ჰარსნაჰარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰარსნაჰარ-ი''' ''(სომხ. Հարսնահար – „პატარძლის აყვანა“)'' – პატარძლ...)
 
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჰარსნაჰარ-ი''' ''(სომხ. Հարսնահար – „პატარძლის აყვანა“)'' – პატარძლის მოსაყვანად წასვლის წესი სომხებში; საღამო ჟამს პატარძლის მოსაყვანად მიმავალ ნეფეს მარჯვენა მხარეს – ქავორი (მეჯვარე), მარცხენა მხარეს კი პესახპერი („სიძის ძმა“ — მაყრიონის წევრი უცოლო ახალგაზრდების ხელმძღვანელი) უმშვენებდა; მათ ანთებული სანთლებით ან ჩირაღდნებით ხელში წრიულად მჭიდროდ ეკვროდნენ სიძის მეგობრები, რომლბსაც წინ ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დამკვრელთა ჯგუფი მიუძღოდა, ამ უკანასკნელს კი დანარჩენი მაყრები მოსდევდნენ (ნეფის მშობლები სახლში რჩებოდნენ); მთელი გზა ცეკვა-სიმღერით, ჟრიამულითა და [[თოფი]]ს სროლით უნდა გაევლოთ. რომელიმე ახალგაზრდას თავით მოჰქონდა დიდ სინზე დაწყობილი პატარძლის სამოსი; დედოფლის სახლთან მიახლოებულ ნეფეს დამხვდურები გზას გადაუკეტავდნენ და „გამოსასყიდის“ გადახდამდე არ გაუშვებდნენ.
+
'''ჰარსნაჰარ-ი''' ''(სომხ. Հարսնահար – „პატარძლის აყვანა“)'' – პატარძლის მოსაყვანად წასვლის წესი სომხებში; საღამო ჟამს პატარძლის მოსაყვანად მიმავალ ნეფეს მარჯვენა მხარეს – ქავორი (მეჯვარე), მარცხენა მხარეს კი პესახპერი („სიძის ძმა“ — მაყრიონის წევრი უცოლო ახალგაზრდების ხელმძღვანელი) უმშვენებდა; მათ ანთებული სანთლებით ან ჩირაღდნებით ხელში წრიულად მჭიდროდ ეკვროდნენ სიძის მეგობრები, რომლბსაც წინ ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დამკვრელთა ჯგუფი მიუძღოდა, ამ უკანასკნელს კი დანარჩენი მაყრები მოსდევდნენ (ნეფის მშობლები სახლში რჩებოდნენ); მთელი გზა [[ცეკვა]]-სიმღერით, ჟრიამულითა და [[თოფი]]ს სროლით უნდა გაევლოთ. რომელიმე ახალგაზრდას თავით მოჰქონდა დიდ სინზე დაწყობილი პატარძლის სამოსი; დედოფლის სახლთან მიახლოებულ ნეფეს დამხვდურები გზას გადაუკეტავდნენ და „გამოსასყიდის“ გადახდამდე არ გაუშვებდნენ.
  
სახლში შესული ნეფე, ქავორი და პესახპერი დგებოდნენ [[ფარდა]]სთან, რომლის უკან პატარძალი იჯდა. ამ უკანასკნელის ნათესავები სიძესა და მის მეგობრებს სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ; მაგიდაზე დგამდნენ [[ხონჩა]]ს, რომელზედაც მოხარშული ქათმები, კვერცხები, ქიშმიშნარევი ფლავი და ტკილეული ელაგა, აქვე ბოთლებით ღვინო და არაყი იდგა; ახლო ნათესავებს ნეფისთვის მოჰქონდათ „საქორწილო ხე“ - „[[ური ჩიუხი|ური ჩჲუხი]]“. ქორწილის სუფრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც სტუმრები შინ მიდიოდნენ, ხოლო ნეფე, ქავორი და პესახპერი ღამის გასათევად იქვე რჩებოდნენ.
+
სახლში შესული ნეფე, ქავორი და პესახპერი დგებოდნენ [[ფარდა]]სთან, რომლის უკან პატარძალი იჯდა. ამ უკანასკნელის ნათესავები სიძესა და მის მეგობრებს სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ; მაგიდაზე დგამდნენ [[ხონჩა]]ს, რომელზედაც მოხარშული ქათმები, კვერცხები, ქიშმიშნარევი ფლავი და ტკილეული ელაგა, აქვე ბოთლებით ღვინო და [[არაყი]] იდგა; ახლო ნათესავებს ნეფისთვის მოჰქონდათ „საქორწილო ხე“ - „ური ჩჲუხი“. ქორწილის სუფრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც სტუმრები შინ მიდიოდნენ, ხოლო ნეფე, ქავორი და პესახპერი ღამის გასათევად იქვე რჩებოდნენ.
  
 
მექორწილეები დილით კვლავ პატარძლის სახლში იკრიბებოდნენ, სადაც „დედოფლის ჩაცმის“ [[რიტუალი]] იწყებოდა. მეგობრების გარემოცვაში მჯდარ პატარძალს ტანსაცმლით მოსავდა ერთ-ერთი გათხოვილი ქალი, რომელსაც პირველი შვილი ვაჟი ჰყავდა, სარტყელს კი ქავორი უკეთებდა. ამ წეს-ჩვეულების შედარებით მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ქალიშვილის ვარცხნილობისა და თავსაბურავის შეცვლა ქალის შესაბამისი [[ატრიბუტი|ატრიბუტებით]].
 
მექორწილეები დილით კვლავ პატარძლის სახლში იკრიბებოდნენ, სადაც „დედოფლის ჩაცმის“ [[რიტუალი]] იწყებოდა. მეგობრების გარემოცვაში მჯდარ პატარძალს ტანსაცმლით მოსავდა ერთ-ერთი გათხოვილი ქალი, რომელსაც პირველი შვილი ვაჟი ჰყავდა, სარტყელს კი ქავორი უკეთებდა. ამ წეს-ჩვეულების შედარებით მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ქალიშვილის ვარცხნილობისა და თავსაბურავის შეცვლა ქალის შესაბამისი [[ატრიბუტი|ატრიბუტებით]].
  
ჯვრისწერა [[ეკლესია]]ში ან კერასთან („[[თონრი პსაკი|თონრი პსაკ-ი]]“) სრულდებოდა, რის შემდეგაც პატარძლის მშობლების სახლში, სტუმრების გამასპინძლებისთანავე, დედოფალთან გამოთხოვება იწყებოდა: ქალიშვილი დედ-მამას ხელებს უკოცნიდა, ვაჟი კი – მის ყველა ნათესავს. გაცილების ცერემონია პატარძლის, მისი დედისა და დამსწრე ქალების ცრემლნარევი წუხილით იყო თანხლებული. პატარძალი სახლიდან მუსიკის ქვეშ გამოჰყავდათ; ამ დროს ქალიშვილის უმცროსი ძმა მაყარს გზას გადაუღობავდა და ქავორისგან გამოსასყიდს მოითხოვდა. ამის შემდეგ, ნეფე-დედოფალი და მაყარიონი ვაჟის სახლიკენ მხიარულებითა და თოფის სროლით დაიძვრებოდნენ.
+
ჯვრისწერა [[ეკლესია]]ში ან კერასთან („თონრი პსაკ-ი“) სრულდებოდა, რის შემდეგაც პატარძლის მშობლების სახლში, სტუმრების გამასპინძლებისთანავე, დედოფალთან გამოთხოვება იწყებოდა: ქალიშვილი დედ-მამას ხელებს უკოცნიდა, ვაჟი კი – მის ყველა ნათესავს. გაცილების ცერემონია პატარძლის, მისი დედისა და დამსწრე ქალების ცრემლნარევი წუხილით იყო თანხლებული. პატარძალი სახლიდან მუსიკის ქვეშ გამოჰყავდათ; ამ დროს ქალიშვილის უმცროსი ძმა მაყარს გზას გადაუღობავდა და ქავორისგან გამოსასყიდს მოითხოვდა. ამის შემდეგ, ნეფე-დედოფალი და მაყარიონი ვაჟის სახლიკენ მხიარულებითა და თოფის სროლით დაიძვრებოდნენ.
  
  
ხაზი 11: ხაზი 11:
 
*Варданян Л. М. Брак и свадьба // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012;  
 
*Варданян Л. М. Брак и свадьба // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012;  
 
*Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989.
 
*Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989.
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 14:17, 20 იანვარი 2022 მდგომარეობით

ჰარსნაჰარ-ი (სომხ. Հարսնահար – „პატარძლის აყვანა“) – პატარძლის მოსაყვანად წასვლის წესი სომხებში; საღამო ჟამს პატარძლის მოსაყვანად მიმავალ ნეფეს მარჯვენა მხარეს – ქავორი (მეჯვარე), მარცხენა მხარეს კი პესახპერი („სიძის ძმა“ — მაყრიონის წევრი უცოლო ახალგაზრდების ხელმძღვანელი) უმშვენებდა; მათ ანთებული სანთლებით ან ჩირაღდნებით ხელში წრიულად მჭიდროდ ეკვროდნენ სიძის მეგობრები, რომლბსაც წინ ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დამკვრელთა ჯგუფი მიუძღოდა, ამ უკანასკნელს კი დანარჩენი მაყრები მოსდევდნენ (ნეფის მშობლები სახლში რჩებოდნენ); მთელი გზა ცეკვა-სიმღერით, ჟრიამულითა და თოფის სროლით უნდა გაევლოთ. რომელიმე ახალგაზრდას თავით მოჰქონდა დიდ სინზე დაწყობილი პატარძლის სამოსი; დედოფლის სახლთან მიახლოებულ ნეფეს დამხვდურები გზას გადაუკეტავდნენ და „გამოსასყიდის“ გადახდამდე არ გაუშვებდნენ.

სახლში შესული ნეფე, ქავორი და პესახპერი დგებოდნენ ფარდასთან, რომლის უკან პატარძალი იჯდა. ამ უკანასკნელის ნათესავები სიძესა და მის მეგობრებს სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ; მაგიდაზე დგამდნენ ხონჩას, რომელზედაც მოხარშული ქათმები, კვერცხები, ქიშმიშნარევი ფლავი და ტკილეული ელაგა, აქვე ბოთლებით ღვინო და არაყი იდგა; ახლო ნათესავებს ნეფისთვის მოჰქონდათ „საქორწილო ხე“ - „ური ჩჲუხი“. ქორწილის სუფრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც სტუმრები შინ მიდიოდნენ, ხოლო ნეფე, ქავორი და პესახპერი ღამის გასათევად იქვე რჩებოდნენ.

მექორწილეები დილით კვლავ პატარძლის სახლში იკრიბებოდნენ, სადაც „დედოფლის ჩაცმის“ რიტუალი იწყებოდა. მეგობრების გარემოცვაში მჯდარ პატარძალს ტანსაცმლით მოსავდა ერთ-ერთი გათხოვილი ქალი, რომელსაც პირველი შვილი ვაჟი ჰყავდა, სარტყელს კი ქავორი უკეთებდა. ამ წეს-ჩვეულების შედარებით მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ქალიშვილის ვარცხნილობისა და თავსაბურავის შეცვლა ქალის შესაბამისი ატრიბუტებით.

ჯვრისწერა ეკლესიაში ან კერასთან („თონრი პსაკ-ი“) სრულდებოდა, რის შემდეგაც პატარძლის მშობლების სახლში, სტუმრების გამასპინძლებისთანავე, დედოფალთან გამოთხოვება იწყებოდა: ქალიშვილი დედ-მამას ხელებს უკოცნიდა, ვაჟი კი – მის ყველა ნათესავს. გაცილების ცერემონია პატარძლის, მისი დედისა და დამსწრე ქალების ცრემლნარევი წუხილით იყო თანხლებული. პატარძალი სახლიდან მუსიკის ქვეშ გამოჰყავდათ; ამ დროს ქალიშვილის უმცროსი ძმა მაყარს გზას გადაუღობავდა და ქავორისგან გამოსასყიდს მოითხოვდა. ამის შემდეგ, ნეფე-დედოფალი და მაყარიონი ვაჟის სახლიკენ მხიარულებითა და თოფის სროლით დაიძვრებოდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Варданян Л. М. Брак и свадьба // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012;
  • Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები