დავით IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(დავით აღმაშენებლის რეფორმები)
(ბრძოლა თურქ-სელჩუკებთან)
ხაზი 32: ხაზი 32:
  
==== ბრძოლა თურქ-სელჩუკებთან ====
 
==== ბრძოლა თურქ-სელჩუკებთან ====
ერთდროულად დავით აღმაშენებელი კვლავ აწარმოებდა განიწყვეტელ ბრძოლებს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. იგი თავისი მცირერიცხოვანი და კარგად ორგანიზებული რაზმებით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მტერს. სელჩუკები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მათ ხელში მყოფი ციხეებიდან გარეთ გამოსვლისავ კი ეშინოდათ.
+
ერთდროულად დავით აღმაშენებელი კვლავ აწარმოებდა განუწყვეტელ ბრძოლებს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. იგი თავისი მცირერიცხოვანი და კარგად ორგანიზებული რაზმებით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მტერს. სელჩუკები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მათ ხელში მყოფი ციხეებიდან გარეთ გამოსვლისავ კი ეშინოდათ.
  
XII საუკუნის 10-იანი წლებიდან საქართველოსსაბოლოო პოლიტიკური გაერთიანებისათვის დაიწყო დავით აღმაშენებლის სამხედრო გამარჯვებისათვის სვლის პერიოდი.
+
XII საუკუნის 10-იანი წლებიდან საქართველოს საბოლოო პოლიტიკური გაერთიანებისათვის დაიწყო დავით აღმაშენებლის სამხედრო გამარჯვებისათვის სვლის პერიოდი.
  
1110 წელს ქართველებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – აიღეს სამშვილდის ციხე, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მარცხისთანავე სელჩუკებმა მახლობელ სხვა ციხეებსაც თავი ანებეს და გაიქცნენ.
 
1115 წელს აიღეს რუსთავი, 1116 წელს დავითმა თურქ-სელჩუკები განდევნა ტაოდან, 1117 წელს აიღო საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთით ციხე-ქალაქი გიში, 1118 წელს – ლორე. თბიისზე რკალი თანდათან ვიწროვდებოდა, სელჩუკები შიშისაგამ ძრწოდნენ, ყველა ელოდა ქართველთა საბოლოო იერიშს. ამავე პერიოდში დავითმა საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გადააიტანა, მან თავისი ძე დემეტრე გაგზავნა ჯარით შირვანში. ქართველებმა ციხე-ქალაქი ქალაძორი აიღეს, ისტორიკოსი აღტაცებით წერს დემეტრეს შესახებ: „ქმნნა ომნი საკჳრველნი“.
+
1115 წელს აიღეს რუსთავი, 1116 წელს დავითმა თურქ-სელჩუკები განდევნა ტაოდან, 1117 წელს აიღო საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთით ციხე-ქალაქი გიში, 1118 წელს – ლორე. თბილისზე რკალი თანდათან ვიწროვდებოდა, სელჩუკები შიშისაგან ძრწოდნენ, ყველა ელოდა ქართველთა საბოლოო იერიშს. ამავე პერიოდში დავითმა საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გადაიტანა, მან თავისი ძე დემეტრე გაგზავნა ჯარით შირვანში. ქართველებმა ციხე-ქალაქი ქალაძორი აიღეს, ისტორიკოსი აღტაცებით წერს დემეტრეს შესახებ: „ქმნნა ომნი საკჳრველნი“.
 
+
მაგრამ მიუხედავად ამ დიდი წარმტებისა, დავითი კარგად ხედავდა, რომ თურქ-სელჩუკებთან გენერალური ბრძოლა წინ იყო. ქართველთა სამხედრო ძალები ამისათვის აკმარისი არ იყო. ამმიტომ მეფემ გადაწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაყები გადმოესახლებინა საქართველოში. ყივჩაყები განთქმული მეომრები იყვნენ, დავითმა „უწყოდა კეთილად ყიჩაყთა ნათესავისა სიმრავლე და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა“. მეფემ გიორგი მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი გაგზავნა ოსეთში, რათა მათ გზები გაეხსნათ ყოვჩაყთათვის.ოსებმა, როგორც კი შეიტყვეს საქართველოს პირველი ვაზირის მოსვლა, მაშინვე „მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“. დავითმა საქართველოში ორმოცი ათასი ყივჩაყი ოჯახი ჩამოასახლა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაასახლა. ეს უზარმაზარი მასაბინადარ ცხოვრებაზე გადაიყვანა და თითოეულ ოჯახს თითო მეომრის გამოყვანა დაავალა, ასე შეიძინა საქართველომ 40000 რეგულარული სამხედრო ძალა, მაგრამ საქართველოს ჯარის უმრავლესობას კვლავ ქართველები შეადგენდნენ.
+
 
+
საფიქრებელია, რომ ამ პოლიტიკურ ნაბიჯს უკავშირდება დავითის დამოყვრება ყივჩაყთან. მეფემ ყვჩაყთა მთავრის ათრაქა შარღანის ზის ასული გურანდუხტი შეირთო ცოლად, რამაც კიდევ უფრო განამტკია კავშირი ქართველებსა და ყუვჩაყებს შორის.
+
 
+
ამის შემდეგ დავითმა კვლავ განაახლა შეტევები სელჩუკების წინააღმდეგ და ახალი დამარცხებები მიაყენა მათ ქვეყნის გარეთაც, მტრები ხშირად სარგებლობდნენ იმით, რომ ზოგჯერ მეფე შორს იყო მათგან და ქვეყნის საზღვრებში შემოდიოდნენ. ერთხელ, როდესაც იგი დასავლეთ საქართველოში იყო, მტრები კვლავ გათამამდნენ და მტკვრის პირას ჩამოდგნენ. ამის გაგებისთანავე მეფე გამოეშურა ქართლში. იგი არ შეუშინდა იმას, რომ ლიხის მთაზე დიდი თოვლი იდო, „გარდაათხრევინა ლიხნი“, ქართლში შემოიდა და იქ გუაადად დაბანაკებულ თურქ-სელჩუკებს ეს თავხედობა არ აპატია და სულ ერთიანად გაწყვიტა.
+
 
+
გაუთავებელმა მარცხმა მაჰმადიანები ძალიან გაამწარა, ისინი კარგად ხედადნენ, რომ თბილისშიც მათ ბატონობას მაე ბოლო მოეღებოდა და გადაწყვიტა ერთიანი ძალით კვლავ შეეტიათ საქართველოზე. ამისათვის „ესე ვითარცა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ბაჭარნი განძელ-თბილელ-დმანელნი წავიდეს სულტანის წინაშე … და ესრეთ მიუთხრნეს ტოველნი ჭირნი. მოწევნულნი მათ ზედა“, სპარსეთში (ისპაჰანში) მჯდომარე სელჩუკთა სულტანმა „მოუწოდა არაბეთის მეფესა დურბეს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქა და ძალი მისი და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე აედუხისი… უბრძანა თურქმანობას სადაღაცა ვინ იყო დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა…  ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოლეთა სომხითისა ამირათა“.
+
 
+
 
+
 
+
+
  
 +
===== ყივჩაყთა ჩამოსახლება საქართველოში =====
 +
მაგრამ მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა, დავითი კარგად ხედავდა, რომ თურქ-სელჩუკებთან გენერალური ბრძოლა წინ იყო. ქართველთა სამხედრო ძალები ამისათვის საკმარისი არ იყო. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაყები გადმოესახლებინა საქართველოში. ყივჩაყები განთქმული მეომრები იყვნენ, დავითმა „უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა“. მეფემ გიორგი მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი გაგზავნა ოსეთში, რათა მათ გზები გაეხსნათ ყივჩაყთათვის. ოსებმა, როგორც კი შეიტყვეს საქართველოს პირველი ვაზირის მოსვლა, მაშინვე „მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“. დავითმა საქართველოში ორმოცი ათასი ყივჩაყი ოჯახი ჩამოასახლა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაასახლა. ეს უზარმაზარი მასა ბინადარ ცხოვრებაზე გადაიყვანა და თითოეულ ოჯახს თითო მეომრის გამოყვანა დაავალა, ასე შეიძინა საქართველომ 40000 რეგულარული სამხედრო ძალა, მაგრამ საქართველოს ჯარის უმრავლესობას კვლავ ქართველები შეადგენდნენ.
  
 +
საფიქრებელია, რომ ამ პოლიტიკურ ნაბიჯს უკავშირდება დავითის დამოყვრება ყივჩაყთან. მეფემ ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარღანის ძის ასული გურანდუხტი შეირთო ცოლად, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა კავშირი ქართველებსა და ყივჩაყებს შორის.
  
 +
ამის შემდეგ დავითმა კვლავ განაახლა შეტევები სელჩუკების წინააღმდეგ და ახალი დამარცხებები მიაყენა მათ ქვეყნის გარეთაც, მტრები ხშირად სარგებლობდნენ იმით, რომ ზოგჯერ მეფე შორს იყო მათგან და ქვეყნის საზღვრებში შემოდიოდნენ. ერთხელ, როდესაც იგი დასავლეთ საქართველოში იყო, მტრები კვლავ გათამამდნენ და მტკვრის პირას ჩამოდგნენ. ამის გაგებისთანავე მეფე გამოეშურა ქართლში. იგი არ შეუშინდა იმას, რომ ლიხის მთაზე დიდი თოვლი იდო, „გადაათხრევინა ლიხნი“, ქართლში შემოიდა და იქ გუაადად დაბანაკებულ თურქ-სელჩუკებს ეს თავხედობა არ აპატია და სულ ერთიანად გაწყვიტა.
  
 +
===== თურქ-სელჩუკთა მზადება გადამწყვეტო ბრძოლისთვის =====
 +
გაუთავებელმა მარცხმა მაჰმადიანები ძალიან გაამწარა, ისინი კარგად ხედავდნენ, რომ თბილისშიც მათ ბატონობას მალე ბოლო მოეღებოდა და გადაწყვიტა ერთიანი ძალით კვლავ შეეტიათ საქართველოზე. ამისათვის „ესე ვითარცა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-თბილელ-დმანელნი წავიდეს სულტანის წინაშე … და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი. მოწევნულნი მათ ზედა“, სპარსეთში (ისპაჰანში) მჯდომარე სელჩუკთა სულტანმა „მოუწოდა არაბეთის მეფესა დურბეს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქა და ძალი მისი და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე აედუხისი… უბრძანა თურქმანობას სადაღაცა ვინ იყო დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა…  ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოლეთა სომხითისა ამირათა“.
  
==წყარო==
 
==წყარო==

23:11, 19 ივნისი 2024-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

დავით IV - აღმაშენებელი - (1073–1125), ერთიანი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე. დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. დავით აღმაშენებელის სახელმწიფო მოღვაწეობის პერიოდი ქართველი ხალხის გამორჩეული ღირსსახსოვარია.

სარჩევი

პოლიტიკური ვითარება

XI საუკუნის II ნახევარში საქართველოში შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები. ისინი, ჯერ კიდევ ბაგრატ IV-ის მეფობის დროს თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას და დიდი ზიანი მიაყენეს მას. ბაგრატ IV-მ დროებით მოახერხა ამ უზარმაზარი სამხედრო ძალის მოგერიება და შეჩერება, მაგრამ მისი შვილის გიორგი II-ის დროს მდგომარეობა ძალიან გართულდა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება თურქ-სელჩუკთა მომთაბარეების ინტენსიური თავდასხმები საქართველოზე – „დიდი თურქობა“. გიორგი II-მ თურქებისადმი ხარკის გადახდა იკისრა. მან ვერ მოახერხა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული მწვავე პრობლემების მოგვარება. იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო და თავისი შვილის თექვსმეტი წლის დავითისათვის გადაეცა სამეფო ტახტი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე აგვიწერს ვითარებას:„ბნელსა უკუნს შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა. სახელ მოგმმან დავით, ღმერთისა მამისამან და თჳთ სამოცხამეთვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან დავით…

…ამას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სასმას და ცხრა, ამას მარტივად შობილსა გიორგის-მან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“.

დავით IV აღმაშენებელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისგან. თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ მიწებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ. ქვეყანაში არც ქართველთა შორის იყო სიმშვიდე და თანხმობა. დიდგვაროვანი ფეოდალები ღალატობდნენ მეფეს და მტერთან მოლაპარაკება − დაზავებას ამჯობინებდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

პირველ რიგში მეფის ამოცანას მომთაბარე სელჩუკებისაგან ქვეყნის გაწმენდა და გახშირებული მოსახლეობის საკუთარ მამულზე დაბრუნება წარმოადგენდა. დავითმა გამეფებისთანავე იწყო კარგად ორგანიზებული სამხედრო რაზმების ჩამოყალიბება, მათი საშუალებით მეფე თავს ესხმოდა ბარში ჩამოსახლებულ მტერს და ქვეყნის საზღვრებიდან ერეკებოდა.

ბრძოლა ურჩ ფეოდალებთან

პარალელურად სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა დავითმა მოღალატე ფეოდალებს. მან შეიპყრო კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში და ციხეში დაამწყვდია. ლიპარიტმა მოინანია თავისი საქციელი და მეფემ იგი გაათავისუფლა, მაგრამ როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს: „რამეთუ კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“-ო, ისე ლიპარიტის გამოსწორება არ იქნებოდა, ამიტომ ხელმეორედ ურჩობა მეფემ მას არ აპატია და ბიზანტიაში გააძევა, ხოლო ლიპარიტის შვილი რატის გარდაცვალების შემდეგ კლდეკარის საერისთავო გააუქმა და სამეფოდ აღრიცხა. „ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვაშთა, სახლი განმამწარებელთა… და მამული მათი აღიღო მეფემან“. – დასძენს ისტორიკოსი. ასევე სასტიკად გაუსწორდა მეფე სხვა მოღალატე ფეოდალებს, მუხრანისა და ზედაზნის მფლობელ ერისთავებს − ძაგანსა და მის ძმას მოდისტოსს.

თურქ-სელჩუკებისათვის ხარკის შეწყვეტა

XI საუკუნის ბოლოს ევროპაში დაიწყო დიდი მოძრაობა მაჰმადიანთაგან „უფლის საფლავის“ განთავისუფლებისათვის. ევროპელმა ჯვაროსნებმა დიდი დარტყმები მიაყენეს თურქ-სელჩუკებს. ამ დროს თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო დასუსტდა, რითაც კარგად ისარგებლა დავით აღმაშენებელმა და 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა სელჩუკთა სულთანს: „და არღარ მისცა სულტანსა ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“. ამით ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ბრძოლა ერწუხთან და კახეთ-ჰერეთის შემოერთება

ამის შემდეგ მეფე ინტენსიურად შეუდგა ქართული მიწების გაერთიანებისთვის ბრძოლას. სხვა კუთხეებთან ერთად საქართველოს გარეთ იყო კახეთ-ჰერეთი და თბილისის საამირო.

1103 წელს დავითმა ზედაზნის ციხე აიღო 1104 წელს მეფის ერთგულმა კახეთ-ჰერეთის ფეოდალებმა ქავთარმა და მისმა დისწულმა – ბარამმა და არიშიანმა კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი შეიპყრეს და დავითს მიჰგვარეს. მეფემ კახეთ-ჰერეთი სრულად შემოიერთა. ამის საპასუხოდ განძის ათაბაგმა, რომელიც კახეთ-ჰერეთისაგან ხარკს იღებდა, დიდძალი ჯარი გამოაგზავნა ქართველთა წინააღმდეგ. 1104 წელს ერწუხთან (დღევანდელი საინგილოს მხარე) მოხდა სასტიკი ბრძოლა, სადაც დავითმა იშვიათი სიმამაცე გამოავლინა, ისტორიკოსი ამ ამბავს ასე აგვიწერს: „ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრით და გაწირულითა ერითა დაჴოცნა სულტანისა იგი ურიცხუნი სპანი… ხოლო თჳთ მეფე არა თუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა… არამედ უპირატეს ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ჴმითა მაღლითა… და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი…“ ქართველებმა ამ ომში დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

დავით აღმაშენებლის რეფორმები

თურქ სელჩუკებთან ომების პარალელურად დავით აღმაშენებელი სამეფო ხელისუფლები განსამტკიცებლად დიდმნიშვნელოვან რეფორმებს ატარებდა.

ერთ-ერთი ასეთი დიდი ღონისძიება მან ეკლესიაში მოკალათებული უღირსი პირების მიმართ გაატარა, მეფემ 1104 წელს მოიწვია საეკლესიო კრება რუის-ურბნისში, სადაც დიდი პაექრობა გაიმართა მეფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, მეფის მომხრეებმა გაიმარჯვეს: „უღირსად გაოჩინებულნი განკუეთეს და შეაჩვენნეს“ და მათ ნაცვლად ღირსეუნი, „ჭეშმარიტნი მწყემსნი დაადგინეს“.

სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში, განსაკუთრებით დიდმნიშვნელოვანი იყო დავითის მიერ მწიგნობართუხუცესის და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანება. ამ თანამდებობაზე მეფემ დანიშნა მისი ერთგული პირი და აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. მას ჩააბარა მეფემ ასევე უმაღლესი სააპელაციო სასამართლო „სააჯო კარი“, სადაც განიხილებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივანთა საჩივარი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ცენტრალური მმართველობის ყველა უწყებაზე მიუწვდებოდა ხელი. იგი იყო მეფის შემდეგ მეორე პირი ქვეყანაში – სახელმწიფო კანცლერი.

მეფემ ასევე შექმნა ძლიერი სახელმწიფო სადაზვერვო დაწესებულება. მისი საშუალებით დავითი კარგად იყო ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასევე – ქვეყნის შიგნით მეფის მოწინააღმდეგე ბანაკში. აღნიშნული ღონისძიებები და რეფორმებით ძლიერ განმტკიცდა საქართველოს მეფის პოლიტიკური ხელისუფლება.

ბრძოლა თურქ-სელჩუკებთან

ერთდროულად დავით აღმაშენებელი კვლავ აწარმოებდა განუწყვეტელ ბრძოლებს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. იგი თავისი მცირერიცხოვანი და კარგად ორგანიზებული რაზმებით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მტერს. სელჩუკები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მათ ხელში მყოფი ციხეებიდან გარეთ გამოსვლისავ კი ეშინოდათ.

XII საუკუნის 10-იანი წლებიდან საქართველოს საბოლოო პოლიტიკური გაერთიანებისათვის დაიწყო დავით აღმაშენებლის სამხედრო გამარჯვებისათვის სვლის პერიოდი.

1110 წელს ქართველებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – აიღეს სამშვილდის ციხე, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მარცხისთანავე სელჩუკებმა მახლობელ სხვა ციხეებსაც თავი ანებეს და გაიქცნენ.

1115 წელს აიღეს რუსთავი, 1116 წელს დავითმა თურქ-სელჩუკები განდევნა ტაოდან, 1117 წელს აიღო საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთით ციხე-ქალაქი გიში, 1118 წელს – ლორე. თბილისზე რკალი თანდათან ვიწროვდებოდა, სელჩუკები შიშისაგან ძრწოდნენ, ყველა ელოდა ქართველთა საბოლოო იერიშს. ამავე პერიოდში დავითმა საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გადაიტანა, მან თავისი ძე დემეტრე გაგზავნა ჯარით შირვანში. ქართველებმა ციხე-ქალაქი ქალაძორი აიღეს, ისტორიკოსი აღტაცებით წერს დემეტრეს შესახებ: „ქმნნა ომნი საკჳრველნი“.

ყივჩაყთა ჩამოსახლება საქართველოში

მაგრამ მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა, დავითი კარგად ხედავდა, რომ თურქ-სელჩუკებთან გენერალური ბრძოლა წინ იყო. ქართველთა სამხედრო ძალები ამისათვის საკმარისი არ იყო. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაყები გადმოესახლებინა საქართველოში. ყივჩაყები განთქმული მეომრები იყვნენ, დავითმა „უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა“. მეფემ გიორგი მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი გაგზავნა ოსეთში, რათა მათ გზები გაეხსნათ ყივჩაყთათვის. ოსებმა, როგორც კი შეიტყვეს საქართველოს პირველი ვაზირის მოსვლა, მაშინვე „მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“. დავითმა საქართველოში ორმოცი ათასი ყივჩაყი ოჯახი ჩამოასახლა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაასახლა. ეს უზარმაზარი მასა ბინადარ ცხოვრებაზე გადაიყვანა და თითოეულ ოჯახს თითო მეომრის გამოყვანა დაავალა, ასე შეიძინა საქართველომ 40000 რეგულარული სამხედრო ძალა, მაგრამ საქართველოს ჯარის უმრავლესობას კვლავ ქართველები შეადგენდნენ.

საფიქრებელია, რომ ამ პოლიტიკურ ნაბიჯს უკავშირდება დავითის დამოყვრება ყივჩაყთან. მეფემ ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარღანის ძის ასული გურანდუხტი შეირთო ცოლად, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა კავშირი ქართველებსა და ყივჩაყებს შორის.

ამის შემდეგ დავითმა კვლავ განაახლა შეტევები სელჩუკების წინააღმდეგ და ახალი დამარცხებები მიაყენა მათ ქვეყნის გარეთაც, მტრები ხშირად სარგებლობდნენ იმით, რომ ზოგჯერ მეფე შორს იყო მათგან და ქვეყნის საზღვრებში შემოდიოდნენ. ერთხელ, როდესაც იგი დასავლეთ საქართველოში იყო, მტრები კვლავ გათამამდნენ და მტკვრის პირას ჩამოდგნენ. ამის გაგებისთანავე მეფე გამოეშურა ქართლში. იგი არ შეუშინდა იმას, რომ ლიხის მთაზე დიდი თოვლი იდო, „გადაათხრევინა ლიხნი“, ქართლში შემოიდა და იქ გუაადად დაბანაკებულ თურქ-სელჩუკებს ეს თავხედობა არ აპატია და სულ ერთიანად გაწყვიტა.

თურქ-სელჩუკთა მზადება გადამწყვეტო ბრძოლისთვის

გაუთავებელმა მარცხმა მაჰმადიანები ძალიან გაამწარა, ისინი კარგად ხედავდნენ, რომ თბილისშიც მათ ბატონობას მალე ბოლო მოეღებოდა და გადაწყვიტა ერთიანი ძალით კვლავ შეეტიათ საქართველოზე. ამისათვის „ესე ვითარცა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-თბილელ-დმანელნი წავიდეს სულტანის წინაშე … და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი. მოწევნულნი მათ ზედა“, სპარსეთში (ისპაჰანში) მჯდომარე სელჩუკთა სულტანმა „მოუწოდა არაბეთის მეფესა დურბეს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქა და ძალი მისი და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე აედუხისი… უბრძანა თურქმანობას სადაღაცა ვინ იყო დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა… ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოლეთა სომხითისა ამირათა“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები