პეტერბურგის დეკლარაცია 1908

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:კონვენციები]]
+
[[კატეგორია:დეკლარაციები]]

მიმდინარე ცვლილება 12:42, 28 ივნისი 2024 მდგომარეობით

პეტერბურგის დეკლარაცია 1908 – (ბალტიის ზღვის აუზში სტატუს-კვოს შენარჩუნების შესახებ), ხელი მოაწერეს შემდეგმა ქვეყნებმა: რუსეთმა (იზეოლსკი), გერმანიამ (პურტალესი), დანიამ (ლევენერნი) და შვედეთმა (ბრენდშტრემი).

პეტერბურგის დეკლარაცია შეიქმნა რუსეთის ინიციატივით, რომელიც ცდილობდა უსაფრთხო გაეხადა თავისი ჩრდილო-დასავლეთის საზღვრები და მიეღწია ალანდის 1856 კონვენციის ლიკვიდაციისათვის. ნიკოლოზ II-სა და ვილჰელმ II-ის შეხვედრისას სეინემიუნდში (3.VIII.1907). რუსმა მინისტრმა იზეოლსკიმ განუცხადა გერმანიის კანცლერ ბიულოვს, რომ რუსეთისათვის სასურველი იყო ისეთი შეთანხმების შემუშავება, რომელიც განამტკიცებდა სტატუს-კვოს ბალტიაში. გერმანიამ, რომელიც ამ დროს ცდილობდა, ჩამოეშორებინა რუსეთი სამთა კავშირის ქვეყნებისაგან, თანხმობა განაცხადა ამ საკითხის გარშემო მოლაპარაკების დაწყებაზე. პეტერბურგის დეკლარაციაში განცხადებული იყო, რომ მასში მონაწილე სახელმწიფოები აპირებდნენ საკუთარი ბალტიისპირა სამფლობელოების უცვლელად შენარჩუნებას. ბალტიის ზღვის აუზში განლაგებული სახელმწიფოების ტერიტორიული სტატუს-კვოს საფრთხის შექმნის შემთხვევაში, პეტერბურგის დეკლარაციის წევრი ქვეყნები კისრულობდნენ ჩართულიყვნენ მოლაპარაკებაში და დაეცვათ სტატუს-კვო. რუსეთის მოთხოვნით, დეკლარაციასთან ერთად ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დეკლარაციის შინაარსი არ ეხებოდა იმ უფლებებს, რომლებიც ითვალისწინებდა ამ ქვეყნების მიერ კუთვნილ ტერიტორიებზე სუვერენული უფლების თავისუფალ გამოყენებას. ამით რუსეთი ცდილობდა, საშუალება ჰქონოდა დაეყენებინა საკითხი ალანდის კუნძულების შესახებ, პარიზის კონვენციის (1856) გაუქმების თაობაზე, რომელიც ლახავდა რუსეთის სუვერენიტეტს.

იმავდროულად ბერლინში ინგლისის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, დანიისა და შვედეთის წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილ იქნა ანალოგიური დეკლარაცია, რომელიც ეხებოდა ჩრდილოეთის ზღვის აუზის ქვეყნების ტერიტორიული სტატუს-კვოს შენარჩუნებას (ბერლინის ან ჩრდილოეთის ზღვის დეკლარაცია).

პეტერბურგის დეკლარაციასა და ჩრდილოეთის ზღვის დეკლარაციას არ ენიჭებოდა სერიოზული მნიშვნელობა, რადგანაც არც ინგლისი და არც გერმანია. როგორც იმდროინდელი საიდუმლო მიმოწერა მოწმობს, არ აპირებდნენ ომის შემთხვევაში მათ დაცვას. რუსეთისათვის ამ დეკლარაციის მნიშვნელობას ისიც აკნინებს, რომ მის ხელმოწერას ალანდის კუნძულების კონვენციის გაუქმება არ მოჰყოლია.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები