Saxifraga paniculata Mill
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Saxifraga paniculata Mill - ოჯახი: ფხიჯასებრნი (Saxifragaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები როზეტულია, სქელი, ხორცოვანი, ლანცეტა ან ენის ფორმის, კიდეებზე ბასრკბილებიანი. ღერო 10-25 სმ სიგრძისაა. სუსტად არის შეფოთლილი, შებუსულია, ყვავილედი საგველაა. გვირგვინი თეთრი, ვარდისფერი ან მეწამულია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე სველ კლდეებსა და ქვიან ადგილებში. მცენარის ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.