მემორანდუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემორანდუმი – (ლათ. memorandum — რაც უნდა გვახსოვდეს), დიპლომატიური დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის ჩამოყალიბებული რაიმე საკითხის ფაქტობრივი ან იურიდიული ანალიზი. ან სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა განმარტებული. მემორანდუმი შეიძლება იყოს ორი სასის:
ა) იგი წარმოადგენს დანართს პირადი ან ვერბალური ნოტისათვის;
ბ) იგი არის დამოუკიდებელი დოკუმენტი. რომელიც გადაიცემა პირადად ან იგზავნება კურიერის მეშვეობით.

პირველ შემთხვევაში მემორანდუმი იბეჭდება უგერბო ქაღალდზე; არ აღინიშნება ნომერი, ბეჭედი, გაგზავნის ადგილი, თარიღი და მისამართი. როდესაც მემორანდუმი დამოუკიდებელი დოკუმენტია. იგი იბეჭდება სანოტო ქაღალდზე, რომელზეც აღინიშნება გაგზავნის ადგილი და თარიღი, თუმცა ნომერი და ბეჭედი არ ისმება. დიპლომატიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია ცალკეულ სახელმწიფოთა მიერ მემორანდუმის გამოქვეყნება მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები