ავგუსტინე ნეტარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნეტარი ავგუსტინე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნეტარი ავგუსტინე

ავგუსტინე ავრელიუს - (ლათ. Aurelius Augustinus, დ. 13 ნოემბერი, 354 — გ. 28 აგვისტო, 430), ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი.

ავგუსტინე, რომელიც ისტორიაში ცნობილია ნეტარი ავგუსტინეს სახელით, დაბადებულა 354 წლის 13 ნოემბერს ნუმიდიის პატარა ქალაქ ტაგასტში, ჰიპონის მახლობლად, სადაც იგი 395 წლიდან ეპისკოპოსად იყო; გარდაიცვალა 430 წლის 28 აგვისტოს. ავგუსტინეს ბიოგრაფიას ვეცნობით ავტობიოგრაფიული ნაშრომიდან, რომელსაც ეწოდება „აღსარება“, მისი მამა წარმართი იყო, ხოლო დედა – ქრისტიანი. თექვსმეტ წლამდე ავგუსტინე ოჯახში იზრდებოდა და, როცა ჩვიდმეტი წლისა გახდა, მშობლებმა წაიყვანეს კართაგენში, რომელსაც „აფრიკის მუზას უწოდებდნენ“. იგი აღიზარდა ანტიკურ ფილოსოფიასა და ლიტერატურაზე. ავგუსტინე ითვლება დასავლეთის საეკლესიო მოღვაწეთა ერთ–ერთ უდიდეს წარმომადგენლად.

ავგუსტინემ ანტიკური კულტურა გამოიყენა ეკლესიის სასარგებლოდ. წარმართობასა და სხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ ბრძოლაში გამომუშავდა ავგუსტინეს შეხედულებანი, რომელთა მიხედვითაც იგი გვევლინება როგორც ქრისტიან თეოლოგთაგან უპირველესი და რელიგიური ობსკურანტიზმის მებრძოლი მქადაგებელი, რომელიც ეკლესიას მოუწოდებდა, ურწმუნოებს სასტიკად გასწორებოდა.

ავგუსტინეთი მთავრდება ქრისტიანობის დევნის პერიოდი და იწყება მისი განვითარების ახალი პერიოდი. ავგუსტინეს მოღვაწეობის გაგება გვეხმარება ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების წინამორბედი ისტორიის გაგებაში და იმ მიზეზთა გარკვევაში, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ქრისტიანობის წარმატებას დასავლეთში.

ავგუსტინეს უწოდებენ „ფილოსოფიის ისტორიის მამას“. იგი ბევრს წერდა ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულების საკითხებზე. მისი აზრით: „თეოლოგიის გარეშე - ფილოსოფია არაფერია“, „რწმენის წინაშე უფერულდება გონების ყველა მიღწევა”. მისმა შეხედულებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების მსოფლმხედველობაზე, განსაკუთრებით კი ქრისტიანობისა და კათოლიციზმის პრინციპების ჩამოყალიბებაზე.

ავგუსტინე ცხოვრობდა რომის იმპერიის რღვევის პერიოდში. მან წამოაყენა ისტორიული პროცესის ახალი კონცეფცია, რომლის დამახასიათებელიც იყო თეოკრატიის იდეა. ამ იდეის მიხედვით, საერთო ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს საეკლესიო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარეობს ეკლესიის მსოფლიო ბატონობის იდეაც. ავგუსტინეს მოძღვრება შეიქმნა რომის პაპის ხელისუფლებისა და ინკვიზიციის დასაყრდენი.

ავგუსტინე იცავდა სოციალურ უთანასწორობას, მონობასა და კერძო საკუთრებას. იგი ქადაგებდა ასკეტიზმსა და სხეულის უგულებელყოფას. ავგუსტინეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუთერის და სხვათა რეფორმაციული შეხედულებების შემუშავებაში.

ავგუსტინეს დაუწერია 93 შრომა 232 წიგნად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თხზულება „ღვთის ქალაქის შესახებ“.

იხილე აგრეთვე

ავგუსტინე ნეტარი

წყარო

ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები