აკაკი (კალიგრაფი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.  
 
ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.  
  
 +
 +
{|
 +
|-
 +
| [[ფაილი:Logo1.JPG|მარჯვენა|10px|]] [[აკაკი|აკაკი მრავალმნიშვნელოვანი]]
 +
|}
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]

13:20, 16 სექტემბერი 2021-ის ვერსია

აკაკი - (XVI ს.) კალიგრაფი. მისი გადაწერილია 1504 წ. ოთხთავი ეტრატი (Q 920) შესრულებულია ნუსხურით, სათაური და დასაწყისი ასოები – სინგურით (ალაგ-ალაგ მოოქრული). გადამწერის ანდერძი მოთავსებულია 253 v-ზე. დამკვეთია დედოფალთ-დედოფალი თამარი, ყვარყვარე დიდისა და დედისიმედის ასული (251 v). ხის ყდა შემოსილია წითელი აბრეშუმის ქსოვილით, შიგნიდან აბრეშუმი მოოქრულია. ხელნაწერს აქვს მასიური ვერცხლის კუბო ვერცხლისავე შესაკრავებით. გარედან კუბო შეჭედილია აჟურულად ნაკეთი მორთულობით, რომლის ცალკე ნაწილების ცენტრალურ ადგილებს ამშვენებს ე.წ. „სოლომონის ბეჭედი“ – ექვსქიმიანი ვარსკვლავის სახით. კუბოს აქვს ვერცხლის ქინძისთავი. შემკულია ოქროთი და ფერადებით შესრულებული მახარებელთა მინიატიურებით, თავკაზმულობითა და მოხატული ასოებით. 1921 წ. მთელ ქართულ საგანძურთან ერთად გატანილ იქნა საზღვარგარეთ. 1945 წლიდან ხელნაწერი კვლავ საქართველოშია.

ი. გაჩეჩილაძე

ლიტერატურა

ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.


Logo1.JPG აკაკი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები