ფირალიშვილი გოდერძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფირალიშვილი გოდერძი“ გადაიტანა გვერდზე „გოდერძი ფირალიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გოდერძი ფირალიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ფირალიშვილი გოდერძი...)

14:58, 14 აპრილი 2022-ის ვერსია

ფირალიშვილი გოდერძი – (1768 – 1823), პოეტი. დაიბადა ქალაქ გორში. მოღვაწეობდა ერეკლე II-ის დ გიორგი XII-ის სამეფო კარზე. 1801 წლიდან მსახურობდა პეტერბურგის საგარეო საქმეთა კოლეგიაში როგორც მთარგმნელი და კალიგრაფი. მას ეკუთვნის „თვითმასწავლებელი ორთა ენათა, ესე იგი რუსთა ქართულისა და ქართველთა რუსულისა“ (პეტერბურგი, 1820), „საზოგადო მდივნობა“ (პეტერბურგი, 1821), რომელშიც თავმოყრილია ოფიციალური და კერძო მიმოწერის ნიმუშები. მის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე შექმნილი ტრაგედია, რომელიც არ შეესაბამებოდა კლასიცისტური დრამის კანონებს, არ გამოქვეყნებულა. ლექსებში „გლოვა მეფისა ირაკლისა“ და „ტორუასა და ნილიას გაბაასება“ ალეგორიულად არის გამოხატული ავტორის თავგადასავალი, აგრეთვე, ერეკლე მეფისა და სოლომონ ლიონიძის კონფლიქტი.


თუშთა, ფშავთა და ხევსურთაგან
გლოვა ირაკლი მეორისა (დასაწყისი)
აღსდეგ, გმირთ-გმირო, ნუ გძინავს,
მტერთა ისმიან ხმანია,
გრძლად ძილის ჩვეულ როდის ხარ,
მიგვიხმე უნჯნი ყმანია,
არ გნახოს მტერმან ძაბუნად, ვჰსდევნოთ,
ვაკვეცნეთ თმანია,
ვართ ბრძოლად მათდა მოსრულნი
ზოგთაგან ოთხნი ძმანია.
გაშალე დროშა მძლეველი,
წვერმახვი, მტერთა ზარია,
მოყმეთა ნახონ ფრიალნი,
მუნ მოსქდეს მთა და ბარია,
ქუხდეს მაჟარი, შაშხანა,
ვით ზეცით მეხის გვარია,
განვჰფანტოთ მტერნი ჩვეულად,
ვასვათ სასმელი მწარია.
განიფრთხე ძილი, ზე აღსდეგ,
შთაიცვ წვრილთვალა რკინისა,
აღიღე ხელთა მაჟარი,
მტერთა განმბნევი ტვინისა,
წინ მივალთ შენნი მეჭვრენი,
ვითა მეგონნი ლხინისა,
შევჰსვამთ სისხლსაცა მტერთასა,
უტკბესს კახეთის ღვინისა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები