გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი
გიორგი - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დაახლ. 1105-1118 წწ. დავით აღმაშენებლის თანამედროვე და თანამოაზრე; „აღმზრდელი „პატრონისაჲ და თანა-გამკაფელი ყოველთა გზათა და საქმეთა და ღუაწლთა მისთაჲ“. ესწრებოდა რუის-ურბნისის კრებას, რომლის დღის წესრიგი, სავარაუდოდ, მისი მონაწილეობით შედგა.
ივანე ორბელთან ერთად იგი ხელმძღვანელობს სამშვილდის აღებას. ასეთივე წარმატებით უძღვება რუსთავის განთავისუფლების სამხედრო ოპერაციას. გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის დისწულს, თევდორეს, ბაღვაშთა განდევნის შემდეგ მეფემ უბოძა თრიალეთი და კლდეკარი. გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი თან ახლდა დავითს ჩრდილო კავკასიაში, ყივჩაყთა ჩამოსაყვანად მოწყობილ ექსპედიციაში. იგი გარდაიცვალა უკანა გზაზე, ოვსეთში. დაკრძალეს გელათში.
წყარო
დავითის ისტორიკოსი 1955: 331, 333, 336, 337.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში