Veronica caucasica M. Bieb
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Veronica caucasica M. Bieb. – ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ხუჭუჭბეწვიანი, ჯირკვლოვანი შებუსვით. ღერო სწორია ან წამოწეული. ფოთლები მჯდომარეა, მოგრძო-კვერცხისებური, ერთგან ან ორგან ფრთისებურად დაყოფილი მოგრძო-ლანცეტა ნაკვთებად. კიდეები დაკბილულია. ყვავილედი მცირეყვავილიანია, იღლიური მტევანი. გვირგვინი თეთრია, იისფერი ზოლებით. ყვ. ნაყ. V-VII. მცენარე გავრცელებულია ტენიან ადგილებში, კლდეთა ნაპრალებში, ნაზვავებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სტორის ხეობაში. საქართველოში გავრცელებულია სვანეთში, შიდა ქართლში, მთიულეთსა და ხევსურეთში. კავკასიის ენდემია.