Polygonum panjutinii Kharkev
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Polygonum panjutinii Kharkev - ოჯახი: მატიტელასებრნი (Polygonaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რამდენიმე ღეროიანი. ღერო სიმაღლით – 60-130 სმ, შიშველი. ქვედა ნაწილში ღია მწვანე ფერის, მოლეგო ქერცლებით. ზედა ნაწილში ძლიერ დატოტვილია. ფოთლები ლანცეტაა. ზედა მხარე მწვანეა, შიშველი, ქვედა ღიაა და თხლად შებუსული. ყვავილედი 50 სმ-მდე სიგრძისაა, ფარჩხატი საგველა, თითქმის უფოთლო, ყვავილები თეთრია. ყვ. ნაყ. VI-VII. სუბალპური და ალპური სარტყლების მცენარეა, იზრდება მდელოებზე, ქვიან ადგილებზე, მაღალ ბალახეულობაში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. დიდი კავკასიონის მცენარეა. კავკასიის ენდემად ითვლება.