გრეიპფრუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გრეიპფრუტი''' - ''Citrus paradisi Macf'' სინონიმები: ''Pomelo, Citrus pompelmos rasemosa Risso et Poito, Citrus maxima var uvacarpa Meer.''
+
'''გრეიპფრუტი''' - ''Citrus paradisi Macf'' სინონიმები: ''Pomelo, Citrus pompelmos rasemosa Risso et Poito, Citrus maxima var uvacarpa Meer.''
  
სიტყვა გრეიპფრუტი ნიშნავს მტევნისმაგვარ ნაყოფიან ხილს. მას სასაუზმე ხილსაც ეძახიან. ნაყოფი მეტად სასარგებლოა, ატარებს ტონურ თვისებებს, მოქმედებს საჭმლის მონელებისას, ამიტომაც მისი ჭამა უფრო მიღებულია საუზმის წინ. გრეიპფრუტს აკუთვნებდნენ პომპელმუსებს (შედოკებს) და ამიტომაც მათ ჰქონდათ საერთო სახელი ''Citrus maxima Meer'' ან ''Citrus decumana Vild''. მარკოვიჩმა, ტანაკამ და ჰიუმმა შედოკებიდან გამოყვეს გრეიპფრუტის ''(Citrus paradise Macf.)'' სახელწოდებით; მათი აზრით გრეიპფრუტი წარმოადგენს შედოკის მუტაციას.
 
[[ფაილი:Greipfrutis xe.png|thumb|500პქ|გრეიპფრუტის ხე]]
+
[[ფაილი:Greipfrutis xe.png|thumb|300პქ|გრეიპფრუტის ხე]]
  
კულტურაში გრეიპფრუტი პირველად შემოიღეს ფლორიდაში. ეს იყო 130 წლის წინათ. ამჟამად გავრცელებულია უმთავრესად ამერიკის ციტრუსოვან რაიონებში, როგორც საწარმოო მნიშვნელობის კულტურა. ჩვეულებრივი მოხმარება გრეიპფრუტის ნაყოფისა შემდეგია: გაჭრილ ნაყოფს აპკიდან ამოაცლიან საწვნე უჯრედებს, მოაყრიან შაქარს და კოვზით სჭამენ საუზმის წინ.
 
16:39, 30 იანვარი 2017-ის ვერსია

გრეიპფრუტი - Citrus paradisi Macf სინონიმები: Pomelo, Citrus pompelmos rasemosa Risso et Poito, Citrus maxima var uvacarpa Meer.

სიტყვა გრეიპფრუტი ნიშნავს მტევნისმაგვარ ნაყოფიან ხილს. მას სასაუზმე ხილსაც ეძახიან. ნაყოფი მეტად სასარგებლოა, ატარებს ტონურ თვისებებს, მოქმედებს საჭმლის მონელებისას, ამიტომაც მისი ჭამა უფრო მიღებულია საუზმის წინ. გრეიპფრუტს აკუთვნებდნენ პომპელმუსებს (შედოკებს) და ამიტომაც მათ ჰქონდათ საერთო სახელი Citrus maxima Meer ან Citrus decumana Vild. მარკოვიჩმა, ტანაკამ და ჰიუმმა შედოკებიდან გამოყვეს გრეიპფრუტის (Citrus paradise Macf.) სახელწოდებით; მათი აზრით გრეიპფრუტი წარმოადგენს შედოკის მუტაციას.

გრეიპფრუტის ხე

კულტურაში გრეიპფრუტი პირველად შემოიღეს ფლორიდაში. ეს იყო 130 წლის წინათ. ამჟამად გავრცელებულია უმთავრესად ამერიკის ციტრუსოვან რაიონებში, როგორც საწარმოო მნიშვნელობის კულტურა. ჩვეულებრივი მოხმარება გრეიპფრუტის ნაყოფისა შემდეგია: გაჭრილ ნაყოფს აპკიდან ამოაცლიან საწვნე უჯრედებს, მოაყრიან შაქარს და კოვზით სჭამენ საუზმის წინ.

გრეიპფრუტის შემოტანა ჩვენში პირველად უნდა მიეწეროს 1908 და 1911 წლებს. რადგან 1897 წელს შემოტანილი მცენარეები პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ, 1921 წლიდან შემოიტანეს ხელახლა და დღეს მოგვეპოვება ყველა საუკეთესო ჯიში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ძველ საკოლექციო ნარგავებში გვხვდება რამდენიმე ძირი პირველი ინტროდუქციის ეგზემპლარები „დუნკანი“-ს ჯიშისა.

დაკვირვებათა და ქიმიური ანალიზების მიხედვით, ჩვენში არსებული გრეიპფრუტების ჯიშებს ახასიათებს შემდეგი: პირველი ადგილი ყინვაგამძლეობით უჭირავს „დუნკანს“, „პერნამბუკოს“, უთესლო „მერშს“ და „ნაცუდაიდაის“, მეორე ადგილზე შეიძლება მოვაქციოთ „ფოსტერი“ და „მაკკარტი“, ხოლო ყველაზე ნაკლებ ყინვაგამძლე აღმოჩნდა „ტრიუმფი“.

ლიმონის მჟავას რაოდენობის მიხედვით ზემოხსენებული ჯიშები ასე უნდა დალაგდეს: „ნაცუდაიდაი (2,28%), „ტომპსონი (1,58%), „პერნამბუკო“ (1,49%), „მერშ“ უთესლო (1,43%), „დუნკანი“ (1,43).

შაქრის შემადგენლობის მიხედვით კი ასეთი თანმიმდევრობაა: „პერნამბუკო“ (6, 69), „მერშ“ უთესლო (5,91), „ნაცუდაიდაი“ (5,37), „დუნკანი“ (4,56).

ვიტამინების ყველაზე მეტი რაოდენობა ახასიათებს „პერნამბუკოს“ (45,8), „დუნკანს“ (47,91), „მერშ“ უთესლოს (43,7) (ონახოვას მიხედვით).

სარჩევი

ხე

გრეიპფრუტები წარმოადგენენ ძლიერ დიდ ხეებს – 15 მ. სიმაღლისას. ვარჯი კომპაქტური, მრგვალი ან ბლაგვკონუსისებრია. ნორჩი ყლორტები სუსტად შებუსვილია ან (ხშირად) სულ ტიტველია.

ფოთოლი

ფოთლები მაგარია, ტყავისებრი, მაგრამ შედოკის ფოთლებზე ნაზი, მომცრო მახვილწვეტიანი, მესრისებურად დაკბილული. ყუნწი ფრთიანია, მაგრამ გაცილებით ვიწროა შედოკებზე. ფოთლის ქვედა მხარეზე მთავარი ძარღვი ტიტველია. ყვავილები პატარაა და მტევნებად შეკრებილი, ჯამი და ყუნწი შებუსვილია.

გვირგვინი

გვირგვინის ფურცლები ნაზია, სწორი და ზურგის მხარეზე მოფენილია წვრილი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. დინგი ბრტყელია, ნასკვი მსხლისმაგვარია, მტვრიანები მრავალია.

ნაყოფი

ნაყოფი საშუალოზე დიდია, ბრტყელი. წვერი ჩაწეული და წინწკლოვანი გვირგვინით. კანი თხელია, მკვრივი, გლუვზედაპირიანი, ყვითელი ან ნარინჯისფერი. ეთერზეთოვანი ჯირკვლები წვრილია და კანში ჩამჯდარი, აქვს დამახასითებელი არომატი. სეგმენტები ბლაგვსოლისებრია, აპკები ნაზი და თხელია, ხორცი მსხვილმარცვლოვანია, ყვითელი ამ ნწვანე, ნაცრისფერი ელფერით, უხვწვნიანია. თესლი მახვილნისკარტიანია, ქალაძას საფარი ყავისფერია.

გრეიპფრუტების ჯგუფს აკუთვნებენ აგრეთვე „ნაცუდაიდაი“-ს, ის მეტად განსხვავდება გრეიპფრუტებისაგან. ზოგი სპეციალისტის აზრით „ნაცუდაიდაი“ ჰიბრიდია.

მოსავლიანობა

შედარებით სხვა ციტრუსებთან, გრეიპფრუტები ადრე იწყებენ მოსავლიანობას, ხშირად მყნობიდან 2 წლის შემდეგ ხე უკვე ისხამს ნაყოფს, 3–4 წლის ხეები კი იძლევა პირველ მოსავალს, ხოლო ათწლიანი ხეებისათვის 400 ცალი ნაყოფის გამოსხმა ჩვეულებრივია. გრეიპფრუტების ნაყოფის სრული დამწიფებისათვის, რაც განისაზღვრება შაქრისა და სიმჟავის შეფარდებით (6:1 ან 7:1), საჭიროა 10–13 თვე, ე.ი. ჩვენს პირობებში სრული სიმწიფე მოსალოდნელია თებერვალ-აპრილში, რის გამო იძულებული ვართ მოვკრიფოთ ნაყოფები ზამთრის სიცივეების დადგომამდე, სახელდობრ, არაუგვიანეს დეკემბრისა; ეს კი საგძნობლად ამცირებს ნაყოფის ხარისხს. მოკრეფის შემდეგ, შენახულად დამწიფებულ ნაყოფს ძლიერი სიმწარე ახასითებს. ეს გარემოება საგრძნობლად ზღუდავს ამ კულტურის ფართოდ გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენში მთელი რიგი ეგზემპლარები, თუმცა ადრე იკრიფება, მაინც იძლევა საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალს.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: ნ. კეცხოველი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები