თვალადის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თვალადის წმინდა გიორგის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[სა...)
 
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიები]]
+
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]

14:33, 23 ივლისი 2020-ის ვერსია

თვალადის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში, ონოფრიანთ უბანში, ვანო ზაქარიაშვილის ეზოში. თარიღდება XIX საუკუნით. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, ეკლესია თავკავთის წმინდა გიორგის ეკლესიის (მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, მთებში) „მისალოცს“ წარმოადგენს.

ეკლესია დარბაზულია (9,4X6,1 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, ზოგან კედლების წყობაში, სარკმლებისა და კარის თაღებზე გამოყენებულია აგური, ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. ორივე მხარეს თაღოვანი შესასვლელი სამხრწთითაა. უჩვეულოდ ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის კედლებში სამი სწორკუთხა ნიშია (ორი – სარკმლის გვერდებზე, სიმეტრიულად, ერთი – სარკმელთან ახლოს). თითო სარკმელია ეკლესიის დანარჩენ სამ კედელში. დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში გაურკვეველი დანიშნულების ორი ღრმა ნიშია. ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული ყოფილა (აქა-იქ შემორჩენილია ფერადი ლაქები, ძირითადად მუქი შინდისფერი). დარბაზი კამარით ყოფილა გადახურული. ფასადებზე კარ-სარკმლის თაღები კარგად არის გამოყვანილი.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები