Saxifraga sibrica L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Saxifraga sibrica L. - ოჯახი: ფხიჯასებრნი (Saxifragaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 5-20 სმ. ღერო წამოწეული ან სწორი, ჯირკვლოვანი შებუსვით. ქვედა ფოთლები გულის მსგავსად მომრგვალოა, 7-9-ნაკვთიანი. ზედა ფოთლები თირკმლისებურია, 7-9-ნაკვთიანი. ყვავილედი საგველაა, გვირგვინი – თეთრი. ყვ. ნაყ. VI-VII. მცენარე იზდება მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე ქვიან ადგილებში, კლდეებზე, მორენებზე. მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონის ხეობებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.