დავით I (კახეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:DaviT I.jpg|thumb|100პქ|დავით I, კახთა მეფე]]
 
[[ფაილი:DaviT I.jpg|thumb|100პქ|დავით I, კახთა მეფე]]
'''დავით I ''' (? - გარდ. 1602) — (გ. 21 ოქტომბერი, 1602) — კახეთის მეფე 1601–1602 წლებში. ალექსანდრე II-ის ძე და თეიმურაზ I-ის მამა.
+
'''დავით I '''  — კახეთის მეფე 1601–1602 წლებში. [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]]-ისა და თინათინ დედოფლის  ძე.
  
დავითმა პირველმა დაიწყო ვაეზ ქაშეფის (გარდ. 1505) „ანვარე სოჰაილის“ („თაგთირის სხივები“) ანუ „ქილილა და დამანას“ თარგმნა მჭევრმეტყველებით გართულებულ სპარსულ ტექსტს კარგად გაართვა თავი. თარგმანის ენა საკმაოდ გამართულია, ჩანართი ლექსები გადმოღებულია პროზად. დავითმა ტექსტის თარგმნა „კუ და მორიელის“ [[არაკი|არაკამდე]] მოასწრო (მისეული თარგმანი დღემდეა შემონახული ორი ნუსხის სახით). [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსი]]ს დავალებით თარგმანი დაასრულეს ანონიმმა მთარგმნელებმა. ასე შეიქმნა „ქილილა და დამანას“ პირველი ქართული ვერსია.
+
1601 წელს ზაფხულში ალექსანდრე მეფე ავად გახდა. დავითსა და მის უმცროს ძმას - გიორგის შორის ბრძოლა დაიწყო ტახტის დაუფლებისთვის. დავითს, როგორც ჩანს, მეტი მომხრეები ჰყავდა და გამარჯვებაც მას დარჩა. ამასობაში ალექსანდრე მომჯობინდა, მაგრამ ვაჟმა ტახტი აღარ დათმო და აიძულა მამა მისთვის სამეფო დროშა, გვირგვინი, სარტყელი და ხმალი მიეცა. ეს ფაქტობრივად დავითის მეფედ კურთხევას ნიშნავდა და ალექსანდრეს ისღა დარჩენოდა, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო. სამაგიეროდ გიორგი ბატონიშვილი კვლავ აგრძელებდა ტახტისთვის ბრძოლას და ახალი შეთქმულება მოაწყო. ბარამ ჩოლოყაშვილმა ყოველივე დავითს მოახსენა. მეფე სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს. მისი ბრძანებით, ხუთს თავი მოკვეთეს, თხუთმეტი კი ჭოეთის ციხიდან გადმოაგდეს. გიორგიმ თავი კათოლიკოსთან შეაფარა მცხეთაში. კახეთის მეფემ გიორგი X-ის დახმარებით მოახერხა ძმის ხელში ჩაგდება და მისი თორღას ციხეში გამოკეტვა,
  
 +
დავითი, როგორც ჩანს, არ აპირებდა მამის პოლიტიკის შეცვლას და კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას რუსეთთან. 1602 წლის ზაფხულში, კახეთში, ოთხი წლის წინ რუსეთს გაგზავნილი ელჩები დაბრუნდნენ და თან ბორის გოდუნოვი დესპანები ჩამოიყვანეს. მათთან აუდიენციას მონაზონი ალექსანდრეც ესწრებოდა. კახეთის სამეფო არჩევანის წინაშე იდგა - გაეგრძელებინა ურთიერთობა რუსეთთან თუ არა. საბოლოოდ ყველაფერი ისე გადაწყდა, რომ დავით მეფემ, მისმა ძემ თეიმურაზმა და ალექსანდრე II-მ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცეს. ელჩების უკან გამგზავრებას ის აყოვნებდა, რომ ნუგზარ არაგვის ერისთავი დავით მეფეს განდგომოდა. დავითმა მოახერხა თავნება ერისთავის დამორჩილება და მძევლად მისი შვილი წაიყვანა, მაგრამ ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. 21 ოქტომბერს ის გარდაიცვალა.
  
 +
====შემოქმედება====
 +
დავითმა პირველმა დაიწყო ვაეზ ქაშეფის (გარდ. 1505) „ანვარე სოჰაილის“ („თაგთირის სხივები“) ანუ „[[ქილილა და დამანა]]ს“ თარგმნა მჭევრმეტყველებით გართულებულ სპარსულ ტექსტს კარგად გაართვა თავი. თარგმანის ენა საკმაოდ გამართულია, ჩანართი ლექსები გადმოღებულია პროზად. დავითმა ტექსტის თარგმნა „კუ და მორიელის“ [[არაკი|არაკამდე]] მოასწრო (მისეული თარგმანი დღემდეა შემონახული ორი ნუსხის სახით). [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსი]]ს დავალებით თარგმანი დაასრულეს ანონიმმა მთარგმნელებმა. ასე შეიქმნა „ქილილა და დამანას“ პირველი ქართული ვერსია.
  
  

21:24, 27 ივნისი 2024-ის ვერსია

დავით I, კახთა მეფე

დავით I — კახეთის მეფე 1601–1602 წლებში. ალექსანდრე II-ისა და თინათინ დედოფლის ძე.

1601 წელს ზაფხულში ალექსანდრე მეფე ავად გახდა. დავითსა და მის უმცროს ძმას - გიორგის შორის ბრძოლა დაიწყო ტახტის დაუფლებისთვის. დავითს, როგორც ჩანს, მეტი მომხრეები ჰყავდა და გამარჯვებაც მას დარჩა. ამასობაში ალექსანდრე მომჯობინდა, მაგრამ ვაჟმა ტახტი აღარ დათმო და აიძულა მამა მისთვის სამეფო დროშა, გვირგვინი, სარტყელი და ხმალი მიეცა. ეს ფაქტობრივად დავითის მეფედ კურთხევას ნიშნავდა და ალექსანდრეს ისღა დარჩენოდა, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო. სამაგიეროდ გიორგი ბატონიშვილი კვლავ აგრძელებდა ტახტისთვის ბრძოლას და ახალი შეთქმულება მოაწყო. ბარამ ჩოლოყაშვილმა ყოველივე დავითს მოახსენა. მეფე სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს. მისი ბრძანებით, ხუთს თავი მოკვეთეს, თხუთმეტი კი ჭოეთის ციხიდან გადმოაგდეს. გიორგიმ თავი კათოლიკოსთან შეაფარა მცხეთაში. კახეთის მეფემ გიორგი X-ის დახმარებით მოახერხა ძმის ხელში ჩაგდება და მისი თორღას ციხეში გამოკეტვა,

დავითი, როგორც ჩანს, არ აპირებდა მამის პოლიტიკის შეცვლას და კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას რუსეთთან. 1602 წლის ზაფხულში, კახეთში, ოთხი წლის წინ რუსეთს გაგზავნილი ელჩები დაბრუნდნენ და თან ბორის გოდუნოვი დესპანები ჩამოიყვანეს. მათთან აუდიენციას მონაზონი ალექსანდრეც ესწრებოდა. კახეთის სამეფო არჩევანის წინაშე იდგა - გაეგრძელებინა ურთიერთობა რუსეთთან თუ არა. საბოლოოდ ყველაფერი ისე გადაწყდა, რომ დავით მეფემ, მისმა ძემ თეიმურაზმა და ალექსანდრე II-მ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცეს. ელჩების უკან გამგზავრებას ის აყოვნებდა, რომ ნუგზარ არაგვის ერისთავი დავით მეფეს განდგომოდა. დავითმა მოახერხა თავნება ერისთავის დამორჩილება და მძევლად მისი შვილი წაიყვანა, მაგრამ ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. 21 ოქტომბერს ის გარდაიცვალა.

შემოქმედება

დავითმა პირველმა დაიწყო ვაეზ ქაშეფის (გარდ. 1505) „ანვარე სოჰაილის“ („თაგთირის სხივები“) ანუ „ქილილა და დამანას“ თარგმნა მჭევრმეტყველებით გართულებულ სპარსულ ტექსტს კარგად გაართვა თავი. თარგმანის ენა საკმაოდ გამართულია, ჩანართი ლექსები გადმოღებულია პროზად. დავითმა ტექსტის თარგმნა „კუ და მორიელის“ არაკამდე მოასწრო (მისეული თარგმანი დღემდეა შემონახული ორი ნუსხის სახით). ვახტანგ მეექვსის დავალებით თარგმანი დაასრულეს ანონიმმა მთარგმნელებმა. ასე შეიქმნა „ქილილა და დამანას“ პირველი ქართული ვერსია.



ლიტერატურა

  • მ. თოდუა, „ქილილა და დამანას“ ქართული ვერსიები, წიგნში: ქილილა და დამანა, თბ., 1975.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები