მჭადიჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''მჭადიჯვარი''' – ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში,  [[ქართლი|ქართლში]], დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. ზღვის დონიდან 700 მ, დუშეთიდან 14 კმ.
 
'''მჭადიჯვარი''' – ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში,  [[ქართლი|ქართლში]], დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. ზღვის დონიდან 700 მ, დუშეთიდან 14 კმ.
  
ვახუშტი ბაგრატიონი მჭადიჯვრის შესახებ აღნიშნავს: „ტყვილიანის ჩდილოთ არს მონასტერი მჭადისჯუარისა, საბურდიანოსა შინა, გუმბათიანი და აწ უქმი“  
+
[[ვახუშტი ბაგრატიონი]] მჭადიჯვრის შესახებ აღნიშნავს: „ტყვილიანის ჩდილოთ არს მონასტერი მჭადისჯუარისა, საბურდიანოსა შინა, გუმბათიანი და აწ უქმი“  
  
 
====სახელწოდება====
 
====სახელწოდება====
ვინ მოთვლის, რამდენი საოცარი თქმულება თუ გადმოცემა შეუქმნია ადგილობრივ მოსახლეობას [[ტოპონიმი|ტოპონიმ]] მჭადიჯვრის წარმოშობის თაობაზე როგორც ჩანს, ამაში „ბრალი“ თვითონ სოფლის უცნაურ სახელწოდებას მიუძღვის, რადგან ფუძეები მჭადი და ჯვარი ერთმანეთს აზრობრივად არ ეთანხმებიან. [[ონომასტიკა|ონომასტიკის]] მკვლევარს უნდა ახსოვდეს, რომ რთულ გეოგრაფიულ სახელწოდებებში ორივე ფუძე ყოველთვის ერთ აზრობრივ მთლიანობას ქმნის: ქვახვრელი, რკინისჯვარი, [[ხეკორძი]], მთაწმინდა, დიდგორი, ხიდისთავი, გორმაღალი, ჭითაწყარი („წითელი წყალი“), ჩხოროწყუ („ცხრაწყარო“) ჭყონდიდი („მუხადიდი“), ქუბურხინჯი („წაბლის ხიდი“), ცხენთარო („ცხენების თარო ანუ ეხი“), ციხისჯვარი… ტოპონიმ მჭადიჯვარში კი ლოგიკური კავშირი ფუძეებს შორის აშკარად დარღვეულია: მჭადი + ჯვარი? სწორედ ეს აზრობრივი შეუთავსებლობა გამხდარა იმის მიზეზი, რომ ხალხს ოდითგანვე უცდია ამ შეუსაბამობის დაძლევა და ტოპონიმის სხვაგვარი კუთხით ახსნა-განმარტება:  
+
ვინ მოთვლის, რამდენი საოცარი [[თქმულება]] თუ გადმოცემა შეუქმნია ადგილობრივ მოსახლეობას [[ტოპონიმი|ტოპონიმ]] მჭადიჯვრის წარმოშობის თაობაზე როგორც ჩანს, ამაში „ბრალი“ თვითონ სოფლის უცნაურ სახელწოდებას მიუძღვის, რადგან ფუძეები მჭადი და ჯვარი ერთმანეთს აზრობრივად არ ეთანხმებიან. [[ონომასტიკა|ონომასტიკის]] მკვლევარს უნდა ახსოვდეს, რომ რთულ გეოგრაფიულ სახელწოდებებში ორივე ფუძე ყოველთვის ერთ აზრობრივ მთლიანობას ქმნის: ქვახვრელი, რკინისჯვარი, [[ხეკორძი]], მთაწმინდა, დიდგორი, ხიდისთავი, გორმაღალი, ჭითაწყარი („წითელი წყალი“), ჩხოროწყუ („ცხრაწყარო“) ჭყონდიდი („მუხადიდი“), ქუბურხინჯი („წაბლის ხიდი“), ცხენთარო („ცხენების თარო ანუ ეხი“), ციხისჯვარი… ტოპონიმ მჭადიჯვარში კი ლოგიკური კავშირი ფუძეებს შორის აშკარად დარღვეულია: მჭადი + ჯვარი? სწორედ ეს აზრობრივი შეუთავსებლობა გამხდარა იმის მიზეზი, რომ ხალხს ოდითგანვე უცდია ამ შეუსაბამობის დაძლევა და ტოპონიმის სხვაგვარი კუთხით ახსნა-განმარტება:  
  
 
„ერთხელ სოფელს დიდძალი თათრის ჯარი დასცემია, – მოგვითხრობს ხალხური გადმოცემა. – როცა [[ციხევდავი]]ს ყარაულებს მტრის შემოსევა უცნობებიათ, სოფლის მღვდელს ეკლესიიდან გამოუტანია პატიოსანი თვლებით მოჭედილი [[ოქრო]]ს ჯვარი და ჭაში ჩაუგდია, დაუმალია, თათრის ჯარი სოფელში შემოსულა, იქაურობა აუკლია, თუ რამ იბადებოდა, გაუცარცვია, ამდგარა და წასულა. თათარი რო წასულა, სოფლის [[მღვდელი|მღვდელს]] დამალული ჯვარი ამოუღია, მოუტანია და ისევ ეკლესიის [[საკურთხეველი|საკუთრხეველზე]] დაუბძანებია. ღვდელმა [[ჭა]]ში ჯვარი დამალა, ჭაში ჯვარი დამალაო და სოფელსაც თურმე დარქმევია ჭაშიჯვარი. ბოლო-ბოლო ჭაშიჯვარი მჭადიჯვარით შეუცვლია ჩვენს ხალხს“ (ილო ღარიბაშვილი, ქ. დუშეთი, 1956 წ.).  
 
„ერთხელ სოფელს დიდძალი თათრის ჯარი დასცემია, – მოგვითხრობს ხალხური გადმოცემა. – როცა [[ციხევდავი]]ს ყარაულებს მტრის შემოსევა უცნობებიათ, სოფლის მღვდელს ეკლესიიდან გამოუტანია პატიოსანი თვლებით მოჭედილი [[ოქრო]]ს ჯვარი და ჭაში ჩაუგდია, დაუმალია, თათრის ჯარი სოფელში შემოსულა, იქაურობა აუკლია, თუ რამ იბადებოდა, გაუცარცვია, ამდგარა და წასულა. თათარი რო წასულა, სოფლის [[მღვდელი|მღვდელს]] დამალული ჯვარი ამოუღია, მოუტანია და ისევ ეკლესიის [[საკურთხეველი|საკუთრხეველზე]] დაუბძანებია. ღვდელმა [[ჭა]]ში ჯვარი დამალა, ჭაში ჯვარი დამალაო და სოფელსაც თურმე დარქმევია ჭაშიჯვარი. ბოლო-ბოლო ჭაშიჯვარი მჭადიჯვარით შეუცვლია ჩვენს ხალხს“ (ილო ღარიბაშვილი, ქ. დუშეთი, 1956 წ.).  

მიმდინარე ცვლილება 18:30, 27 ივნისი 2024 მდგომარეობით

მჭადიჯვარი – ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. ზღვის დონიდან 700 მ, დუშეთიდან 14 კმ.

ვახუშტი ბაგრატიონი მჭადიჯვრის შესახებ აღნიშნავს: „ტყვილიანის ჩდილოთ არს მონასტერი მჭადისჯუარისა, საბურდიანოსა შინა, გუმბათიანი და აწ უქმი“

[რედაქტირება] სახელწოდება

ვინ მოთვლის, რამდენი საოცარი თქმულება თუ გადმოცემა შეუქმნია ადგილობრივ მოსახლეობას ტოპონიმ მჭადიჯვრის წარმოშობის თაობაზე როგორც ჩანს, ამაში „ბრალი“ თვითონ სოფლის უცნაურ სახელწოდებას მიუძღვის, რადგან ფუძეები მჭადი და ჯვარი ერთმანეთს აზრობრივად არ ეთანხმებიან. ონომასტიკის მკვლევარს უნდა ახსოვდეს, რომ რთულ გეოგრაფიულ სახელწოდებებში ორივე ფუძე ყოველთვის ერთ აზრობრივ მთლიანობას ქმნის: ქვახვრელი, რკინისჯვარი, ხეკორძი, მთაწმინდა, დიდგორი, ხიდისთავი, გორმაღალი, ჭითაწყარი („წითელი წყალი“), ჩხოროწყუ („ცხრაწყარო“) ჭყონდიდი („მუხადიდი“), ქუბურხინჯი („წაბლის ხიდი“), ცხენთარო („ცხენების თარო ანუ ეხი“), ციხისჯვარი… ტოპონიმ მჭადიჯვარში კი ლოგიკური კავშირი ფუძეებს შორის აშკარად დარღვეულია: მჭადი + ჯვარი? სწორედ ეს აზრობრივი შეუთავსებლობა გამხდარა იმის მიზეზი, რომ ხალხს ოდითგანვე უცდია ამ შეუსაბამობის დაძლევა და ტოპონიმის სხვაგვარი კუთხით ახსნა-განმარტება:

„ერთხელ სოფელს დიდძალი თათრის ჯარი დასცემია, – მოგვითხრობს ხალხური გადმოცემა. – როცა ციხევდავის ყარაულებს მტრის შემოსევა უცნობებიათ, სოფლის მღვდელს ეკლესიიდან გამოუტანია პატიოსანი თვლებით მოჭედილი ოქროს ჯვარი და ჭაში ჩაუგდია, დაუმალია, თათრის ჯარი სოფელში შემოსულა, იქაურობა აუკლია, თუ რამ იბადებოდა, გაუცარცვია, ამდგარა და წასულა. თათარი რო წასულა, სოფლის მღვდელს დამალული ჯვარი ამოუღია, მოუტანია და ისევ ეკლესიის საკუთრხეველზე დაუბძანებია. ღვდელმა ჭაში ჯვარი დამალა, ჭაში ჯვარი დამალაო და სოფელსაც თურმე დარქმევია ჭაშიჯვარი. ბოლო-ბოლო ჭაშიჯვარი მჭადიჯვარით შეუცვლია ჩვენს ხალხს“ (ილო ღარიბაშვილი, ქ. დუშეთი, 1956 წ.).

არსებობს სხვაგვარი თქმულებაც:

„ერეკლე მეფის დროს არაგვის ხეობას ლეკი შემოსევია. უნდათ, რო მიწასთან გაასწორონ აქაობა. დაუჭერიათ დუშეთი, ბაზალეთი, მთელი ბოდორნა-ციხევდავი და მოსულან ამ ციხის ასაღებად. იმათა ჰყოლია ერთი ნაიბი თუ ვიღაც უფროსი, რომელიც ძალიან ინდობს ხალხსა, არავის ხელს არ ახლებს, სხვასაც თურმე უშლის ხალხის აწიოკებას. ამ ბელადს ერთი აქაური გოგო უნახავს და ძაან შეჰყვარებია. ჩავარდნია გულში ამ გოგოს სიყვარული. ამგარა და მისულა ბოლოს დედასთან და შენი შვილი ცოლად უნდა გამატანოო. ამ დედას ხო ქვა აუგდია, გოგოს კიდევ ცხარე ცრემლით არაგვი დაუგუბებია, ისეთ ყოფაში ჩავარდნილა; ურჯულოს არ გავყვები, გინდა ეხლავე ხმლით ამკუწონო. მერე იმ ნაიბს დედის წინ დაუჩოქია, მე ურჯულო არა ვარ, მეც თქვენსავით ქრისტიანი ვარ, პატარაობაშივე წაუყვანივარ ლეკებს, მაგრამ იქ გაზრდილ კაცს იმათი მარტო ტანისამოსი შემრჩენია, გული და რჯული ისევ დედმამისეული მაქვსო.

უცხო სტუმარი სუფრასთან მიუწვევიათ და ხელში რო აუღია მჭადის კოკორი, ხელის გულებით ჯერ ჯვარი გამოსახავს და მერეღა გადაუმტვრევია. დაუჯერებიათ, რო ეს ბელადი მართლა ქრისტიანი ყოფილა და გოგოც თურმე გაუტანებია. ამ ბელადს კიდევ აუყრია მთელი ეს ლეკობა და მოუშორებია სოფლისათვი, თითი აღარავისათვი დაუკარებია. გადარჩენილა სოფელი, სახელი კი იქიდან დარჩენილა, რო ლეკს მჭადზე ჯვარი გამოუსახია. მჭადის ჯვარიო, – უძახნია ხალხს და ბოლოს სულაც მჭადიჯვარი დარქმევია“. (თებრო უნდილაშვილი – ხულუზაური, ქ. დუშეთი, 1983).

სინამდვილეში ამ მაღალი პოეტური ფანტაზიით შექმნილ თქმულება-გადმოცემებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ტოპონიმისათვის ამოსავლად გვესახება მეზობლად მდებარე ძველი პატარა სოფელი ჭაშა, რომლის სალოცავის მიხედვითაც (ჭაში(ს) ჯვარი) უნდა იყოს გაფორმებული ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი. თავდაპირველად დღევანდელი სოფ. მჭადიჯვრის შემოგარენში უნდა გვქონოდა სალოცავი ჭაშის ჯვარი. დროთა განმავლობაში ჩავარდნილა ნათესაობითი ბრუნვის ნიშნისეული -ს- თანხმოვანი და ჭაში ჯვარი მიგვიღია. რომ არ ყოფილიყო ენაში ტოპონიმი ჭაშიჯვარი („ჭშის ჯვარი“), ვფიქრობთ, არ შეიქმნებოდა ლეგენდა, მღვდელმა მტერს ჭაში ჯვარი დაუმალაო. როცა შესიტყვება ჭაშიჯვარი ადგილობრივი მოსახლეობისათვის შინაარსობრივად დაბნელდა, გაბუნდოვანდა, ხალხს კვლავ უცდია ტოპონიმის გააზრიანება, მისი „გაცოცხლება“, ასე მიგვიღია ახალი სახელწოდება მჭადი-ჯვარი. ეს პროცესი დაახლ. XV-XVI საუკუნეებში ჩანს მომხდარი, რადგან ვახუშტის „აღწერაში“ სოფელი მჭადიჯვარი სუსტად დღევანდელი ორთოგრაფიით არის წარმოდგენილი, თუმცა იმავე ეპოქის ზოგ ძეგლში ჭადისჯვარიც (მ-ანის გარეშე) იკითხება: „წირქოლს – ხიზანი მუხრანბატონის ყმა ვადისჯვრელი ართანას შვილი კომლი ა, თავი ა. ბერი". ათიოდე წლის წინ გამოითქვა განსხვავებული თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ტოპონიმი „მწადიჯვარი“ სიტყვა მჭადა-საგან გვქონია მიღებული (იხ. ალ.ჭინჭარაული, რას ნიშნავს „მქადიჯვარი“? (ჟურნ. „პირიმზე“, თბ. 1993, გვ. 189-196). თვალსაზრისი უთუოდ საინტერესოა, მაგრამ მას ახლავს დაბრკოლებაც: ტოპონიმიაში სიტყვა „მჭდა“ ცალკე არ გვხვდება, მას მუდამ ახლავს საზღვრული სიტყვა „ქვა“ (იხ. ქეგლ, ტ. II. თბ., 1990, გვ. 761).

[რედაქტირება] არქიტექტურული ძეგლები

სოფ. მჭადიჯვარში, მდ. ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე დგას გუმბათიანი ტაძარი და ციხე-გალავანი. სამშენებლო წარწერის მიხედვით ტაძარი 1668 წ. აუგია დომენტი კათოლიკოსს, ხოლო ციხე-გალავანი 1746 წ. კონსტანტინე მუხრანბატონს. ციხე-გალავნის დიდი ნაწილი ამჟამად დანგრეულია და მის ადგილზე საცხოვრებელი შენობები დგას.

ტაძარი (17X20,7 მ) ნაგებია აგურით. შესასვლელი სამი მხრიდანაა. მოგვიანებით ამოუქოლავთ ჩრდილოეთის შესასვლელი. ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი. აქვს კანკელით გამოყოფილი ღრმა ნახევარწრიული აფსიდა, რომლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. ისინი თაღებით უკავშირდებიან საკურთხეველს. გუმბათის ყელში 12 სარკმელია, ჯვრის მკლავებში – სამ-სამი. ფასადებს ამკობს აგურების წყობა და თაღები. სამხრეთი კარის ტიმპანზე მხედრული სამშენებლო წარწერაა.

ციხე-გალავანი გეგმით სწორკუთხაა (49,5X34,3 მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კუთხეებში კოშკებია. გალავნის ძირითადი ნაწილი დანგრეულია. ქვედა ნაწილი ყრუ კედლები ყოფილა. ზედა ნაწილში გამართულია სათოფურები და სალოდეები. 1,2 მ სიგანის შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის თავზე ჩადგმულ ორ ქვაზე მხედრული წარწერაა, რომლის მიხედვით, ციხე-გალავანი 1746 წ. აუშენებია კონსტანტინე მუხრანბატონს (გვრიტიშვილი 1955: 380). კოშკებიდან ყველაზე დიდია ეკლესიაზე მიშენებული ჩრდილოეთის ცილინდრული კოშკი. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა. მეორე სართულზე 2 კარია. ერთი ეკლესიას უკავშირდებოდა, მეორე გალავნის გარეთ გადიოდა. კოშკში ბუხარი, სარკმლები, სათოფურები და სხვადასხვა ზომის ნიშებია. მესამე სართული საბრძოლო ბაქნიანია. კედლებში 6 სალოდე, 2 საზარბაზნე და 25 სათოფურია. დანარჩენი კოშკებიც სამსართულიანია. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოს მხარეს (ზაქარაია 1957ა: 185, 207, 208, 217, 218, 230-234).

ღვთისმშობლის IX-X სს-ის დარბაზული ეკლესია (12,6X6 მ) დგას სოფლის სამხრეთ ნაწილში, ძველ სასაფლაოზე. ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციული ნაწილი და კარ-ფანჯრები გათლილი შირიმი და ქვიშაქვაა. აფსიდა ღრმაა, ნალისებური. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სარკმლის ქვეშ მიშენებულია ტრაპეზი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები