ძველი აღთქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[ბიბლია|ბიბლიის]] პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს-ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება [[თორა]] (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი [[მოსე]], რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, [[სამოთხე|სამოთხიდან]] გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის - [[ისრაელი|ისრაელის]] - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.
 
ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია [[ებრაელები|ებრაელი]] ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; [[ომი|ომები]] გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: [[იესო ნავეს ძე|ისუ ნავეს ძეს]], [[დავითი|დავით]] მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „[[ფსალმუნი|ფსალმუნნი]]“ ან „დავითნი“ ეწოდება, [[სოლომონ ბრძენი|სოლომონ მეფეს]] - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, [[ეკლესიასტე]], ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).
+
ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია [[ებრაელები|ებრაელი]] ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; [[ომი|ომები]] გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: [[იესო ნავეს ძე|ისუ ნავეს ძეს]], [[დავითი (ისრაელის მეფე)|დავით]] მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „[[ფსალმუნი|ფსალმუნნი]]“ ან „დავითნი“ ეწოდება, [[სოლომონ ბრძენი|სოლომონ მეფეს]] - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, [[ეკლესიასტე]], ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).
  
თანამედროვე ებრაული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.
 
მიმდინარე ცვლილება 01:55, 16 ივნისი 2024 მდგომარეობით

ძველი აღთქმა - ქართული „აღთქმის“ შესატყვისებია: ებრ. „ბერით“, ბერძნ. „დიათეკე“, ლათ. „ტესტამენტუმ“, რუს. „ზავეტ“. მათი მნიშვნელობებია - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება. „ძველი აღთქმა“ გულისხმობს იმ დაპირებას, იმ კავშირს, იმ ხელშეკრულებას და იმ ანდერძს, რომელიც ქრისტეს შობამდე აღუთქვა ღმერთმა ადამიანს. ფაქტობრივად, ესაა ხელშეკრულება ორ სუბიექტს - ღმერთსა და ადამიანს - შორის.

უზენაესი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება - ერთიანი ნებით და მადლით ისტორიის კონკრეტულ ჟამსა და ალაგს ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ეს ადამიანები ცნობილი არიან წინასწარმეტყველებად და მოციქულებად.

წინასწარმეტყველნი ძველი აღთქმის ავტორები არიან, მოციქულნი - ახლისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის ყველა ეპიზოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, არის მინიშნება ახალ აღთქმაზე. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი“.

ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს-ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება თორა (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის - ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.

ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია ებრაელი ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; ომები გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: ისუ ნავეს ძეს, დავით მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „ფსალმუნნი“ ან „დავითნი“ ეწოდება, სოლომონ მეფეს - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, ეკლესიასტე, ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).

თანამედროვე ებრაული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.

სარჩევი

[რედაქტირება] ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები

ბიბლიის ბერძნულ თარგმანში, რომელიც სეპტუაგინტას („სამოცდაათისეული“) სახელითაა ცნობილი, შესულია ძველი აღთქმის სხვა წიგნებიც: ეპისტოლე იერემიასი და ბარუქი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, მე-2 და მე-3 ეზრა, მაკაბელთა სამი წიგნი და კიდევ: ზოგიერთი ნაწყვეტი, ჩართული კანონიკურ წიგნებში, როგორიცაა:

  1. ესთერის წიგნის ის მონაკვეთი, რომელიც არაა დანომრილი მუხლობრივად ბერძნულ და სლავურ ბიბლიაში;
  2. მანასეს ლოცვა მე-2 ნეშტთას ბოლოში;
  3. სამი ყრმის სიმღერა დანიელის წიგნში (მე-13 თავი);
  4. მოთხრობა სუსანაზე (იქვე) და
  5. ბელსა და გველეშაპზე (იქვე, თ. 14).

ეს წიგნები და ნაწყვეტები ებრაულ ბიბლიაში არ არის. ისინი გამოჩნდნენ ბერძნულ ენაზე და სხვადასხვა დროს შეიტანეს ბიბლიაში. ეკლესია არ აღიარებს მათ კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სულის მარგებლად.

[რედაქტირება] შექმნის დრო

ძველი აღთქმის წიგნების ერთ კრებულად ჩამოყალიბება ხდებოდა თანდათანობით, ამ წიგნების გამოჩენასთან ერთად.

მითითებას რჯულის შემადგენლობისა და ძველი აღთქმის წიგნების სამ ნაწილად გაყოფის შესახებ ჩვენ ვხვდებით იესო ზირაქის ძესთან (220 წ. ქრისტეს შობამდე). სეპტუაგინტა (270 წ. ქრისტეს შობამდე) იმის დასტურია, რომ ძველი აღთქმის ყველა კანონიკური და არაკანონიკური წიგნი შედიოდა ერთ კრებულში, რადგან ისინი ერთ თარგმანში არიან წარმოდგენილნი.

როდის ჩამოყალიბდა კანონი ანუ რჯული, ე.ი. ძველი აღთქმა მთლიანად? ზუსტად ვერ ვიტყვით. მითითებას „რჯულის“ თანდათანობით შედგენის შესახებ ჩვენ ვხვდებით თვითონ წმინდა წიგნებში: როდესაც მოსემ რჯულის ყველა სიტყვა ჩაწერა წიგნში და შესანახად გადასცა ლევიანებს, ბრძანა, დაედოთ იგი აღთქმის კიდობნის გვერდით (2 რჯული 31:24-26). ისო ნავეს ძემ ღვთის სიტყვები და გამოცხადებები საღვთო რჯულის წიგნში ჩაწერა ანუ შეუერთა მოსეს ხუთწიგნეულს (იესო 24:26). სამუელმა გამოუცხადა ხალხს მეფის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო (1 მეფ. 10:25).

სამუელის მიერ დაარსებულ წინასწარმეტყველთა სკოლებიდან გამოვიდნენ შემდეგდროინდელ მოვლენათა აღმწერნი - წინასწარმეტყველები: ნათანი, გადი და სხვები, რომლებიც ითვლებიან წმიდა მწერლებად და წმიდა წერილის მცველებად.

წმიდა წიგნები ინახებოდა წმიდათა წმიდაში, აღთქმის კიდობნის გვერდით. ისინი ცნობილნი იყვნენ ლევიანთა და მღვდელთათვის; ივსებოდნენ ახალი ჩანაწერებით ძველი აღთქმის მამების მიერ და ინუსხებოდნენ ხოლმე საეკლესიო თუ საერო მიზნებისათვის.

საღვთო წიგნების კრებულად გაერთიანება დასრულდა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ეზრას, ნეემიას და უკანასკნელ წინასწარმეტყველთა მიერ.

[რედაქტირება] ძველი აღთმის ხელნაწერები

მოსეს რჯული განკუთვნილი იყო „რჩეული ერისათვის“, ებრაელებისათვის და, ბუნებრივია, ძველი აღთქმა დაიწერა მათსავე ენაზე. უძველეს ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია მხოლოდ IX-X სს-ის ხელნაწერები. ესენია: პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკის, ბრიტანეთის მუზეუმის და კიდევ რამდენიმე, რომელთა გვერდით დგას ე.წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც დაცულია თბილისის კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში. უძველესი ხელნაწერების ფრაგმენტები 1948 წელს მკვდარი ზღვის აუზში აღმოჩნდა. ისინი ცნობილია ყუმრანის ხელნაწერების სახელით, რომელთა მეცნიერული შესწავლა დღესაც გრძელდება.

[რედაქტირება] ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი

ქრისტიანულმა სამყარომ ძველი აღთქმა უმთავრესად ბერძნულენოვანი თარგმანით გაიცნო. ძვ.წ. VI ს-ში ისრაელის სამეფო ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაიპყრო და „რჩეული ერის“ დიდი რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტა. ნაწილი მცხეთის სანახებს მოადგა და ჩვენს მიწა-წყალზე ჰპოვა თავშესაფარი. ნაწილი - აღმოსავლეთში, ნაწილიც დასავლეთში გაიხიზნა. მათ თანდათან დაივიწყეს დედაენა. ამის გამო რაბინთა წინაშე დადგა საკითხი საღმრთო წერილის მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე თარგმნისა. ეს იდეა მომწიფდა ალექსანდრიის ებრაულ დიასპორაში, რომლის საურთიერთო და სააზროვნო ენა ბერძნული იყო. გამოიკვეთა ამ ენაზე ძველი აღთქმის თარგმნის აუცილებლობა, რამაც ხორცი პტოლემეოს ფილადელფოსის დროს შეისხა. შემონახულია გადმოცემა: 270 წ-ს ალექსანდრიაში 70 (უფრო ზუსტად, 72) მთარგმნელი შეკრიბეს და ორ-ორად დააჯგუფეს. მთარგმნელები დასხდნენ ცალ-ცალკე ოთახებში და მუშაობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მათი თარგმანები (გამოვიდა 35) იდენტური აღმოჩნდა, რაც ღვთის მადლისა და ნების მაუწყებლობად ჩაითვალა. აღნიშნულ თარგმანს ბერძნულად ჰებდომეკონტა, ლათინურად სეპტუაგინტა ანუ სეპტანტა (სამოცდაათისეული) უწოდეს. იგი გავრცელდა ბერძნულენოვან სამყაროში და საფუძვლად დაედო ახალ, სხვაენოვან თარგმანებს, გარდა ლათინურისა. უშუალოდ ებრაელი დედნიდან ბიბლია ამ ენაზე IV ს-ის საეკლესიო მოღვაწემ ნეტარმა იერონიმემ 386-406 წლებს შორის თარგმნა.

ძვ.წ. II-III სს-ში ბერძნულ ენაზე ძველი აღთქმის კიდევ სამი თარგმანი აღმოცენდა. ესენია: აკვილას, სვიმახოსისა და თეოდოტიონის. მათი მიზანი იყო წარმოედგინათ ებრაული ტექსტის სრული შესატყვისი, მოეცათ ზედმიწევნითი თარგმანი. მიუხედავად ამისა, ამ თარგმანებმა საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვეს, თუმცა ღვთისმეტყველები ყოველთვის უწევდნენ ანგარიშს და მათ მონაცემებს ითვალისწინებდნენ. სეპტანტის ხელნაწერების არშიებზე, ამა თუ იმ ადგილის გასწვრივ, ხშირად ვხვდებით მინაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ იკითხება მოცემული მუხლი აღნიშნულ თარგმანებში. ასეთ შრომას, კატენის სახელით რომაა ცნობილი, მეცნიერული მიზანი ჰქონდა. სამღვდელმსახურო (ლიტურგიკულ) პრაქტიკაში ყოველთვის და ყველგან 70-თა თარგმანს იყენებდნენ.

სეპტუაგინტას პირვანდელ ვარიანტს ჩვენამდე არ მოუღწევია. ის დაყოფილია სამ უმთავრეს რედაქციად. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის თქმით, "ბიბლიოლოგიის ყურადღება ახლა მიქცეულია იქითკენ, რომ ეს თარგმანი როგორმე აღდგენილ იქნეს. ამას კი შესაძლებლად ცნობენ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნ ტექსტთა მეოხებით, რომელთაც, უეჭველია, საფუძვლად დაედო ერთ - ერთი ქვემოდასახელებულ სამ რედაქციათაგან. ეს რედაქციებია: ორიგენის ჰეგზაპლები, რომელიც პალესტინაში იყო გავრცელებული, ლუკიანეს, ანტიოქელი მღვდელმოწამისა მეოთხე საუკუნეში, რომელსაც ეწოდება კოინე და მიღებული იყო ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებში და ივსიქი ალექსანდრიელისა, რომელიც ალექსანდრიაში იყო მიღებული".

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები