური ტიპის წყალმედეგი სინთეზური წებოების გამოყენებით, რაც იძლევა ამაღლებული წყალმედეგობის მარკის ფანერს, რომლის გამოყენება დაშვებულია ტენიანობის ყველა ჯგუფის შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებში. დაწებებული ფანერის ფურცლების სისქეა 1,5-15 მმ. 15 მმ-ზე მეტი სისქის ფანერს ფანერის ფილები ეწოდება და მისი სისქე 120 მმ-ს აღწევს. დაწებებული ფანერის სიმტკიცე გარე ფენების მიმართულებით უფრო მაღალია, ვიდრე განივად, რადგანაც გრძივად ფენების რაოდენობა ერთით მეტია და გარე ფენები განლაგებულია ღუნვისას მაქსიმალური ძაბვების ზონაში. ჭრაზე ფანერის სიმტკიცე 2,5-ჯერ აღემატება მერქნის სიმტკიცეს ჭრაზე ბოჭკოების მიმართულებით, რაც ფანერის დიდ უპირატესობაზე მიუთითებს. მანკების გავლენაც ფანერაში მცირეა. ჯვარედინა სტრუქტურის გამო ფანერს მერქანთან შედარებით ნაკლები ანიზოტროპიულობა ახასიათებს. ამასთან, მას უფრო მაღალი სიმტკიცის მაჩვენებლები, დაბალი ბგერა- და თბოგამტარობა, ქიმიურად აგრესიული გარემოსა და ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მაღალი მედეგობა აქვს. ამ დადებითი თვისებების ერთობლიობა [[სამშენებლო კონსტრუქციები|სამშენებლო კონსტრუქციებში]] მისი ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, უპირველეს ყოვლისა, შემომფარგვლელი კონსტრუქციების, წებოფანერის კოჭების, [[პანელი|პანელების]], წიბოვანი და ქარგილოვან-ბადისებრი [[თაღი|თაღების]] დასამზადებლად. ზედაპირის სისუფთავის მიხედვით არსებობს გაუხეხავი ზედაპირებით, ერთ მხარეს გახეხილი და ორივე მხარეზე გახეხილი ფანერა. ფენების რაოდენობის მიხედვით – სამფენიანი, ხუთფენიანი და მრავალფენიანი. მერქნის ჯიშის მიხედვით – არყის ხისა და წიწვოვანი მერქნის (ლარიქსი, [[ფიჭვი |ფიჭვი]], სოჭი, ნაძვი).  
+
'''სამშენებლო ფანერა'''  (ფირფიცარი) – კონსტრუქციული, მრავალფენიანი, ქარხნული წესით დამზადებული ფურცლოვანი [[საშენი მასალა]]. შედგება კენტი რაოდენობის შპონების თხელი ფენებისაგან. შპონები მზადდება არყის ხის ან სხვა წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან. მეზობელი შპონების ბოჭკოები ურთიერთმართობი მიმართულებითაა განლაგებული, ხოლო ფანერის გარე შპონებს ერთნაირი მიმართულება აქვთ. სამშენებლო საქმეში ძირითადად გამოიყენება დაწებებული და დაბაკელიტებული წყალმედეგი ფანერა. ფანერის შპონების დაწებება ხდება ფენოლფორმალდეჰიდური ტიპის წყალმედეგი სინთეზური წებოების გამოყენებით, რაც იძლევა ამაღლებული წყალმედეგობის მარკის ფანერს, რომლის გამოყენება დაშვებულია ტენიანობის ყველა ჯგუფის შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებში. დაწებებული ფანერის ფურცლების სისქეა 1,5-15 მმ. 15 მმ-ზე მეტი სისქის ფანერს ფანერის ფილები ეწოდება და მისი სისქე 120 მმ-ს აღწევს. დაწებებული ფანერის სიმტკიცე გარე ფენების მიმართულებით უფრო მაღალია, ვიდრე განივად, რადგანაც გრძივად ფენების რაოდენობა ერთით მეტია და გარე ფენები განლაგებულია ღუნვისას მაქსიმალური ძაბვების ზონაში. ჭრაზე ფანერის სიმტკიცე 2,5-ჯერ აღემატება მერქნის სიმტკიცეს ჭრაზე ბოჭკოების მიმართულებით, რაც ფანერის დიდ უპირატესობაზე მიუთითებს. მანკების გავლენაც ფანერაში მცირეა. ჯვარედინა სტრუქტურის გამო ფანერს მერქანთან შედარებით ნაკლები ანიზოტროპიულობა ახასიათებს. ამასთან, მას უფრო მაღალი სიმტკიცის მაჩვენებლები, დაბალი ბგერა- და თბოგამტარობა, ქიმიურად აგრესიული გარემოსა და ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მაღალი მედეგობა აქვს. ამ დადებითი თვისებების ერთობლიობა [[სამშენებლო კონსტრუქციები|სამშენებლო კონსტრუქციებში]] მისი ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, უპირველეს ყოვლისა, შემომფარგვლელი კონსტრუქციების, წებოფანერის კოჭების, [[პანელი|პანელების]], წიბოვანი და ქარგილოვან-ბადისებრი [[თაღი|თაღების]] დასამზადებლად. ზედაპირის სისუფთავის მიხედვით არსებობს გაუხეხავი ზედაპირებით, ერთ მხარეს გახეხილი და ორივე მხარეზე გახეხილი ფანერა. ფენების რაოდენობის მიხედვით – სამფენიანი, ხუთფენიანი და მრავალფენიანი. მერქნის ჯიშის მიხედვით – არყის ხისა და წიწვოვანი მერქნის ([[ლარიქსი]], [[ფიჭვი |ფიჭვი]], სოჭი, ნაძვი).  
  
  

15:47, 14 ივლისი 2022-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

სამშენებლო ფანერა (ფირფიცარი) – კონსტრუქციული, მრავალფენიანი, ქარხნული წესით დამზადებული ფურცლოვანი საშენი მასალა. შედგება კენტი რაოდენობის შპონების თხელი ფენებისაგან. შპონები მზადდება არყის ხის ან სხვა წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან. მეზობელი შპონების ბოჭკოები ურთიერთმართობი მიმართულებითაა განლაგებული, ხოლო ფანერის გარე შპონებს ერთნაირი მიმართულება აქვთ. სამშენებლო საქმეში ძირითადად გამოიყენება დაწებებული და დაბაკელიტებული წყალმედეგი ფანერა. ფანერის შპონების დაწებება ხდება ფენოლფორმალდეჰიდური ტიპის წყალმედეგი სინთეზური წებოების გამოყენებით, რაც იძლევა ამაღლებული წყალმედეგობის მარკის ფანერს, რომლის გამოყენება დაშვებულია ტენიანობის ყველა ჯგუფის შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებში. დაწებებული ფანერის ფურცლების სისქეა 1,5-15 მმ. 15 მმ-ზე მეტი სისქის ფანერს ფანერის ფილები ეწოდება და მისი სისქე 120 მმ-ს აღწევს. დაწებებული ფანერის სიმტკიცე გარე ფენების მიმართულებით უფრო მაღალია, ვიდრე განივად, რადგანაც გრძივად ფენების რაოდენობა ერთით მეტია და გარე ფენები განლაგებულია ღუნვისას მაქსიმალური ძაბვების ზონაში. ჭრაზე ფანერის სიმტკიცე 2,5-ჯერ აღემატება მერქნის სიმტკიცეს ჭრაზე ბოჭკოების მიმართულებით, რაც ფანერის დიდ უპირატესობაზე მიუთითებს. მანკების გავლენაც ფანერაში მცირეა. ჯვარედინა სტრუქტურის გამო ფანერს მერქანთან შედარებით ნაკლები ანიზოტროპიულობა ახასიათებს. ამასთან, მას უფრო მაღალი სიმტკიცის მაჩვენებლები, დაბალი ბგერა- და თბოგამტარობა, ქიმიურად აგრესიული გარემოსა და ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მაღალი მედეგობა აქვს. ამ დადებითი თვისებების ერთობლიობა სამშენებლო კონსტრუქციებში მისი ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, უპირველეს ყოვლისა, შემომფარგვლელი კონსტრუქციების, წებოფანერის კოჭების, პანელების, წიბოვანი და ქარგილოვან-ბადისებრი თაღების დასამზადებლად. ზედაპირის სისუფთავის მიხედვით არსებობს გაუხეხავი ზედაპირებით, ერთ მხარეს გახეხილი და ორივე მხარეზე გახეხილი ფანერა. ფენების რაოდენობის მიხედვით – სამფენიანი, ხუთფენიანი და მრავალფენიანი. მერქნის ჯიშის მიხედვით – არყის ხისა და წიწვოვანი მერქნის (ლარიქსი, ფიჭვი, სოჭი, ნაძვი).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები